ინდივიდუალური მეწარმე სოფიო ხამაშურიძის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/2993-18
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/05/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე N2/2993-18

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2019 წლის 17 მაისი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე - ციცინო მოსიძე

 

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განმცხადებელი - ინდივიდუალური მეწარმე სოფიო ხამაშურიძე

წარმომადგენელი - გიგა სულაქველიძე, ზურაბ წკეპლაძე

 

მეურვე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი - მიხეილ ლომთაძე

 

კრედიტორები: 1. სს „საქართველოს ბანკი“

წარმომადგენელი - დავით მესხიშვილი

                                      2. სს „თიბისი ბანკი“

 წარმომადგენელი - კობა ქორიძე

                                      3. შპს „ჯიესი“

წარმომადგენელი - კახაბერ გელხვიიძე

                                      4. შპს „აია სითი“

წარმომადგენელი - კახაბერ გელხვიიძე

                                     5. სოფიო ცირეკიძე

წარმომადგენელი - ნინო ჩუბინიძე

 

მოთხოვნა - ინდ. მეწარმე სოფიო ხამაშურიძის გადახდისუუნარობის საქმის წარმოება

 

სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

2018 წლის 7 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართეს ინდ. მეწარმე სოფიო ხამაშურიძის წარმომადგენლებმა გიგა სულაქველიძემ და ზურაბ წკეპლაძემ და მოითხოვ ეს ინდ. მეწარმე სოფიო ხამაშურიძის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინებით ინდ. მეწარმე სოფიო ხამაშურიძის განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში და მეურვედ დაინიშნა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო. განჩინება განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა 2018 წლის 28 სექტემბერს.

 კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნა 2018 წლის 2 ნოემბერს, 2018 წლის 22 ნოემბერს, 2018 წლის 24 დეკემბერს, 2019 წლის 25 იანვარს და 2019 წლის 28 თებერვალს.

2019 წლის 25 იანვარს გამართულ კრედიტორთა კრებაზე მოვალემ მომრიგებელი საბჭოს წევრად დაასახელა თამარ ცაგურიშვილი, ხოლო კრედიტორმა სს „საქართველოს ბანკმა“ - ნოდარ პაპუკაშვილი.

სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვალს დამტკიცდა მოვალე ინდ. მეწარმე სოფიო ხამაშურიძის გადაწყვეტილება მომრიგებელი საბჭოს წევრად თამარ ცაგურიშვილის დანიშვნის შესახებ და კრედიტორ სს „საქართველოს ბანკის“ გადაწყვეტილება მომრიგებელი საბჭოს წევრად ნოდარ პაპუკაშვილის დანიშვნის შესახებ. მომრიგებელი საბჭოს წევრებს დაევალათ მომრიგებელი საბჭოს მესამე წევრის კანდიდატურის წარმოდგენა.

2019 წლის 16 აპრილს ინდივიდუალური მეწარმე „სოფიო ხამაშურიძის“ გადახდისუუნარობის საქმის მომრიგებელი საბჭოს წევრმა ნოდარ პაპუკაშვილმა მომართა სასამართლოს განცხადებით და სასამართლოს აცნობა, რომ მომრიგებელი საბჭოს წევრებმა ვერ მოახერხეს შეთანხმება მესამე წევრის კანდიდატურაზე, რის გამოც სასამართლოს დასამტკიცებლად წარმოუდგინა პაატა კუნჭულიას კანდიდატურა.

2019 წლის 10 მაისს ინდივიდუალური მეწარმე „სოფიო ხამაშურიძის“ გადახდისუუნარობის საქმის მომრიგებელი საბჭოს წევრმა თამარ ცაგურიშვილმა მომართა სასამართლოს განცხადებით და სასამართლოს დასამტკიცებლად წარმოუდგინა გიორგი წაქაძის კანდიდატურა.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მომრიგებელი საბჭოს მესამე წევრი შეირჩევა მოვალისა და კრედიტორების (ან მოსამართლის) მიერ გამწესებულ მომრიგებელთა შეთანხმებით. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, მოვალემ და კრედიტორებმა მომრიგებლად შეიძლება შესაბამისად დანიშნონ და აირჩიონ ნებისმიერი ქმედუნარიანი, მხარეებისაგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი და შესაბამისი უმაღლესი განათლებისა და გამოცდილების მქონე ფიზიკური პირი. მომრიგებლად დასახელებამდე აუცილებელია პირის წინასწარი წერილობითი თანხმობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მომრიგებელი საბჭოს მესამე წევრის შერჩევის მიზნით მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ინდივიდუალური მეწარმე „სოფიო ხამაშურიძის“ კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2019 წლის 7 ივნისს, 15:00 საათზე, შემდეგი დღის წესრიგით: მომრიგებელი საბჭოს მესამე წევრის შერჩევა;

2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, სხდომის დარბაზი №5 ).

3. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში;

4. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდებზე. განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს მეურვეს;

5. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

 

კრების თავმჯდომარე                                                                                                            ციცინო მოსიძე