📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 2 აქტს

თელავის მუნიციპალიტეტისა და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.05.2019
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016467
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/05/2019
matsne.gov.ge 1,754 სიტყვა · ~9 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
ქონება
თელავის  მუნიციპალიტეტის  და  მის  მიერ  დაფუძნებული იურიდიული   პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონება.
მუხლი 2
ჩამოსაწერი ქონება
ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონება.
მუხლი 2
დაწესებულება
თელავის   მუნიციპალიტეტი   ან   მის   მიერ  დაფუძნებული  არასამეწარმეო (არაკომერციული)  იურიდიული  პირი  და  მუნიციპალიტეტის  100%-იანი  წილობრივი მონაწილეობით  შექმნილი სამეწარმეო იურიდიული პირი.
მუხლი 2
დაწესებულების ხელმძღვანელი
თელავის მუნიციპალიტეტის მერი, თელავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული  არასამეწარმეო  (არაკომერციული)  იურიდიული  პირის  და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი სამეწარმეო იურიდიული პირის ხელმძღვანელი.
მუხლი 2
საინვენტარიზაციო  კომისია
ქონების  ინვენტარიზაციის  მიზნით  დაწესებულებაში  შექმნილი კომისია.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (5)
1 2
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილი თხლაშიძე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
N ძირითადი აქტივების დასახელება
დანახარჯების ლიკვიდაცია ლიკვიდაციის შედეგად მიღებული
დოკუმენტის დასახელება დანახარჯების ჩამონათვალი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 2 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 06.10.2015 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 03.10.2022 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 29.10.2019 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 13.04.2018 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიასა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 25.07.2023

დოკუმენტის ტექსტი

თელავის მუნიციპალიტეტისა და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №18 2019 წლის 28 მაისი ქ. თელავი „თელავის მუნიციპალიტეტისა და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ა.“ ქვეპუნქტის, 106​1 მუხლის მე-14 პუნქტის, „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტისა და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების (მანქანა-დანადგარებისა და სხვა) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად. მუხლი 4🔗 დამტკიცდეს ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტის ფორმა დანართი №4-ის შესაბამისად. მუხლი 5🔗 დამტკიცდეს ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლის ფორმა დანართი №5-ის შესაბამისად. მუხლი 6🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის №43 დადგენილება „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტისა და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 15/10/2014, 010250050.35.176.016043). მუხლი 7🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 სექტემბრის №40 დადგენილება „თელავის მუნიციპალიტეტის და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 02/10/2014, 040170050.35.163.016215).            მუხლი 8🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე       დანართი №1 თელავის  მუნიციპალიტეტისა და მის  მიერ დაფუძნებული  იურიდიული პირების საკუთრებაში  არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა  და ამორტიზებული ან გამოუყენებელი  ქონების ჩამოწერის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი ეს წესი განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტისა  და  მის  მიერ  დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1.  ქონება   –  თელავის  მუნიციპალიტეტის  და  მის  მიერ  დაფუძნებული იურიდიული   პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონება. 2.  ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონება. 3. დაწესებულება  –  თელავის   მუნიციპალიტეტი   ან   მის   მიერ  დაფუძნებული  არასამეწარმეო (არაკომერციული)  იურიდიული  პირი  და  მუნიციპალიტეტის  100%-იანი  წილობრივი მონაწილეობით  შექმნილი სამეწარმეო იურიდიული პირი. 4. დაწესებულების ხელმძღვანელი – თელავის მუნიციპალიტეტის მერი, თელავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული  არასამეწარმეო  (არაკომერციული)  იურიდიული  პირის  და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი სამეწარმეო იურიდიული პირის ხელმძღვანელი.  5.   საინვენტარიზაციო  კომისია  –  ქონების  ინვენტარიზაციის  მიზნით  დაწესებულებაში  შექმნილი კომისია. მუხლი 3🔗. ინვენტარიზაციის  ჩატარება 1. დაწესებულებაში (რომელიც   ფინანსდება   სახელმწიფო   ან   თვითმმართველი   ერთეულის ბიუჯეტიდან) ინვენტარიზაცია ტარდება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2010  წლის  23  ივლისის  №605  ბრძანებით  დამტკიცებული  წესისა და ამ  დადგენილების შესაბამისად. 2.  დაწესებულების  ბალანსზე  რიცხული  ძირითადი  საშუალებების  ჩამოწერა  ხდება  ყოველი  წლის ბოლოს, ჩატარებული აქტივებისა  და  ვალდებულებათა  ინვენტარიზაციის  საფუძველზე,  ხოლო ჩამოწერის შედეგები აისახება დაწესებულების წლიურ ბალანსზე. გამონაკლის შემთხვევებში, თუ ამას დაწესებულების  ინტერესები    მოითხოვს,    ძირითადი    საშუალებების    ჩამოწერა  შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც. მუხლი 4🔗. საინვენტარიზაციო კომისია 1. საინვენტარიზაციო  კომისია  (შემდგომში  –  კომისია)  იქმნება დაწესებულების ხელმძღვანელის    შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 2. კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ ხუთი წევრისაგან, მათ შორის თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნის, ბუღალტრის (აღრიცხვა -ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი) და სხვა წევრებისაგან. საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების ხელმძღვანელმა  კომისიის  მუშაობაში  მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოიწვიოს დარგის სპეციალისტები (აუდიტორი ან შესაბამისი ექსპერტი). მოწვეული სპეციალისტები არ იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 3. კომისია  გადაწყვეტილებას  იღებს  ხმათა  უბრალო  უმრავლესობით.  ხმათა  თანაბრად  გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 4. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობისას ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს  ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტებს (დანართი №2 ან დანართი №3) და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტს (დანართი №4) თითოეულ ძირითად საშუალებაზე ცალ-ცალკე. 5. საინვენტარიზაციო კომისია პასუხისმგებელია: ა) საინვენტარიზაციო აღწერებში არაფინანსური და ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების, ასევე ბალანსის საცნობარო მუხლებში ასახული მატერიალური ფასეულობების შესახებ ჩანაწერების შეტანის სისრულესა და სიზუსტეზე; ბ) საინვენტარიზაციო აღწერებში აქტივების განმასხვავებელი ნიშნების (ტიპი, ხარისხი, ზომა, რიგითი ნომერი და ა .შ.) სწორად შეტანაზე. 6. საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის წევრების ფუნქციებს და პასუხისმგებელია ინვენტარიზაციის ბრძანებით დადგენილ ვადებში ჩატარებასა და წესების დაცვაზე. მუხლი 5🔗. თელავის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერის წესი 1.  კომისია  სწავლობს  ამორტიზებული  ან  ექსპლუატაციისათვის  გამოუყენებელი  (ვადაზე  ადრე ჩამოწერა)  ძირითადი  საშუალების  ფაქტობრივ   მდგომარეობას,  ასაბუთებს  ძირითადი საშუალების დაწესებულების ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ადგენს  ლიკვიდაციის (ჩამოწერის)  აქტს  ყველა  ძირითად  საშუალებაზე  ცალ-ცალკე.  კომისია  ასევე  ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს, ამ წესზე თანდართული ტიპური აქტების ფორმების შესაბამისად (დანართი №2, დანართი №3), და საჭიროების შემთხვევაში, ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტს (დანართი №4) და წარუდგენს თელავის მუნიციპალიტეტის მერს. 2.   ქონების   ჩამოწერის   აქტი   უნდა   შეესაბამებოდეს   „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო  დოკუმენტებისა  და  სააღრიცხვო  რეგისტრების  ფორმების  დამტკიცების  თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების მოთხოვნებს. 3. თელავის მინიციპალიტეტის მერი უზრუნველყოფს  ჩამოსაწერი  ძირითადი  საშუალებების  ნარჩენი ღირებულებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული  სასაქონლო  - მატერიალური მარაგების ღირებულებების დადგენის აქტების შემოწმებასა და დადასტურებას შესაბამისი აუდიტორის მიერ, რის შემდეგაც იგი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას და ამტკიცებს კომისიის მიერ ძირითადი საშუალებების ჩამოწერასთან დაკავშირებულ აქტებს. 4.  აუდიტის  დასკვნაში  ასევე  ასახული  უნდა  იყოს  ჩამოსაწერი  ქონების  ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა. 5. დაუმთავრებელი  მშენებლობის  ან   ექსპლუატაციისათვის   გამოუსადეგარი   შენობა-ნაგებობის      ჩამოწერისას საჭიროა საექსპერტო დასკვნა. 6. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ  და  ძირითადი  აქტივების  ლიკვიდაციის  შედეგად  მიღებული  ქონება  (ჯართი,  სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვა) აისახება ბალანსში მარაგების სახით კომისიის მიერ დადგენილი ღირებულების შესაბამისად. მუხლი 6🔗. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვა 1.  ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე   დანიშნულებით   გამოყენებაც   შეუძლებელია,  თელავის მუნიციპალიტეტის  მერის  ბრძანების საფუძველზე   ექვემდებარება   განადგურებას. 2.   ქონების   განადგურების   პროცესს   ესწრებიან  საინვენტარიზაციო კომისიის წევრები. 3.  ქონების  განადგურებას  ტექნიკურად,  ორგანიზაციულად და ფინანსურად უზრუნველყოფს  დაწესებულება, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებელი ქონება. 4.   ქონება უნდა განადგურდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ადგილებში. 5.  ქონების განადგურების თაობაზე  დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ  განადგურების პროცესის დამსწრე პირები. მუხლი 7🔗. ჩამოწერილი ძირითადი საშუალებების რეალიზება ჩამოწერილი ძირითადი საშუალებების  რეალიზებას ახორციელებს თელავის მუნიციპალიტეტის მერია მოქმედი კანონმდებლობის  შესაბამისად. მუხლი 8🔗. ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლა ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის შედეგების გამოსათვლელად ივსება დანართი №5-ით დამტკიცებული ფორმა. მუხლი 9🔗. მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის განსაკუთრებული წესი მცირეფასიან აქტივებზე (აქტივები, რომლის ღირებულებაც არ აღემატება 500 ლარს) ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტების (დანართი №2, დანართი №3) და ლიკვიდაციის აქტების (დანართი №4) შევსების წესი არ ვრცელდება. მუხლი 10🔗. თელავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული)  იურიდიული  პირისა  და  მუნიციპალიტეტის  100%-იანი  წილობრივი მონაწილეობით შექმნილი სამეწარმეო იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის წესი 1. თელავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული)  იურიდიული  პირისა  და  მუნიციპალიტეტის  100%-იანი  წილობრივი მონაწილეობით შექმნილი სამეწარმეო იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების   ჩამოწერის საკითხს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წყვეტს თელავის მუნიციპალიტეტის მერი, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტში განსაზღვრული შემთხვევისა. 2. თელავის მუნიციპალიტეტის მერი ქონების  ჩამოწერის თაობაზე თანხმობას გასცემს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების ხელმძღვანელის მომართვის საფუძველზე. მომართვას დართული უნდა ჰქონდეს კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტაცია, ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა, მათ შორის აუდიტის დასკვნა და შესაბამისი ფოტომასალა.   3.  საჭიროების  შემთხვევაში,  შესაბამისი  დაწესებულების  ხელმძღვანელს  უფლება  აქვს  მოიწვიოს სპეციალისტი. 4. თელავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე  რიცხული) იმ  ქონების (მოძრავი ნივთის)  ჩამოწერის  საკითხს,  რომლის  საწყისი საბალანსო ღირებულება  არ  აღემატება 1000 (ერთი  ათასი)  ლარს,  ერთპიროვნულად   წყვეტს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი და პასუხს აგებს ქონების ჩამოწერასთან    დაკავშირებული  დოკუმენტაციის  სისწორეზე. 5. ჩამოწერილი ქონების  რეალიზებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს შესაბამისი იურიდიული პირი, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის თანხმობით.  დანართი №2 ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტის ფორმა  20 -----   წლის   „-------“     --------------------       მდგომარეობით მესაკუთრის, ბალანსმფლობელის დასახელება -------------------------------------------------- N ძირი თადი. საშუა ლების დასახ ელება ექსპლ შესვლის წელი ექსპლ ყოფნის ვადა ღირებუ ლება გადაფ ასება მდე (ლარი) ბუღა ლტრ ცვეთა გად აფასე ბამდე ფიზი კური ცვეთა გად აფასე ბამდე ნარჩენი საბალა ღირებ ულება გადაფას ებამდე (ლარი, გრ.5 - გრ. 9) გადაფასების კოეფიციენტი საქართველოს პრეზიდენტის 09.06.1997წ. N295 ბრძანებულების საფუძველზე ღირებუ ლებათა გადაფასების შემდეგ (ლარი) ცვეთა გადაფასები ს შემდეგ (ლარი) საამორტ იზაციო ანარიცხის ნორმა ძირითადი ფონდის სრულ აღდგენაზე         ფიზიკური ცვეთა ნარჩენი საბალ ანსო ღირებ ულება % ლა რი % ლა რი ბუღალტრული ცვეთის % საბოლოო ფაქტ. მდგომარეობით % საბოლოო ბუღალ ტრული მდგომარ ობით % ლარი ლარი აშშ დოლ არი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 კომისიის წევრები: 1. -------------------------------------------------- 2. -------------------------------------------------- 3. -------------------------------------------------- 4. -------------------------------------------------- 5. ------------------------------------------------ შენიშვნა: თუ ძირითადი საშუალება შეძენილია ან ნარჩენი საბალანსო ღირებულება განსაზღვრულია 1998 წლის 1 იანვრის შემდეგ, გრ. 5-დან გრ.11-ის ჩათვლით არ ივსება. ვამტკიცებ: დაწესებულების ხელმძღვანელი --------------------------------------               ვადასტურებ აუდიტორი:----------------- დანართი №3 ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების (მანქანა-დანადგარებისა და სხვა) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა 20 -----   წლის   „-------“     --------------------       მდგომარეობით მესაკუთრის, ბალანსმფლობელის დასახელება -------------------------------------------------- N ძირ ითა დი საშუ ალე ბების დას ახელება ექსპ ლუა ტაც იაში შეს ვლის წელი ექსპ ლუა ტაცი აში ყოფ ნის ვადა ღირე ბულება გადა ფასე ბამდე (ლარი) ბუღალ ტრული ცვეთა გადაფა სებამდე ფიზი კური ცვეთა გადაფა სებამდე ნარჩენი საბალანსო ღირებულება გადაფასებამდე (ლარი, გრ.5 - გრ. 9) გადაფასების კოეფიციენტი საქართველოს პრეზიდენტის 09.06.1997წ. N295 ბრძანებულების საფუძველზე ღირებუ ლებათა გადაფ ასების შემდეგ (ლარი) ცვეთა გადაფასები ს შემდეგ (ლარი) საამორტ იზაციო ანარიცხის ნორმა ძირითადი ფონდის სრულ აღდგენაზე         ფიზიკური ცვეთა ნარჩენი საბალანსო ღირებულება % ლარი % ლარი ბუღალ ტრული ცვეთის % საბო ლოო ფაქტო ბრივი მდგომა რეობით % საბო ლოო ბუღა ლტრული მდგომა რეობით % ლარი ლარი აშშ დოლარი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20      კომისიის წევრები: 1. -------------------------------------------------- 2. -------------------------------------------------- 3. -------------------------------------------------- 4. -------------------------------------------------- 5. -------------------------------------------------                                                                                                                                                                                                   შენიშვნა: თუ ძირითადი საშუალება შეძენილია ან ნარჩენი საბალანსო ღირებულება განსაზღვრულია 1998 წლის 1 იანვრის შემდეგ, გრ. 5-დან გრ.11-ის ჩათვლით არ ივსება. ვამტკიცებ: დაწესებულების ხელმძღვანელი -----------------------     ვადასტურებ აუდიტორი:----------------- დანართი №4 ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტის ფორმა    20 -----   წლის   „-------“     --------------------       მდგომარეობით       მესაკუთრის, ბალანსმფლობელის დასახელება -------------------------------------------------- N ძირითადი აქტივების დასახელება ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების წელი) საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასებამდე ცვეთა    გადააფასებამდე გადაფასების კოეფიციენტი საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასების შემდეგ ცვეთა გადაფასების შემდეგ ნარჩენი საბალანსო ღირებუ- ლება შენიშვნა % ლარი ლარი ლარი ლარი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 კომისიის შემადგენლობა :------------------------------------------------------------ -------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------- შექმნილი 20 ------ წლის  „--------“  --------------------- N  -----------   ბრძანების საფუძველზე, რომელმაც დაათვალიერა ----------------------------------------------------------------------------------------------------    1. ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების ) წელი------------------------------------    2.       საწყისი საბალანსო ღირებულება ----------------------------------------------------------     3.       ძირითადი აქტივის ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი: ა. ---------------------------------------------------------------------------------------------------- ბ.---------------------------------------------------------------------------------------------------- გ.----------------------------------------------------------------------------------------------------- კომისიის დასკვნა:-------------------------------------------------------------------------------- კომისიის წევრები:  1. ------------------------------------------------------------------------------------------- 2.------------------------------------------------------------------------------------------- 3.------------------------------------------------------------------------------------------- 4.------------------------------------------------------------------------------------------- 5. ------------------------------------------------------------------------------------------         ვამტკიცებ: დაწესებულების ხელმძღვანელი ---------------------------------------------- დანართი №5 ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლის ფორმა 20 -----   წლის   „-------“     --------------------       მდგომარეობით დანახარჯების ლიკვიდაცია ლიკვიდაციის შედეგად მიღებული დოკუმენტის დასახელება დანახარჯების ჩამონათვალი თანხა (ლარი) დოკუმენტის დასახელება ფასეულობათა სახეები რაოდენობა თანხა (ლარი) 1 2 3 4 5 6 7  ლიკვიდაციის შედეგების საერთო თანხა  --------------  (----------------------------------------) ლარი.  ლიკვიდაციის შედეგი -----------------------------------------------------------------------------  კომისიის წევრები: 1. ------------------------------------------------------------------------------------------- 2.------------------------------------------------------------------------------------------- 3.------------------------------------------------------------------------------------------- 4.------------------------------------------------------------------------------------------- 5. ------------------------------------------------------------------------------------------            ვამტკიცებ: დაწესებულების ხელმძღვანელი ----------------------------------------------