ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30 |
|
2015 წლის 6 ოქტომბერი ქ. ტყიბული
|
|
1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს თვითმმართველი ერთეულის - ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესს.
2. წინამდებარე დებულება არ აწესრიგებს სამეურნეო მასალების, საკანცელარიო ნივთების, კვების პროდუქტების, მედიკამენტებისა და შესახვევი საშუალებების, სათბობი, საწვავი და საცხები მასალების, სათადარიგო ნაწილების, ინვენატარიზაციისა და ჩამოწერის წესს.
1. ქონება - საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი.
2. ჩამოსაწერი ქონება - ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
3. შესაბამისი დაწესებულება (შემდგომში - დაწესებულება) - ტყიბულის მუნიციპალიტეტი.
4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში - კომისია) - ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით შესაბამის დაწესებულებაში შექმნილი კომისია.
1. დაწესებულებაში ინვენტარიზაცია ტარდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების შესაბამისად და ამ წესის გათვალისწინებით.
2. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ძირითადი სააშუალების ჩამოწერა ხდება ყოველი წლის ბოლოს ჩატარებული აქტივებისა და ვალდებულებათა ივენტარიზაციის საფუძველზე, ხოლო ჩამოწერის შედეგები აისახება დაწესებულების წლიურ ბალანსზე. გამონაკლის შემთხვევაში, თუ ამას დაწესებულების ინტერესები მოითხოვს, ქონების ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც.
1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით იქმნება საინვენტარიზაციო კომისია დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. კომისია იქმნება შემდეგი შემადგენლობით:
ა) კომისიის თავმჯდომარე - ხელმძღვანელობს კომისიას;
ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე - კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ხელმძღვანელობს კომისიას;
გ) კომისიის მდივანი - ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია სისწორეზე;
დ) კომისიის წევრები.
3. საჭიროების შემთხვევაში კომისიის წევრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები.
4. კომისია იქმნება წელიწადში ერთხელ, საანგარიშო წლის დასრულებამდე არა უგვიანეს სამი თვის განმავლობაში, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში.
5. კომისია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე ყველა წევრი.
6. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. კომისიის მიერ საკითხი გადაწყვეტილად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
7. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ, ფიზიკურ მდგომარეობას, ქონების ჩამოწერის საფუძველს, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციას.
1. კომისია სწავლობს ამორტიზებული ან ექსპლოატაციისათვის გამოუყენებელ (ვადაზე ადრე ჩამოწერა) ძირითადი საშუალების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, ასაბუთებს ძირითადი საშუალების დაწესებულების ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ადგენს ლიკვიდაციის (ჩამოწერის) აქტს ყველა ძირითად საშუალებაზე ცალ-ცალკე. კომისია ასევე ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს, ხოლო საჭიროების
შემთხვევაში, ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტს (დანართი №4) და წარუდგენს მუნიციაპლიტეტის გამგებელს.
2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის „საბიუჯეტო ორგანიზაციის პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრირების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების მოთხოვნებს.
3. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი უზრუნველყოფს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ღირებულებების დადგენის აქტების შემოწმებასა და დადასტურებას შესაბამისი აუდიტორის მიერ, ჩამოწერასთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად წარუდგენს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ხოლო თანხმობის მიღების შემთხვევაში, გამგებელი ამტკიცებს კომისიის მიერ ძირითადი საშუალებების ჩამოწერასთნ დაკავშირებულ ყველა აქტს.
4. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა.
5. დაუმთავრებელი მშენებლობის ან ექსპლოატაციისათვის გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობების ჩამოწერისას საჭიროა საექსპერტო დასკვნა.
6. ჩამოწერის შედეგად მიღებული მასალები (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვა), რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს დაწესებულების ბალანსზე მარაგების სახით.
1. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის საკითხს წყვეტს შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხმებით. იურიდიული პირის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წერილს, რომელსაც თან უნდა ერთოდეს დაწესებულების საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტები და აუდიტის დასკვნა.
2. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით, თანხმობას გასცემს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების ჩამოწერის შესახებ.
3. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოწერილი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა.
4. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოიწვიოს სპეციალისტი.
5. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) იმ ქონების (ნივთის) ჩამოწერის საკითხს, რომლის საწყისი საბალანსო ღირებულება არ აღემატება 1000 (ერთი ათასი) ლარს, ერთპიროვნულად წყვეტს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი და პასუხს აგებს ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისწორეზე.
6. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია ხდება საქართველოს მთავრობის „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 08 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად.
1. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომელიც არ ექვემდებარება შეკეთებას, განკარგვას ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას და მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელია, ექვემდებარება განადგურებას.
2. ქონების განადგურებას ახორციელებს კომისია.
3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს დაწესებულება, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებელი ქონება.
4. ქონება უნდა განადგურდეს სპეციალურად ამ მიზნისთვის გამოყოფილ ადგილებში და ნაგვის დასაწვავ ადგილებში.
5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განადგურების პროცესის დამსწრე პირი.
6. ქონების განადგურების აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ.
7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია კომისია.
მუხლი 8. ჩამოწერილი ქონების რეალიზება
ქონების განკარგვა, რომელიც ჩამოსაწერი ქონების აქტის თანახმად ექვემდებარება ბალანსში მარაგის სახით ასახვას, ხორციელდება საქართველოს მთავრობის „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ 2014 წლის 08 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად.
20___წლის „_____“ „_________________“ მდგომარეობით
კომისიის წევრები: 1. ____________________________ 2. ____________________________ 3. ____________________________ ვამტკიცებ: ვადასტურებ: დაწესებულების ხელმძღვანელი ------------------------------ აუდიტორი:------------------------ ბ.ა. ბ.ა.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დაწესებულების დასახელება _______________________________________________________
20____ წლის „____“ „_________________“ მდგომარეობით
კომისიის წევრები: 1. ____________________________ 2. ____________________________ 3. ____________________________ ვამტკიცებ: ვადასტურებ: დაწესებულების ხელმძღვანელი --------------------------------------- აუდიტორი: ------------------------- ბ.ა. ბ.ა. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დაწესებულების დასახელება _______________________________________________________
20____ წლის „____“ „_________________“ მდგომარეობით
კომისიის შემადგენლობა: ____________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________________________ შექმნილი 20____ წლის „____“ „____________“ N _________ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომელმაც დაათვალიერა ____________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________________________ __________________________________________________________________(ძირითადი საშუალების დასახელება) აღმოჩნდა, რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებული უნდა იქნას შემდეგი საფუძვლით: 1. ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების) წელი ___________________________________ 2. საწყისი საბალანსო ღირებულება ________________________________________________ 3. ძირითადი აქტივის ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი: ა) ________________________________________________________________________________________________ ბ) ________________________________________________________________________________________________ გ) ________________________________________________________________________________________________ კომისიის დასკვნა: _________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________________________ კომისიის წევრები: 1. _________________________________________________________________ 2. _________________________________________________________________ 3. _________________________________________________________________ 4. _________________________________________________________________ კომისიის თავმჯდომარე : ______________________________________________________________________________ . | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ლიკვიდაციის შედეგების საერთო თანხა: ______________________________ (_________________) ლარი. ლიკვიდაციის შედეგი: _______________________________________________________________________ ბუღალტერი: ___________________________ „_____“ „______________________“ 20 _____ წელი კომისიის თავმჯდომარე: ____________________________________________ . |