სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის შესახებ
მიღების თარიღი 31.05.2019
ძალაში შესვლა 03.06.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №256
სარეგისტრაციო კოდი 300310000.10.003.021273
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/05/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე | პრემიერ - მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
კანონი (1)
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი საქართველოს კანონი „„სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის შესახებ“"
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების წესის შესახებ ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესების დამტკიცების თაობაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების
დამტკიცების შესახებ ა(ა)იპ − ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსათვის მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №256
2019 წლის 31 მაისი
ქ. თბილისი
სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის შესახებ
მუხლი 1🔗
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესი“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 3 ივნისიდან.
პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე
სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესი
მუხლი 1🔗. მოქმედების სფერო
1. სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს იმ პირებს, რომელთაც 2020 წლის 1 ოქტომბრამდე აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოებსა და სერტიფიცირებულ ექსპერტებთან ერთად შეუძლიათ, განახორციელონ სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასება და ტექნიკური ზედამხედველობა.
2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება V კლასის შენობა-ნაგებობებზე.
3. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ სანებართვო დოკუმენტაციაზე, რომელიც ამ წესის ამოქმედების დროისთვის წარდგენილია ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში.
4. ამ წესის მოქმედება ტექნიკური ზედამხედველობის ნაწილში არ ვრცელდება იმ შენობა-ნაგებობაზე, რომელზედაც მშენებლობის ნებართვა გაცემულია 2019 წლის 3 ივნისამდე.
მუხლი 2🔗. ექსპერტიზას დაქვემდებარებული სანებართვო დოკუმენტაციის სახეები შენობა-ნაგებობის კლასების მიხედვით
1. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) დეტალური არქიტექტურული პროექტის საექსპერტო დასკვნა – III-IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ნებართვის ასაღებად;
ბ) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო დასკვნა – II-IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ნებართვის ასაღებად;
გ) კონსტრუქციული სქემის/პროექტის საექსპერტო დასკვნა – II-IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ნებართვის ასაღებად;
დ) არსებობის შემთხვევაში − ტექნოლოგიური სქემის/პროექტის საექსპერტო დასკვნა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით განსაზღვრული საექსპერტო დასკვნა გულისხმობს „ტექნიკური რეგლამენტის – შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებასთან შესაბამისობას, სულ მცირე, შემდეგი ნაწილების მითითებით:
ა) დაკავებულობ(ებ)ისა და დაკავებულობის დატვირთვების შეფასებას;
ბ) კონსტრუქციის ტიპების შეფასებას;
გ) სიმაღლისა და ფართობის შეფასებას;
დ) გასასვლელების, გასასვლელთან მისადგომების, გასავლელებისა და შენობიდან გამოსასვლელების შეფასებას;
ე) გზა-კიბეებისა და სხვა გასასვლელი საშუალებების გამტარუნარიანობების შეფასებას;
ვ) მისაწვდომობის შეფასებას;
ზ) გარე კედლებისადმი მოთხოვნების შეფასებას;
თ) სახურავის ანაწყობების შეფასებას;
ი) ცეცხლმედეგობის ხარისხიანი მოთხოვნილი გამმიჯნავების შეფასებას;
კ) ხანძრისაგან დაცვის სისტემების შეფასებას;
ლ) წყალსადენი სისტემის ფიქსირებული მოწყობილობების შეფასებას;
მ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა მოთხოვნების შეფასებას.
მუხლი 3🔗. სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე პირები
1. 2020 წლის 1 ოქტომბრამდე აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოებსა და სერტიფიცირებულ ექსპერტებთან ერთად სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილება აქვს პირს, თუ მას აქვს:
ა) შესაბამისი სპეციალობის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ:
ბ.ა) 5 წლის სტაჟი – III-IV კლასის შენობა-ნაგებობის დეტალური არქიტექტურული პროექტის საექსპერტო დასკვნის შესადგენად;
ბ.ბ) 10 წლის სტაჟი – II-IV კლასის შენობა-ნაგებობის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო დასკვნის შესადგენად;
ბ.გ) 5 წლის სტაჟი – II კლასის შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სქემის/პროექტის საექსპერტო დასკვნის შესადგენად;
ბ.დ) 7 წლის სტაჟი – III კლასის შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სქემის/პროექტის საექსპერტო დასკვნის შესადგენად;
ბ.ე) 10 წლის სტაჟი – IV კლასის შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სქემის/პროექტის საექსპერტო დასკვნის შესადგენად;
ბ.ვ) 7 წლის სტაჟი – II-IV კლასის შენობა-ნაგებობის ტექნოლოგიური ნაწილის (არსებობის შემთხვევაში) ტექნოლოგიური სქემის/პროექტის საექსპერტო დასკვნის შესადგენად;
ბ.ზ) 7 წლის სტაჟი – III კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განსახორციელებლად;
ბ.თ) 10 წლის სტაჟი – IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განსახორციელებლად.
2. I და II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განსახორციელებლად მშენებლობის ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია, ტექნიკური ზედამხედველობა დაუკვეთოს პირს, რომელსაც აქვს შესაბამისი სპეციალობის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი. თუ მშენებლობის ნებართვის მფლობელი არ ნიშნავს მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველს, ის თვითონ არის პასუხისმგებელი მშენებლობის პროცესში სამშენებლო დოკუმენტაციით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე.
მუხლი 4🔗. სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელებისათვის ექსპერტიზისა და ტექნიკური ზედამხედველობის ჩატარების პროცედურა
1. ამ წესით განსაზღვრული პირის მიერ სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელებისათვის, მშენებლობის ნებართვის მაძიებელი ვალდებულია, მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების II სტადიაზე სანებართვო დოკუმენტაციასთან ერთად ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინოს ექსპერტის/ტექნიკური ზედამხედველის ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
2. ამ წესით განსაზღვრული პირის მიერ მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელებისათვის, შესაბამისი პირი ვალდებულია, ამის შესახებ შეატყობინოს მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს და წარუდგინოს მას ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ პირობებთან მისი შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები.