1. მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა.
2. მშენებლობის ნებართვა გაიცემა:
ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე);
ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე;
გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე;
დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ნებართვა