1. საპროექტო სამუშაოების საწყის მონაცემებს (დოკუმენტებს/ინფორმაციას) განეკუთვნება:

ა) მიწის ნაკვეთ(ებ)ზე საკუთრების ან/და სარგებლობის დამადასტურებელი ინფორმაცია;

ბ) მიწის ნაკვეთ(ებ)ის ტოპოგრაფიული რუკა არსებული მდგომარეობით (მასშტაბი 1:500, 1:1000);

გ) მიწის ნაკვეთ(ებ)ზე არსებული შენობა-ნაგებობების აღწერა/ძირითადი მონაცემები;

დ) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობისას, ასევე − მიწის ნაკვეთ(ებ)ზე არსებული მწვანე ნარგავების აღწერა და მათი ხარისხობრივი შეფასება;

ე) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების, მათ შორის, განაშენიანების რეგულირების გეგმის მოთხოვნები, როდესაც მიწის ნაკვეთ(ებ)ი მდებარეობს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მოქმედების არეალში;

ვ) საჭიროების მიხედვით სხვა მონაცემები (დოკუმენტები/ინფორმაცია) კანონმდებლობის მოთხოვნით ან/და დამკვეთის გადაწყვეტილების საფუძველზ