1. ნაგებობების (მათ შორის, ხაზობრივი ნაგებობების) მშენებლობის შემთხვევაში კონსტრუქციული სქემა მოიცავს:
ა) განმარტებით ბარათს;
ბ) მიწის ნაკვეთის გეგმას (სადაც ფიზიკურ კონტექსტშია ნაჩვენები მიწის ნაკვეთ(ებ)ზე ნაგებობების განთავსება);
გ) ნაგებობ(ებ)ისათვის საჭირო ტერიტორიის გრუნტის ზედაპირის ცვლილების გეგმას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) ნულოვანი ნიშნულის განსაზღვრას და აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებას;
ე) ხედების/ფასადების სქემატურ ნახაზებს;
ვ) ნაგებობ(ებ)ის მახასიათებელ ჭრილებს;
ზ) არსებობის შემთხვევაში, შენობის ყველა სართულის გეგმას.
2. დამკვეთის გადაწყვეტილებით კონსტრუქციული სქემა შესაძლებელია დამატებით მოიცავდეს:
ა) ტერიტორიის ფოტოებს;
ბ) ციფრულ ვიზუალიზაციას და/ან მაკეტს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კონსტრუქციული სქემის ნაწილები შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს შეთავსებული სახით, A-4 ფორმატად დაკეცილი, ბაინდერში/სწრაფჩამკერში აკინძული სახი