1. ტექნოლოგიური სქემის შემადგენლობა მოიცავს:
ა) განმარტებით ბარათს;
ბ) მიწის ნაკვეთის გეგმას (სადაც ფიზიკურ კონტექსტშია ნაჩვენები მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობების განთავსება);
გ) ნაგებობ(ებ)ისათვის საჭირო ტერიტორიის გრუნტის ზედაპირის ცვლილების გეგმას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) ნულოვანი ნიშნულის განსაზღვრას და აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებას;
ე) ფასადების (საანგარიშო ზედაპირების) სქემატურ ნახაზებს;
ვ) ნაგებობ(ებ)ის მახასიათებელ ჭრილებს;
ზ) შესაბამისი საწარმოო პროცეს(ებ)ის ტექნოლოგიურ სქემას;
თ) არსებობის შემთხვევაში, შენობის ყველა სართულის გეგმას.
2. დამკვეთის გადაწყვეტილებით ტექნოლოგიური სქემა შესაძლებელია დამატებით მოიცავდეს:
ა) ტერიტორიის ფოტოებს;
ბ) ციფრულ ვიზუალიზაციას და/ან მაკეტს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტექნოლოგიური სქემის ნაწილები შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს A-4 ფორმატად დაკეცილი, ბაინდერში/სწრაფჩამკერში აკინძული სახი