1. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები ხასიათდება რისკის მომეტებული ფაქტორით.
2. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებს განეკუთვნება:
ა) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების დამამზადებელი საწარმოები;
ბ) მაგისტრალური გაზსადენის საკომპრესორო ან/და გაზგამანაწილებელი სადგური წარმადობით 3000 მ.კბ/სთ და მეტი;
გ) დღე-ღამეში 100 ტ-ზე მეტი მწარმოებლურობის მინერალური სასუქის მწარმოებელი საწარმოები;
დ) დღე-ღამეში 500 ტ-ზე მეტი მწარმოებლურობის ნავთობ- და გაზგადამმუშავებელი საწარმოები;
ე) ჰაერის დაყოფის პროდუქტების (ჟანგბადი, აზოტი, არგონი, კრიპტონი, ქსენონი და ნეონჰელიუმის ნარევი) მწარმოებელი საწარმოები;
ვ) ქიმიური ბოჭკოს ან/და პოლიმერული მასალების მწარმოებელი საწარმოები;
ზ) საღებავი მასალების მწარმოებელი საწარმოები, რომლებშიც მიმდინარეობს პროცესები ქიმიური ტექნოლოგიების გამოყენებით;
თ) ცელულოზა ქაღალდის მწარმოებელი საწარმოები;
ი) რეზინტექნიკური ნაკეთობების მწარმოებელი საწარმოები;
კ) დღე-ღამეში 10 ტ-ზე მეტი მწარმოებლურობის სპირტის საწარმოები;
ლ) ცივი ან/და ცხელი ნაგლინის მწარმოებელი საწარმოები;
მ) შავი ან/და ფერადი ლითონების ჩამოსხმის საწარმოები;
ნ) 1000 მ3 და მეტი მოცულობის მონოლითური ნაგებობა სეისმური ნაკერების გარეშე;
ო) შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ასაშენებელი შენობა-ნაგებობები;
პ) 50 მ ან/და მეტი სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 30 მ და მეტი ჩაღრმავების მქონე ნაგებობა;
ჟ) ნაგებობა, რომლის მალის ან/და ფერმის ან/და სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე მეტია 24 მ-ზე;
რ) მეტროპოლიტენი;
ს) ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, აგრეთვე თხევადი აირის საცავები – ტერმინალები, ავზების ჯამური მოცულობით 1000 მ3 და მეტი;
ტ) სატრანსპორტო გვირაბი;
უ) საჰაერო-საბაგირო გზა;
ფ) ფუნიკულიორი;
ქ) წყალსაცავი 100 000 მ3 და მეტი მოცულობის;
ღ) საქართველოს რადიო-სარელეო სისტემის ანძები;
ყ) „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ასაშენებელი სასტუმროები;
შ) აეროდრომი კოდური აღნიშვნით 4D (ასაფრენი ზოლის სიგრძე 1800 მ და მეტი და თვითმფრინავის ფრთების გაშლის სიგანე 36 მ და მეტი) და მზიდუნარიანობით PCN 25 და მეტი;
ჩ) ელექტროქვესადგური 330 კ.ვოლტი და მეტი;
ც) სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი ნაგებობა;
ძ) არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი ნაგებობა;
წ) ელექტროსადგურები (თბოელექტროსადგური, ჰიდრო-ელექტროსადგური 50 მვტ და მეტი);
ჭ) მაგისტრალური ნავთობსადენი;
ხ) მაგისტრალური გაზსადენი;
ჯ) 154 კვ.-დან 330 კვ. და მეტი ელექტროგადამცემი ხაზები;
ჰ) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა;
ჰ1) მაგისტრალური რკინიგზა;
ჰ2) სამელიორაციო და საირიგაციო სისტემები (წყალმიმღები ნაგებობა და მაგისტრალური არხები);
ჰ3) წყალარინების მილი დიამეტრით 1 500 მმ ან/და გამწმენდი ნაგებობები დღე-ღამეში 5000 მ3 და მეტი წარმადობით;
ჰ4) წყალსადენი 25 და მეტი ატმოსფერო და 1 400 მმ და მეტი დიამეტრით ან/და წყალმომარაგების სათაო ნაგებობები დღე-ღამეში 5000 მ3 და მეტი წარმადობი