1. მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს შემდეგი სანებართვო პირობები:
ა) აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო დოკუმენტის დარღვევის გარეშე;
ბ) აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო რეგლამენტების მოთხოვნათა დაცვით;
გ) მშენებლობის დოკუმენტით გათვალისწინებული მშენებლობის ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით შეადგინოს მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმი;
დ) შეასრულოს მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებით განსაზღვრული ყველა სამშენებლო სამუშაო;
ე) მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლიდან ერთი წლის ვადაში განახორციელოს ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვება;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
მშენებლობის ნებართვით განსაზღვრული სანებართვო პირობების შესრულების პროცე