სს „ლიბერთი ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ დივიდენდის გაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
„ბანკის“ კონვერტირებადი პრივილეგირებული აქციების მფლობელთათვის 17%-ის ოდენობით პრივილეგირებული აქციების დივიდენდის (შემდგომში „პრივილეგირებული აქციების დივიდენდის“) გადახდა:
1. „პრივილეგირებული აქციების დივიდენდის“ გადახდის სააღრიცხვო თარიღად განსაზღვრულია 2019 წლის 17 ივნისი;
2. ზემოაღნიშნული თარიღისთვის გამოშვებული 4,565,384 კონვერტირებადი პრივილეგირებული აქციის მფლობელებისთვის გასაცემი „პრივილეგირებული აქციების დივიდენდის“ ჯამურ თანხად განსაზღვრულია 776,115.28 ლარი, ან 0.17 ლარი ერთ ცალ პრივილეგირებულ აქციაზე;
3. „პრივილეგირებული აქციების დივიდენდის“ გადახდის თარიღად განსაზღვრულია 2019 წლის 03 ივლისი. აღნიშნულ დღეს სრულად მოხდება 2018 წლის კუთვნილი „პრივილეგირებული აქციების დივიდენდის“ გადახდა.
სს „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის
შემსრულებელი ლევან ლეკიშვილი.