აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს ლიკვიდაციის შესახებ
მიღების თარიღი 05.06.2019
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010320000.32.061.016266
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/06/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.06.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტისლიკვიდაციის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – აგრარულ საკითხთა დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს ლიკვიდაციის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №16
2019 წლის 5 ივნისი
ქ. თბილისი
აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება –
ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს ლიკვიდაციის შესახებ
სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლის პირველი პუნქტის, 103-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 104-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების, „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-141 მუხლის მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის, მე-14 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. 2019 წლის 1 სექტემბრამდე ლიკვიდირებულ იქნეს აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველო (შემდგომში - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველო).
2. ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს უფლებამონაცვლედ განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი.
3. ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს ლიკვიდაცია განახორციელოს ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს უფროსმა (გოგი მანია).
4. ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს უფროსმა (გოგი მანია), ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს ლიკვიდაციის მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკადრო, მატერიალურ-ტექნიკური, სამართლებრივი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება, ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს ბალანსზე რიცხული ქონების სრული ინვენტარიზაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისათვის გადაცემა, ასევე, სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა.
5. აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (ი. დოლიძე), ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით უზრუნველყოს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის წარმოდგენა.
6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 1 თებერვლის №7 დადგენილება ,,აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს შექმნის შესახებ“ და აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 15 თებერვლის დადგენილება №10 „აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება-ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“.
7. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა (ო. გარმელია).
8. ა) ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტებისა, ძალაშია გამოქვეყნებისთანავე;
ბ) დადგენილების პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტები ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელირუსლან აბაშიძე