განმცხადებელი / მოვალე - შპს „ღვინის ქარხანა ახაშენი"
მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო
მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ღვინის ქარხანა ახაშენის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია საქმე №2/5430-16 - შპს „ღვინის ქარხანა ახაშენის“ გაკოტრების შესახებ.
გაკოტრების მმართველი სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მიერ 2019 წლის 29 მაისს წარმოდგენილ იქნა საბოლოო ანგარიში, რომლითაც გაკოტრების მმართველმა მოითხოვა შპს „ღვინის ქარხანა ახაშენის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმება.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ, გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელისაც ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს, რომ გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, რომელიც ქვეყნდება ელექტრონულ სისტემაში.
სასამართლო მიიჩნევს, რომ გაკოტრების მმართველი სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ 2019 წლის 29 მაისის შუამდგომლობის საფუძვლზე მოწვეულ უნდა იქნეს კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
ა)გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენა;
ბ)შპს „ალგეთი პირველის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხის განხილვა
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით
დაადგინა
1. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს 2019 წლის 24 ივნისს, 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №63 შემდეგი დღის წესრიგით:
გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენა;
შპს „ღვინის ქარხანა ახაშენის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხის განხილვა;
2. განჩინება გამოქვეყნდეს „საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე .