„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №178 |
|
2019 წლის 13 ივნისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 61 მუხლის: |
1.
მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გადასახადის გადამხდელს კატეგორია განესაზღვრება კატეგორიის განსაზღვრის თვის წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის სავადო თარიღების მიხედვით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დეკლარაციის საფუძველზე დარიცხული გადასახადების თანხების ჯამით.“. |
2.
მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
3.
მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. კატეგორია შეიძლება იყოს: ა) მცირე – პირი, რომლის მიერ დარიცხული გადასახადების თანხების ჯამი ნაკლებია 100 000 ლარზე; ბ) საშუალო – პირი, რომლის მიერ დარიცხული გადასახადების თანხების ჯამი ტოლია ან მეტია 100 000 ლარზე და ნაკლებია 2 000 000 ლარზე; გ) მსხვილი – პირი, რომლის მიერ დარიცხული გადასახადების თანხების ჯამი ტოლია ან მეტია 2 000 000 ლარზე.“. |
4.
მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სახელმწიფოსთვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის, აგრეთვე, მათ მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისთვის, რომლებიც კატეგორიის განსაზღვრისას არ არიან რეგისტრირებულნი დღგ-ის გადამხდელად, გადასახადის გადამხდელის კატეგორიის განსაზღვრის მიზნებისთვის, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ თანხაში არ გაითვალისწინება გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციით დარიცხული გადასახადის თანხები.“. |
5.
„მაგალითი“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მაგალითი: ა) სიდიდის კატეგორიის განსაზღვრის მიზნით, 2019 წლის 1 დეკემბერს დაჯამდა შპს X-ის წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის შედეგად დარიცხული თანხები. კერძოდ, დაჯამდა შპს X-ის მიერ სავადო თარიღით „დარიცხული“ გადასახადების თანხების ჯამი, 2018 წლის ოქტომბრის დეკლარაციიდან 2019 წლის ოქტომბრის დეკლარაციის ჩათვლით, რამაც 1 900 000 ლარი შეადგინა. შესაბამისად, დადგინდა, რომ „დარიცხული“ გადასახადების თანხების ჯამი 1 900 000 ლარია. შედეგად, 2019 წლის 1 დეკემბერს შპს X-ის სიდიდის კატეგორია განისაზღვრა „საშუალო“. ბ) მოცემულობა იგივეა, რაც „ა“ ვარიანტში, თუმცა დამატებით შპს X-მა 2019 წლის 15 ნოემბერს წარადგინა 2017 წლის იანვრის დაზუსტებული დეკლარაცია, რომლითაც გაზრდილია „დარიცხული“ თანხა 2 000 000 ლარით. სიდიდის კატეგორიის განსაზღვრის მიზნით, 2019 წლის 1 დეკემბერს დაჯამდა შპს X-ის წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის შედეგად დარიცხული თანხები. კერძოდ, დაჯამდა შპს X-ის მიერ სავადო თარიღით „დარიცხული“ გადასახადების თანხების ჯამი, 2018 წლის ოქტომბრის დეკლარაციიდან 2019 წლის ოქტომბრის დეკლარაციის ჩათვლით, რამაც 1 900 000 ლარი შეადგინა. შესაბამისად, დადგინდა, რომ „დარიცხული“ გადასახადების თანხების ჯამი 1 900 000 ლარია. შედეგად, 2019 წლის 1 დეკემბერს შპს X-ის სიდიდის კატეგორია განისაზღვრა „საშუალო“, ხოლო 2017 წლის იანვრის დეკლარაცია აღნიშნულ გაანგარიშებაში მონაწილეობას არ იღებს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.06.2019.
- როდის იქნა მიღებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 13.06.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №178. სარეგისტრაციო კოდი — 200090000.22.033.017209.
- რამდენი მუხლისგან შედგება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.06.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №178, 13.06.2019, სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017209 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.06.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4587804/