„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება
№404
2019 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 2000900000.22.033.016112) დამტკიცებული ინსტრუქციის 61 მუხლის:
1.
მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით კატეგორიის განსაზღვრა ხორციელდება კალენდარული თვის პირველი რიცხვისთვის, არაუგვიანეს შესაბამისი თვის 15 რიცხვისა ან/და გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისთანავე.“.
2.
მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. კატეგორიის განსაზღვრისას გადასახადის გადამხდელს ენიჭება შესაბამისი სტატუსი: მცირე, საშუალო, მსხვილი გადასახადის გადამხდელის სტატუსი.“.
3.
მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გადასახადის გადამხდელს კატეგორია განესაზღვრება კატეგორიის განსაზღვრის თვის წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის სავადო თარიღების მიხედვით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო ან საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ჯამით.“.
4.
მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. კატეგორია შეიძლება იყოს:
ა) მცირე – პირი, რომლის მიერ საგადასახადო ან საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ჯამი ნაკლებია 100 000 ლარზე;
ბ) საშუალო – პირი, რომლის მიერ საგადასახადო ან საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ჯამი ტოლია ან მეტია 100 000 ლარზე და ნაკლებია 4 000 000 ლარზე;
გ) მსხვილი – პირი, რომლის მიერ საგადასახადო ან საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ჯამი ტოლია ან მეტია 4 000 000 ლარზე.“.
5.
მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ამ მუხლის მე-4 და მე-7 პუნქტების გათვალისწინებით, პირისთვის განსაზღვრული კატეგორიის:
ა) მინიჭება ხორციელდება შემდეგი წესით:
მცირე კატეგორია – ახლად დარეგისტრირებულ პირს რეგისტრაციისთანავე ან წელიწადში ერთხელ პირველიდან 15 ივლისამდე პერიოდში, როდესაც პირს უდგინდება ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით საშუალო კატეგორიისთვის დადგენილ ზღვარზე ნაკლები დარიცხული გადასახადის ოდენობა;
საშუალო კატეგორია – ყოველი თვის პირველიდან 15 რიცხვამდე, როდესაც პირს უდგინდება ამ მუხლის მე-6 -პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით მცირე კატეგორიისთვის დადგენილ ზღვარზე მეტი ოდენობა ან წელიწადში ერთხელ პირველიდან 15 ივლისამდე პერიოდში, როდესაც პირს უდგინდება ამ მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით მსხვილი კატეგორიისთვის დადგენილ ზღვარზე ნაკლები დარიცხული გადასახადის ოდენობა;
მსხვილი კატეგორია – წელიწადში ერთხელ პირველიდან 15 ივლისამდე პერიოდში, როდესაც პირს უდგინდება ამ მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით საშუალო კატეგორიისთვის დადგენილ ზღვარზე მეტი გადასახადის ოდენობა;
ბ) გაუქმება ხორციელდება შემდეგი წესით:
მცირე კატეგორია – პირის გარდაცვალების ან ლიკვიდაციის დროს, ან ყოველი თვის პირველიდან 15 რიცხვამდე, როდესაც პირს უდგინდება ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით მცირე კატეგორიისთვის დადგენილ ზღვარზე მეტი დარიცხული გადასახადის ოდენობა;
საშუალო კატეგორია – პირის გარდაცვალების ან ლიკვიდაციის დროს ან წელიწადში ერთხელ პირველიდან 15 ივლისამდე პერიოდში, როდესაც პირს უდგინდება ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით საშუალო კატეგორიისთვის დადგენილი ზღვარისგან განსხვავებული დარიცხული გადასახადის ოდენობა;
მსხვილი კატეგორია – პირის გარდაცვალების ან ლიკვიდაციის დროს ან წელიწადში ერთხელ პირველიდან 15 ივლისამდე პერიოდში, როდესაც პირს უდგინდება ამ მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით მსხვილი კატეგორიისთვის დადგენილ ზღვარზე ნაკლები დარიცხული გადასახადის ოდენობა;“.
6.
მე-12 პუნქტის მაგალითი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
„მაგალითი:
ა) სიდიდის კატეგორიის განსაზღვრის მიზნით, 2019 წლის 1 დეკემბერს დაჯამდა შპს X-ის წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის შედეგად დარიცხული თანხები. კერძოდ, დაჯამდა შპს X-ის მიერ სავადო თარიღით „დარიცხული“ გადასახადების თანხების ჯამი, 2018 წლის ნოემბრის დეკლარაციიდან 2019 წლის ოქტომბრის დეკლარაციის ჩათვლით, რამაც 1 900 000 ლარი შეადგინა.
შესაბამისად, დადგინდა, რომ „დარიცხული“ გადასახადების თანხების ჯამი 1 900 000 ლარია.
შედეგად, 2019 წლის 1 დეკემბერს შპს X-ის სიდიდის კატეგორია განისაზღვრა „საშუალო“;
ბ) მოცემულობა იგივეა, დამატებით შპს X-მა 2019 წლის 15 ნოემბერს წარადგინა 2017 წლის იანვრის დაზუსტებული დეკლარაცია, რომლითაც გაზრდილია „დარიცხული“ თანხა 3 000 000 ლარით.
სიდიდის კატეგორიის განსაზღვრის მიზნით, 2019 წლის 1 დეკემბერს დაჯამდა შპს X-ის წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის შედეგად დარიცხული თანხები. კერძოდ, დაჯამდა შპს X-ის მიერ სავადო თარიღით „დარიცხული“ გადასახადების თანხების ჯამი, 2018 წლის ნოემბრის დეკლარაციიდან 2019 წლის ოქტომბრის დეკლარაციის ჩათვლით, რამაც 1 900 000 ლარი შეადგინა. შესაბამისად, დადგინდა, რომ „დარიცხული“ გადასახადების თანხების ჯამი 1 900 000 ლარია. შედეგად, 2019 წლის 1 დეკემბერს შპს X-ის სიდიდის კატეგორია განისაზღვრა „საშუალო“, ხოლო 2017 წლის იანვრის დეკლარაცია აღნიშნულ გაანგარიშებაში მონაწილეობას არ იღებს.“.
მუხლი 2🔗
ამ ბრძანებით გათვალისწინებული კრიტერიუმებით გადამხდელისათვის კატეგორიის პირველადი განსაზღვრა განხორციელდეს ამ ბრძანების ამოქმედების თვის მომდევნო თვის პირველიდან 15 რიცხვამდე.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი