შპს „საქგეოსერვისის“ კრედიტორთა კრების გადადების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
№2/36988-18
საოქმო განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების გადადების თაობაზე
(ამონაწერი კრედიტორთა პირველი კრების ოქმიდან)
2019 წლის 6 ივნისი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე (კრების თავმჯდომარე): ლევან მიქაბერიძე
სხდომის მდივანი: ილია ვაშაკიძე
მეურვე – სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“
მოთხოვნის არსი – შპს „საქგეოსერვისის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „საქგეოსერვისის“ კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეული იქნეს 2019 წლის 26 ივნისს 12:00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით: კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და აღიარება, მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა /კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა, მოვალის სამეურვეო მასიდან ქონების ამორიცხვა.
2. კრედიტორთა კრება შედგება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის შენობაში (ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, სხდომის დარბაზი №42).
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე, განჩინების გამოქვეყნება დაევალოს მეურვეს.
4. განჩინება გამოქვეყნდეს ასევე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლო დაფაზე.
5. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება და მისი შეტანა შეიძლება განჩინების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში (ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია), ხოლო თუ განჩინების გამოცხადებას ესწრება კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე (კრების თავმჯდომარე) ლევან მიქაბერიძე
სხდომის მდივანი ილია ვაშაკიძე.