შპს „ლაველლოს“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/20996-18
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/06/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმის №  330210318002541171 (2/20996-18)

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2019 წლის 7 ივნისი

ქ.  თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ანა ჩოგოვაძე

 

განმცხადებელი – სსიპ „შემოსავლების სამსახური“

წარმომადგენელი – სალომე გულოშვილი

მოვალე – შპს „ლაველლო“

წარმომადგენელი – ინგა თხილავა

მეურვე – სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – ქრისტინე კუბლაშვილი

მოთხოვნა – გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყება

 

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს „ლაველლოს“ მიმართ.

2019 წლის 5 ივნისს შპს „ლაველლოს“ მომრიგებელი საბჭოს წევრებმა სასამართლოში წარმოადგინეს მომრიგებელი საბჭოს სხდომის ოქმი, რომლის მიხედვით მიღებული იქნა გადაწყვეტილება შპს „ლავლლოს“ გადახდისუუნარობის  საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება შპს „ლაველლოს“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებისა და გაკოტრების მმართველის არჩევის დღის წესრიგით.

განემარტოს კრედიტორს, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გაკოტრების მმართველს ირჩევენ კრედიტორები გაკოტრების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. გაკოტრების მმართველის არჩევის/დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება განთავსდება ელექტრონულ სისტემაში.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მოწვეულ იქნეს შპს „ლაველლოს“ ს/კ (405088266)  კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:

1.1.  გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება. 

1.2.  გაკოტრების მმართველის არჩევა.

2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2019 წლის 4 ივლისს 14:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს №52 სხდომის  დარბაზში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმб №6).

3. განემარტოთ კრედიტორებს, რომ გაკოტრების მმართველს ირჩევენ კრედიტორები გაკოტრების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

4. დაევალოს შპს „ლაველლოს“  მეურვეს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

5. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                                                 ანა ჩოგოვაძე .