საგადახდო მომსახურების პროვაიდერის შპს "ზიქსიფეი"-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404551150) რეგისტრაციის გაუქმებისა და ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
განკარგულება №43
2019 წლის 6 ივნისი
ქ. თბილისი
საგადახდო მომსახურების პროვაიდერის – შპს „ზიქსიფეის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404551150) რეგისტრაციის გაუქმებისა და ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 482 მუხლის პირველი პუნქტის, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის, 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ამავე მუხლის მეორე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის და 481 მუხლის, „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 თებერვლის №29/04 ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „თ“, „ი“, „კ“, „მ“ და „პ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 დეკემბრის №287/04 ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესის“ პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 28 იანვრის №13/04 ბრძანების საფუძველზე:
1. შპს „ზიქსიფეის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404551150) გაუუქმდეს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია, რეგისტრაციის ნომერი: 0076-2904.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შპს „ზიქსიფეის“ საგადახდო მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 17 აპრილის №46 განკარგულება.
3. დაიწყოს შპს „ზიქსიფეის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404551150) ლიკვიდაციის პროცესი და ლიკვიდაცია განხორციელდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. შპს „ზიქსიფეის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404551150) ლიკვიდატორად, ლიკვიდაციის დასრულებამდე, დაინიშნოს როინ ცაციაშვილი (პირადი ნომერი: 01036002403).
5. განკარგულება გამოცემიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა (www.nbg.gov.ge) და სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში (www.matsne.gov.ge). ასევე, გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი საგადახდო სისტემის ოპერატორს, თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი წარმოადგენდა ამ საგადახდო სისტემის მონაწილეს.
6. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
7. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.
პრეზიდენტის მოვალეობის
შემსრულებელი არჩილ მესტვირიშვილი