📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.06.2019
ძალაში შესვლა 01.04.2020
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №119
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016155
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/06/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 7,156 სიტყვა · ~36 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.06.2019 მიღება
01.04.2020 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
არაკომპლექსური საწარმო
საწარმო, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
მუხლი 3
ოპერატიული მეტეროლოგიური ინფორმაცია „OPMET“
საავიაციო მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის მიერ  საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების მომზადებაში/დაგეგმვაში
მუხლი 3
ოპერატიული მეტეროლოგიური ინფორმაციის მონაცემთა ბანკი „OPMET databank“
მონაცემთა ბანკი, რომლის მიზანია საერთაშორისო ოპერატიული მეტეროლოგიური ინფორმაციის შენახვა და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ჰაერსანაოსნო მიზნებისათვის
მუხლი 3
მართვის სისტემა
ფრენის უსაფრთხოების, საავიაციო უშიშროების და ხარისხის მართვისადმი  მოთხოვნების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს სავალდებულო ორგანიზაციულ სტრუქტურას, ფრენის უსაფრთხოებზე, საავიაციო უშიშროებაზე და ხარისხზე პასუხისმგებელ პირთა იერარქიას, სახელმძღვანელო პრინციპებსა და პროცედურებს
მუხლი 3
საექსპლუატაციო გარემო
გარემო, სადაც ხორციელდება საჰაერო მოძრაობის ორგანიზების, საავიაციო კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და სარადიოლოკაციო მომსახურების, საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურების, ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების, ფრენის პროცედურის დიზაინის  ან/და საავიაციო რუკების შედგენის ფუნქციონალური  სისტემის ელემენტების ურთიერთქმედება და ოპერირება, სააერნაოსნო მომსახურების ან მისი ცალკეული სახის გაწევის უზრუნველსაყოფად
მუხლი 3
გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმა
ამ წესის მიზნებისთვის ამ ტერმინს აქვს სსიპ სამოქალაქო ავიაციის საააგენტოს დირექტორის 2018 წლის 9 მარტის №52 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესით“ განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 3
დამატებითი მეტამონაცემები (15)
სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
სააერნაოსნო მომსახურება ცალკეული სახეობა
საჰაერო მოძრაობის ორგანიზება საჰაერო მოძრაობის მომსახურება
საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზება საჰაერო მოძრაობის ნაკადების (ადგილობრივი) ორგანიზება
საჰაერო სივრცის ორგანიზება საჰაერო სივრცის ორგანიზება საჰაერო (სივრცის ტაქტიკური მართვა)
საფრენოსნო საინფორმაციო მომსახურება საფრენოსნო საინფორმაციო მომსახურება
საავიაციო კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და სარადიოლოკაციო მომსახურება საავიაციო კავშირგაბმულობის მომსახურება
სანავიგაციო მომსახურება სახელსაწყო დაფრენის სისტემა (ILS)
სარადიოლოკაციო მომსახურება პირველადი რადიოლოკატორით მომსახურების წარმოება
ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურება ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურება
საავიაციო რუკების შედგენა საავიაციო რუკების შედგენა
ფრენის პროცედურების დიზაინი ფრენის პროცედურების დიზაინი
საავიაციო მეტეოროლოგიურ მომსახურება საავიაციო მეტეოროლოგიურ სამსახური
მუხლი წარმოსადგენი მტკიცებულება
მუხლი 6. ტექნიკური და საექსპლუატაციო უნარები და შესაძლებლობები 1. საჭირო კადრების რაოდენობის შესწავლის პროცედურა, პერსონალის ფუნქციების, სწავლების, ყოველწლიური შვებულების და სამუშაო დატვირთვის გათვალისწინებით.
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 94% 30.12.2021 „საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს სერტიფიცირების წესის" დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 93% 29.07.2022 „სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირებისა და საფრენი მოედნების, რეგისტრაციის და აღრიცხვის წესის“ დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 93% 04.03.2021 „ბორტკვების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 91% 02.10.2024 „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 91% 13.11.2020

დოკუმენტის ტექსტი

სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №119 2019 წლის 12 ივნისი ქ. თბილისი სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილის და 56-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესი“. მუხლი 2🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2014 წლის 3 იანვრის №01 ბრძანება. მუხლი 3🔗 1. ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის პირველი აპრილიდან. 2. სააერნაოსნო მომსახურების საწარმოზე 2020 წლის პირველ აპრილამდე გაცემული სერტიფიკატი მოქმედია სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს ხელახალ სერტიფიცირებამდე. სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. წესის მიზანი და რეგულირების სფერო 1. სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის (შემდგომში – წესი) მიზანია სააერნაოსნო მომსახურების და მისი ცალკეული სახის საქმიანობის რეგულირება სერტიფიცირების გზით. 2. წესით განსაზღვრულია სააერნაოსნო მომსახურების და მისი ცალკეული სახის  სერტიფიცირების წესი და პირობები, ასევე დადგენილია საორგანიზაციო და ტექნიკური მოთხოვნები სააერნაოსნო მომსახურების და მისი ცალკეული სახის მიმართ. მუხლი 2🔗. რეგულირების სფერო წინამდებარე წესი ვრცელდება იურიდიულ პირზე, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს საჰაერო სივრცეში ან მის ნაწილში, აგრეთვე ღია ზღვის თავზე არსებული საჰაერო სივრცის ფარგლებში, სადაც საჰაერო მოძრაობის მომსახურებას საქართველო უზრუნველყოფს, და სამოქალაქო აეროდრომებზე ახორციელებს ან სურს განახორციელოს: ა) საჰაერო მოძრაობის ორგანიზება: ა.ა) საჰაერო მოძრაობის მომსახურება; ა.ბ) საჰაერო სივრცის ორგანიზება (საჰაერო სივრცის დიზაინი); ა.გ) საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზება; დ) საავიაციო კავშირგაბმულობა, სანავიგაციო მომსახურება, სარადიოლოკაციო მომსახურება; ე) საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურება; ვ) ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურება; ზ) ფრენის პროცედურების დიზაინი  ან/და საავიაციო რუკების შედგენა. მუხლი 3🔗. ტერმინები ა) არაკომპლექსური საწარმო – საწარმო, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს: ა.ა) რეგულარულად  ახორციელებს სააეროდრომო საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურების გაწევას არაუმეტეს ერთი სამუშაო ადგილიდან; ა.ბ) წლიური ბრუნვა საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურების, ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების, საავიაციო კავშირგაბმულობის, სანავიგაციო ან სარადიოლოკაციო მომსახურებისთვის არ აღემატება 3 000 000 ლარს; ა.გ) საჰაერო სივრცის ორგანიზების ან საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების გაწევის  მომსახურებას ახორციელებს 20 ან ნაკლები სრულ განაკვეთზე მომუშავე პერსონალის მიერ; ა.დ) საჰაერო მოძრაობის  მომსახურებას ახორციელებს შემდეგი სახის ფრენებისთვის: ა.დ.ა) საავიაციო სამუშაოები; ა.დ.ბ) საერთო დანიშნულების ავიაცია; ა.დ.გ) კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა მაქსიმალური ასაფრენი მასის 10 ტონაზე ნაკლები ან 20 სავარძელზე ნაკლები სამგზავრო სავარძლის მქონე საჰაერო ხომალდებით, ან ა.დ.დ) კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა, რომელიც ხორციელდება წელიწადში 10 000-ზე ნაკლები აფრენა-დაფრენის რაოდენობით, მიუხედავად მაქსიმალური ასაფრენი მასისა და სამგზავრო სავარძლების რაოდენობისა; ბ) ოპერატიული მეტეროლოგიური ინფორმაცია „OPMET“ – საავიაციო მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის მიერ  საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების მომზადებაში/დაგეგმვაში; გ) ოპერატიული მეტეროლოგიური ინფორმაციის მონაცემთა ბანკი „OPMET databank“ – მონაცემთა ბანკი, რომლის მიზანია საერთაშორისო ოპერატიული მეტეროლოგიური ინფორმაციის შენახვა და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ჰაერსანაოსნო მიზნებისათვის; დ) მართვის სისტემა  – ფრენის უსაფრთხოების, საავიაციო უშიშროების და ხარისხის მართვისადმი  მოთხოვნების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს სავალდებულო ორგანიზაციულ სტრუქტურას, ფრენის უსაფრთხოებზე, საავიაციო უშიშროებაზე და ხარისხზე პასუხისმგებელ პირთა იერარქიას, სახელმძღვანელო პრინციპებსა და პროცედურებს; ე) საექსპლუატაციო გარემო – გარემო, სადაც ხორციელდება საჰაერო მოძრაობის ორგანიზების, საავიაციო კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და სარადიოლოკაციო მომსახურების, საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურების, ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების, ფრენის პროცედურის დიზაინის  ან/და საავიაციო რუკების შედგენის ფუნქციონალური  სისტემის ელემენტების ურთიერთქმედება და ოპერირება, სააერნაოსნო მომსახურების ან მისი ცალკეული სახის გაწევის უზრუნველსაყოფად; ვ) გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმა – ამ წესის მიზნებისთვის ამ ტერმინს აქვს სსიპ სამოქალაქო ავიაციის საააგენტოს დირექტორის 2018 წლის 9 მარტის №52 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესით“ განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 4🔗. სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს ზოგადი უფლება-მოვალეობები 1. სააერნაოსნო მომსახურების საწარმო (შემდგომში – საწარმო) უფლებამოსილია საქართველოს საჰაერო სივრცეში ან მის ნაწილში, აგრეთვე ღია ზღვის თავზე არსებული საჰაერო სივრცის ფარგლებში, სადაც საჰაერო მოძრაობის მომსახურებას საქართველო უზრუნველყოფს, ან/და სამოქალაქო აეროდრომებზე, განახორციელოს სააერნაოსნო მომსახურება ან  მისი ცალკეული სახე ამ წესის შესაბამისად გაცემული და მოქმედი სერტიფიკატისა  და სააგენტოს მიერ მისი სააერნაოსნო მომსახურების გამწევად დანიშვნის საფუძველზე. 2. სააერნაოსნო მომსახურების საწარმო ვალდებულია: ა) სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფისათვის გამოიყენოს მხოლოდ ის ტექნიკური საშუალება, რომელიც აღიარებულია სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ; ბ) იხელმძღვანელოს ევროკავშირის (EU) 2017/373-ის „Easy Access Rules for Air Traffic Management/Air Navigation Services“ რეგულაციის სახელმძღვანელო მასალით. 3.  საწარმო ვალდებულია საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად: ა) შეიმუშაოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა; ბ) განახორციელოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებები საწარმოს საავიაციო უშიშროების სამსახურის  მეშვეობით ან ხელშეკრულების საფუძველზე; გ) დანიშნოს: გ.ა) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი; გ.ბ) საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლის განმახორციელებელი პირი; დ) განახორციელოს:  დ.ა) საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლის ღონისძიებები; დ.ბ) საკუთარი  ობიექტებისა და საშუალებების დაცვა; ე) შეიმუშაოს სასაშვო სისტემა და უზრუნველყოს ობიექტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში  დაშვებაზე კონტროლი; ვ) უზრუნველყოს საწარმოს ობიექტების, საშუალებებისა და პერსონალის დაცვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა; ზ) უზრუნველყოს პერსონალის მომზადება საავიაციო უშიშროების საკითხებში და ანკეტური მონაცემების შემოწმების ორგანიზება, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; თ) განსაზღვროს კრიტიკული ინფორმაციის სისტემები და საკომუნიკაციო სისტემები და უზრუნველყოს მათი დაცვა კიბერსაფრთხეებისაგან; ი) უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №241 დადგენილებით დამტკიცებული  „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით“ დადგენილი სხვა შესაბამისი მოთხოვნების შესრულება. 4. საწარმო უფლებამოსილია გასწიოს სერტიფიკატით განსაზღვრული შესაბამისი სააერნაოსნო მომსახურება, სააერნაოსნო მომსახურების გამწევად მისი დანიშვნის შემდეგ.  5. სერტიფიცირებულ სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სააერნაოსნო მომსახურების გამწევად ნიშნავს სააგენტო. მუხლი 5🔗. მოთხოვნები სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს პერსონალთან დაკავშირებით 1. საწარმო ვალდებულია განსაზღვროს საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურის, ტექნიკური პერსონალის, საავიაციო მეტეოროლოგიური პერსონალის, ფრენის პროცედურების დიზაინერის, კარტოგრაფის და ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურებაში ჩართული პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უფლება-მოვალეობები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ზემოაღნიშნული პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები  დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით. 2. საწარმოს სააერნაოსნო მომსახურებაში ჩართული პერსონალი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. 3. საწარმომ უნდა  შეიმუშაოს პერსონალის სწავლების პროგრამა და წლიური გეგმა. მუხლი 6🔗. პერსონალით უზრუნველყოფა საწარმო სულ მცირე ორ წელიწადში ერთხელ ახორციელებს პერსონალის რაოდენობის შესწავლას, მათი ფუნქციების, სწავლების, ყოველწლიური შვებულების და სამუშაო დატვირთვის გათვალისწინებით, საკმარისი რაოდენობის კადრებით უზრუნველყოფის მიზნით. მუხლი 7🔗. სახელშეკრულებო საქმიანობა საწარმო უფლებამოსილია სააერნაოსნო მომსახურების ან მისი ცალკეული სახის განხორციელების მიზნით,  ხელშეკრულება გააფორმოს სხვა სააერნაოსნო მომსახურების საწარმოსთან  და/ან იმ  პირთან (კონტრაქტორი ორგანიზაცია), რომელიც არ წარმოადგენს სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს. საწარმო აღნიშნული ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლის მიხედვით. მუხლი 8🔗. სახელმძღვანელო დოკუმენტი საწარმო, ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოფს სააერნაოსნო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავებას. მუხლი 9🔗. ჩანაწერების წარმოება 1. საწარმომ უნდა დანერგოს სააერნაოსნო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული დოკუმენტების აღრიცხვის სისტემა, რაც მოიცავს ჩანაწერების შენახვას დოკუმენტის ნომრის მითითებით და მართვის სისტემით განსაზღვრული  ელემენტების მონიტორინგს. 2. ჩანაწერების ფორმატი უნდა განისაზღვროს საწარმოს მართვის სისტემის პროცედურებში. 3. ჩანაწერები უნდა ინახებოდეს იმგვარად, რომ არ მოხდეს მათი დაზიანება,  ცვლილება ან/და დაკარგვა. 4. ჩანაწერების შენახვა უნდა განხორციელდეს  მატერიალური სახით, ან ელექტრონული ან კომბინირებული ფორმით. მუხლი 10🔗. დაგეგმილი ცვლილებების მიმართ ზოგადი მოთხოვნები 1. საწარმომ უნდა დანერგოს პროცედურა, რომლის შესაბამისად ახორციელებს ცვლილების მართვას, შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში ფუნქციონალურ სისტემაზე ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების მიმართ შემარბილებელი ღონისძიებების დაგეგმვას/გატარებას. 2. ცვლილების მართვის პროცედურას, როგორც ცალკე დოკუმენტს ან უსაფრთხოების მართვის სახელმძღვანელოს  ნაწილს, ითანხმებს სააგენტო. 3.  როდესაც კონკრეტული ცვლილება შეუსაბამოა დანერგილ პროცედურასთან, საწარმო ვალდებულია: ა) მიმართოს სააგენტოს, შეთანხმებული პროცედურიდან გამონაკლისის   დაშვების მოთხოვნით; ბ) წარუდგინოს სააგენტოს დეტალურ ინფორმაციას გამონაკლისის შესახებ და მისი დაშვების აუცილებლობის მტკიცებულება; გ) არ დანერგოს გამონაკლისი, სააგენტოს თანხმობის გარეშე. 4. საწარმო უზრუნველყოფს ცვლილების მართვის პროცესში ჩართული პერსონალის უფლება-მოვალეობების და პასუხისმგებლობის დადგენას. მუხლი 11🔗. დაუყოვნებლივი რეაგირება სააგენტოს უსაფრთხოების მითითებაზე საწარმომ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს სააგენტოს მიერ გაცემულ უსაფრთხოების მითითებაზე დაუყოვნებლივი რეაგირების პროცესი. მუხლი 12🔗. საავიაციო მოვლენათა შეტყობინება 1. საწარმომ უნდა დანერგოს საავიაციო მოვლენათა შეტყობინების პროცესი, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 5 თებერვლის №17 ბრძანებით დამტკიცებული  „საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესის“ შესაბამისად. 2. საწარმო ვალდებულია ტექნიკური საშუალების მწარმოებელ ან მიმწოდებელ კომპანიას  წარუდგინოს ინფორმაცია ყველა იმ ინციდენტის, გაუმართაობის, ტექნიკური დეფექტის ან მწყობრიდან გამოსვლის შესახებ, რომელმაც საწარმოს შეფასებით იქონია ან შესაძლოა იქონიოს ზეგავლენა ფრენის უსაფრთხოებაზე ან/და საწარმოს საქმიანობაზე. 3. საწარმომ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს მწარმოებელ ან მიმწოდებელ კომპანიასთან ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული ინფორმაციის დამუშავების პროცესი. მუხლი 13🔗. გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმა საწარმომ უნდა შეიმუშაოს გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმა, რომელმაც უნდა: ა) მოიცვას საწარმოს ქმედებები მის მიერ გაწეული მომსახურების გაუარესების და წყვეტის დროს; ბ) უზრუნველყოს საწარმოს მიერ მომსახურების  უსაფრთხოდ გაწევის შესაძლებლობა. მუხლი 14🔗. საწარმომ საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში 1. საწარმომ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს სააერნაოსნო მომსახურების გაწევის საექსპლუატაციო მაჩვენებლების დონის დადგენის და შეფასების პროცესი, რომელიც აისახება საწარმოს საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშში. 2. საწარმომ საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში სააგენტოს უნდა წარუდგინოს ყოველი  კალენდარული წლის პირველ ნოემბრამდე. 3. საწარმოს საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში სულ მცირე უნდა მოიცავდეს: ა) გაწეული სააერნაოსნო მომსახურების/ების   საექსპლუატაციო მაჩვენებლების დონის შეფასებას; ბ) ფაქტობრივი საექსპლუატაციო მაჩვენებლების დონის შედარებას ბიზნესგეგმაში მითითებულ მიზნობრივ მაჩვენებლებთან; გ) ფაქტობრივი მაჩვენებლების დადგენილთან შეუსაბამობის მიზეზს, დაგეგმილი ან/და განხორციელებული  მაკორექტირებელი  ღონისძიებების ჩამონათვალს; დ) სააერნაოსნო მომსახურებასთან დაკავშირებულ საექსპლუატაციო და ინფრასტუქტურულ გეგმებს; ე) ფინანსურ ანგარიშს; ვ) ინფორმაციას სააერნაოსნო მომსახურებაში დასაქმებული პერსონალის რაოდენობის შესახებ. მუხლი 15🔗. ბიზნესგეგმა და წლიური გეგმა 1. საწარმოს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 5-წლიანი ბიზნესგეგმა და წლიური გეგმა. 2. საწარმოს ბიზნესგეგმამ უნდა მოიცვას: ა)  საჰაერო მოძრაობის მომსახურების, საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების, საჰაერო სივრცის დიზაინის (საჰაერო სივრცის ორგანიზების), საავიაციო კავშირგაბმულობის, სანავიგაციო მომსახურების, სარადიოლოკაციო მომსახურების,  საფრენოსნო საინფორმაციო მომსახურების, საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურების, ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების, ფრენის პროცედურის დიზაინის  ან/და საავიაციო რუკების შედგენის ზოგადი მიზნები, ამოცანები და სტრატეგია, რომელიც მიმართულია საწარმოს გრძელვადიანი, ასევე რეგიონალური გეგმების მისაღწევად ინფრასტრუქტურული ან/და ტექნოლოგიური განვითარების კუთხით; ბ) მიზნობრივი მაჩვენებლების შესრულების შეფასება უსაფრთხოებასთან, გამტარუნარიანობასთან, დანახარჯების  ეფექტურობასთან და გარემოს დაცვასთან მიმართებით. 3. საწარმომ უნდა შეიმუშაოს მომდევნო წლის გეგმა (წლიური გეგმა), რომელიც დამატებით განსაზღვრავს და აკონკრეტებს ბიზნესგეგმის მახასიათებლებს და აღწერს მასში შეტანილ ცვლილებას. 4. წლიურმა გეგმამ უნდა მოიცვას: ა) ინფორმაცია ახალი ინფრასტრუქტურის დანერგვასთან ან სხვა სახის საქმიანობასთან დაკავშირებით და მისი ზეგავლენა  საწარმოს  მუშაობის ეფექტურობის ამაღლებაზე, მათ შორის მომსახურების დონესა და ხარისხზე უსაფრთხოების, გამტარუნარიანობის, დანახარჯების  ეფექტურობის და გარემოს დაცვის კუთხით; ბ) საწარმოს მოკლევადიანი ფინანსური მდგომარეობის აღწერა, ასევე ნებისმიერი ცვლილება ან ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ბიზნესგეგმაზე. თავი II საწარმოს სერტიფიცირება მუხლი 16🔗. სერტიფიცირების ეტაპები 1. დაინტერესებული პირი  სერტიფიკატის მისაღებად სააგენტოს წარუდგენს განაცხადს და შესაბამის დოკუმენტაციას,  მის მიერ გაწეული/გასაწევი მომსახურების შესაბამისად. 2. საწარმოს სერტიფიცირება ხორციელდება სამ ეტაპად: ა) I ეტაპი – წინასასერტიფიკაციო ეტაპი, რომელიც მოიცავს: ა.ა)  განცხადებისა და თანდართული საბუთების სააგენტოში წარდგენას; ა.ბ) განცხადებისა და თანდართული საბუთების სააგენტოში  განხილვას. ბ) II ეტაპი – ადგილზე შემოწმება; გ) III ეტაპი – სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღება, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიკატის (შემდგომში –  სერტიფიკატი) გაცემის ან გაცემაზე უარის თაობაზე. 3. სერტიფიცირებისას არაკომპლექსური ან კომპლექსური  სერტიფიკატის მისაღებად წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების წინასწარი განხილვის, ინსპექტირების და გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 180 კალენდარულ დღეს. მუხლი 17🔗. განცხადება და თანდართული საბუთები 1. ამ წესით განსაზღვრული სერტიფიკატის მიღების უფლება აქვს საქართველოში რეგისტრირებულ  იურიდიულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს. 2. პირი,  სერტიფიკატის მისაღებად, სააგენტოში წარადგენს განცხადებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, სადაც მითითებული უნდა იყოს საქართველოს საჰაერო სივრცე ან მისი ნაწილი, ან ღია ზღვის თავზე არსებული საჰაერო სივრცის ფარგლები ან/და სამოქალაქო აეროდრომი, სადაც განმცხადებელი აპირებს განახორციელოს სააერნაოსნო მომსახურება. 3. განმცხადებელმა შევსებული განაცხადი სააგენტოში უნდა წარადგინოს ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებულ „სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სასერტიფიკაციო განაცხადის ფორმის“ შესაბამისად. 4. განაცხადს თან უნდა დაერთოს: ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 20 აპრილის №1-1/1025 ბრძანებით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) განმცხადებლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან; გ)  საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია: გ.ა) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა; გ.ბ) საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ.გ)   საავიაციო უშიშროების სფეროში საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეების მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. დ) განმცხადებელმა, კომპლექსური საწარმოს სერტიფიკატის მისაღებად ამ წესის №1 დანართის  „კომპლექსური საწარმოს საორგანიზაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის ცხრილის“ ფორმით სააგენტოში უნდა წარმოადგინოს: დ.ა) ამ წესის მე-5 მუხლის მოთხოვების შესაბამისად: დ.ა.ა) პერსონალის კომპეტენტურობის და კვალიფიციურობის  დამადასტურებელი დოკუმენტაცია; დ.ა.ბ) პერსონალის მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები და მათი უფლება-მოვალეობების დამდგენი/განმსაზღვრელი დოკუმენტი; დ.ა.გ) პერსონალის სწავლების პროგრამა და გეგმა; დ.ბ) საჭირო კადრების რაოდენობის შესწავლის პროცედურა, პერსონალის ფუნქციების, სწავლების, ყოველწლიური შვებულების და სამუშაო დატვირთვის გათვალისწინებით; დ.გ) ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული  სახელშეკრულებო საქმიანობის  განხორციელებისას, კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის ზედამხედველობის დოკუმენტი/პროცედურა; დ.დ) სააერნაოსნო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო დოკუმენტი; დ.ე) ჩანაწერების წარმოების დოკუმენტი/პროცედურა; დ.ვ) საწარმოში დაგეგმილი ცვლილების მართვის პროცედურა; დ.ზ) უსაფრთხოების მითითებაზე დაუყოვნებლივი რეაგირების პროცედურა; დ.თ) საავიაციო მოვლენების შეტყობინების პროცედურა; დ.ი) გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმა; დ.კ)  საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადების პროცედურა, რომელიც მოიცავს ამ წესის მე-14  მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; დ.ლ) ბიზნესგეგმა და წლიური გეგმა  ამ წესის მე-15  მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; დ.მ) ამ წესის 23-29-ე მუხლების მოთხოვნების შესაბამისად შემუშავებული მართვის სისტემის სახელმძღვანელო. ე) არაკომპლექსური საწარმოს სერტიფიკატის მისაღებად ამ წესის  დანართის „არაკომპლექსური საწარმოს საორგანიზაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის ცხრილის“ ფორმით სააგენტოში უნდა წარმოადგინოს: ე.ა) ამ წესის მე-5 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად: ე.ა.ა) პერსონალის კომპეტენტურობის და კვალიფიციურობის  დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ე.ა.ბ) პერსონალის მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები და მათი უფლება-მოვალეობების დამდგენი/განმსაზღვრელი დოკუმენტი. ე.ა.გ) პერსონალის სწავლების პროგრამა და გეგმა; ე.ბ) საჭირო კადრების რაოდენობის შესწავლის პროცედურა, პერსონალის ფუნქციების, სწავლების, ყოველწლიური შვებულების და სამუშაო დატვირთვის გათვალისწინებით; ე.გ) ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული  სახელშეკრულებო საქმიანობის  განხორციელების და კონტრაქტორი ოგანიზაციის ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების დოკუმენტი/პროცედურა; ე.დ) სააერნაოსნო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო დოკუმენტი; ე.ე) ჩანაწერების წარმოების დოკუმენტი/პროცედურა; ე.ვ) საწარმოში დაგეგმილი ცვლილების მართვის პროცედურა; ე.ზ) უსაფრთხოების მითითებაზე დაუყოვნებლივი რეაგირების პროცედურა; ე.თ) საავიაციო მოვლენების შეტყობინების პროცედურა; ე.ი) გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმა; ე.კ)  საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადების პროცედურა, რომელიც მოიცავს ამ წესის მე-14  მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ე.ლ) ბიზნესგეგმა და წლიური გეგმა ამ წესის მე-15 მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით; ე.მ) ამ წესის 22-ე მუხლით შემუშავებული მართვის სისტემის სახელმძღვანელო. 5. განმცხადებელმა შესაბამისი სააერნაოსნო მომსახურების ან მისი ცალკეული სახის გაწევასთან დაკავშირებით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად სააგენტოს უნდა წარუდგინოს, ცალკეული სააერნაოსნო მომსახურების მიმართ ამ წესით დადგენილ ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მუხლი 18🔗. განაცხადის და თანდართული საბუთების განხილვა განაცხადის და თანდართული საბუთების განხილვის ეტაპზე სააგენტო ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტების სისრულეს და შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან. მუხლი 19🔗. ადგილზე შემოწმება 1. განაცხადის და თანდართული საბუთების განხილვის შემდგომ სააგენტო ახორციელებს საწარმოს ადგილზე შემოწმებას. 2. სააგენტო, საკონტროლო ბარათის საშუალებით ადგილზე შემოწმებისას, ახორციელებს საწარმოს მიერ  ამ წესით დადგენილ ზოგად და ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას.  3. ადგილზე შემოწმების შედეგად, სააგენტოს გამოაქვს დადებითი ან უარყოფითი დასკვნა. 4. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში,  ოქმში დეტალურად აისახება ყველა ის ნაკლოვანება, რომელთა საფუძველზეც უარყოფითი დასკვნა იქნა მიღებული. 5. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, სააგენტო წერილობით ატყობინებს საწარმოს კონკრეტულ ნაკლოვანებაზე და უწესებს მას გონივრულ ვადას მის აღმოსაფხვრელად. 6. საწარმოსგან ნაკლოვანების აღმოფხვრის  წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე, სააგენტო ამოწმებს ნაკლოვანებების გამოსწორების ფაქტობრივ მდგომარეობას და შემოწმების მასალებს შესაბამის დასკვნასთან ერთად ასახავს ოქმში. მუხლი 20🔗. გადაწყვეტილების მიღება სააერნაოსნო მომსახურების სერტიფიკატის გაცემის ან  გაცემაზე უარის თქმის თაობაზე და სერტიფიკატის მოქმედების ვადა 1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის თაობაზე. 2. სააგენტო საწრმოზე გასცემს სერტიფიკატს და ნიშნავს  საწარმოს სააერნაოსნო მომსახურების გამწევად. 3. სერტიფიკატის მოქმედება, როგორც წესი, უვადოა, თუ არ მოხდა მისი გაუქმება კანონმდებლობის შესაბამისად. საწარმოს მოთხოვნის საფუძველზე, სერტიფიკატი შეიძლება გაიცეს განსაზღვრული ვადითაც. მუხლი 21🔗. სერტიფიკატის გაუქმება, მისი მოქმედების ვადის შეჩერება, განახლება და  სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა 1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების, გაუქმების ან სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლების შეზდუდვის თაობაზე, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №166-ის „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ“ მე-7 მუხლის შესაბამისად. 2. სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების, გაუქმების ან სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის  თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილება ეგზავნება საწარმოს, რომელშიც დეტალურად უნდა აისახოს სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების/გაუქმების/სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის მიზეზ(ებ)ი. 3. სერტიფიკატის მოქმედება ჩერდება/სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლება იზღუდება  იმ დრომდე, ვიდრე არ აღმოიფხვრება სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების/უფლების შეზღუდვის მიზეზი, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 9 (ცხრა) თვით. 4. სერტიფიკატის გაუქმება ნიშნავს სერტიფიკატის გაცემის თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას. 5.  სერტიფიკატის გაუქმების საფუძველს, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლისა,  წარმოადგენს: ა) სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ან შეზღუდვის ვადის გასვლა, თუ ამ ვადის განმავლობაში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების ან შეზღუდვის საფუძველი; ბ) სერტიფიკატის მფლობელის ლიკვიდაცია; გ) სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნა. თავი III არაკომპლექსური საწარმოს ვალდებულებები მუხლი 22🔗. მართვის სისტემა 1. არაკომპლექსური საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) საწარმოს უნდა გააჩნდეს პოლიტიკა, რომლითაც განსაზღვრულია საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის, კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის და საქმიანობის სრულყოფილად განხორციელებისთვის საჭირო, საკმარისი რესურსების შენარჩუნების შესახებ საკითხები; ბ) მართვის სისტემის მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგი უნდა ჩაატაროს საწარმოს პერსონალმა, რომელსაც გააჩნია  შიდა ან/და გარე  აუდიტის ჩატარების კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ)  საწარმოში უნდა ხორციელდებოდეს რისკების მართვა, დადგენილი პროცედურის შესაბამისად; დ) საწარმოში უნდა ხორციელდებოდეს ცვლილებებთან დაკავშირებული რისკების მართვა. ცვლილების მართვის პროცესი  უნდა იყოს  დოკუმენტირებული, საწარმოს შიდა და გარე ცვლილებების იდენტიფიცირების მიზნით; ე) საწარმოს უნდა გააჩნდეს  შესაბამისი პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია საწარმოს მიერ გაწეული მომსახურებ(ებ)ის უსაფრთხოებაზე და ხარისხზე  უშიშროებაზე. თავი IV კომპლექსური საწარმოს ვალდებულებები მუხლი 23🔗. მართვის სისტემა და მართვის სისტემის სახელმძღვანელო 1. კომპლექსური საწარმოს მართვის სისტემამ უნდა მოიცვას: ა) მკაფიოდ განსაზღვრული უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობები საწარმოს ორგანიზაციული სტრუქტურის შესაბამისად;  ბ) საწარმოს პოლიტიკა, რომელიც ხელმოწერილია პასუხისმგებელი ხელმძღვანელის მიერ და სადაც აღწერილია ფრენის უსაფრთხოების, ხარისხის და საავიაციო უშიშროების  მიმართ საწარმოს მიდგომა და პრინციპები; გ) ეფექტიანობის ინდიკატორები, რომელიც წარმოადგენს ეფექტური ოპერირების და საექსპლუატაციო მიზნებთან შესაბამისობის ნიშნულებს; დ) პროცესი, რომელიც განსაზღვრავს საწარმოს  ფუნქციონალურ სისტემაში დაგეგმილ ცვლილებას, რომელმაც შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს ორგანიზაციაში დადგენილ პროცესებზე, პროცედურებსა და საწარმოს საქმიანობაზე;  ე) მართვის სისტემის შეფასების პროცესი, რათა გამოვლინდეს მართვის სისტემის ხარვეზები და მათი მიზეზები, განისაზღვროს ამგვარი მუშაობის შედეგები და გატარდეს მაკორექტირებელი ღონისძიებები მისი აღმოფხვრის მიზნით; ვ) პროცესი, რომელიც  პერსონალს უზრუნველყოფს შესაბამისი სწავლებით და სათანადო კვალიფიკაციით, ზემოაღნიშნული პროცესის უზრუნველსაყოფად საწარმო შეიმუშავებს კადრების შერჩევის და პერსონალის სწავლების პოლიტიკას; ზ) პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს საწარმოს პერსონალის ინფორმირებას საწარმოში მიმდინარე/დაგეგმილი ცვლილებების შესახებ. 2. საწარმომ უნდა განახორციელოს მართვის სისტემის პროცესების დოკუმენტირება და მისი ასახვა მართვის სისტემის სახელმძღვანელოში. 3. საწარმომ უნდა განახორციელოს მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი და  პროცედურების შესაბამისობის დაცვა ფაქტობრივ საექსპლუატაციო გარემოსთან და მოთხოვნებთან. შესაბამისობის კონტროლმა უნდა მოიცვას უკუკავშირის სისტემა და შეუსაბამობის შესახებ პასუხისმგებელი პირის/პირების  ინფორმირების საშუალებები, საჭიროების შემთხვევაში, მაკორექტირებელი ღონისძიებების ეფექტურად განხორციელების მიზნით. 4. საწარმომ უნდა დანერგოს პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს ფუნქციონალური სისტემის მონიტორინგის ფარგლებში დაბალი ეფექტიანობის გამოვლენისას, მისი გამომწვევი მიზეზების დადგენას და  აღმოფხვრის მიზნით   შემარბილებელი ღონისძიებების გატარებას. 5. მართვის სისტემამ  უნდა მოიცვას საწარმოს მიერ გაწეული მომსახურებები და აქტივობები, მათ შორის ფრენის უსაფრთხოების, საავიაციო უშიშროების და ხარისხის მართვის სისტემები. 6. საწარმო მართვის სისტემის ფარგლებში ახორციელებს ფორმალურ კოორდინაციას როგორც  სხვა სააერნაოსნო მომსახურების საწარმოსთან, ასევე სხვა უწყებებთან და ავიასაწარმოებთან, რათა: ა) განხორციელდეს  იდენტიფიცირებული და შეფასებული საფრთხეების, ასევე მასთან დაკავშირებული რისკების და მაკორექტირებელი ღონისძიებების მართვა; ბ) უზრუნველყოფილ იქნეს სააერნაოსნო მომსახურების გაწევა ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად. 7. მართვის სისტემის მოქმედების არეალმა უნდა მოიცვას აეროდრომის ოპერირებასთან დაკავშირებული საკითხები, თუ საწარმო ასევე ახორციელებს ზემოაღნიშნული მომსახურების გაწევას. მუხლი 24🔗. მართვის სისტემის პოლიტიკა 1. საწარმოს მართვის სისტემის პოლიტიკა განსაზღვრავს საწარმოს ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობას და ადგენს ფრენის უსაფრთხოების, საავიაციო უშიშროების და ხარისხის უმაღლესი დონის მიღწევის შემდეგ გზებს და პრინციპებს:  ა) საავიაციო მოვლენების შეტყობინებების პრინციპებს, რომლის მიზანია საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების პრევენცია და არა  ბრალეულობისა ან/და პასუხისმგებლობის დადგენა; ბ) უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებისაკენ მისწრაფებას, ოპერირების მაღალი დონის დადგენის გზით; გ) ყველა შესაბამის მარეგულირებელ დოკუმენტთან, მოთხოვნებთან  და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობას; დ) მართვის სისტემის ეფექტიანობის მუდმივი გაუმჯობესების გზებს; ე) ჩანაწერს  პოლიტიკის განხორციელებისათვის საჭირო რესურსებით უზრუნველყოფის თაობაზე. 2. საწარმომ უნდა დანიშნოს ანგარიშვალდებული პირ(ებ)ი, რომლებიც  პასუხისმგებელნი იქნებიან საწარმოს  მართვის სისტემის პოლიტიკის დანერგვასა და ფუნქციონირებაზე. მუხლი 25🔗. მართვის სისტემის შეფასების პროცესი 1. საწარმოს მიერ მართვის სისტემის შეფასება უნდა განხორციელდეს წინასწარ დადგენილი ინტერვალით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მისი ეფექტურობა და შესაბამისობა საექსპლუატაციო გარემოსთან. 2.  პროცესი უნდა მოიცავდეს მართვის სისტემის განახლების შესაძლებლობების და მასში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობის დადგენას, მართვის სისტემით განსაზღვრული მიზნების და პოლიტიკის ჩათვლით. 3. მართვის სისტემის  შეფასების შესახებ ჩანაწერები უნდა ინახებოდეს საწარმოში. მუხლი 26🔗. პერსონალის სწავლება და სათანადო კვალიფიკაცია პერსონალის სწავლებით და სათანადო კვალიფიკაციით უზრუნველსაყოფად, საწარმომ უნდა განახორციელოს: ა) სააერნაოსნო მომსახურების ან/და მისი ცალკეული სახის გაწევაში ჩართული პერსონალისათვის კვალიფიკაციის განსაზღვრა; ბ) საჭიროების შემთხვევაში პერსონალის სწავლება პერსონალისათვის საჭირო კომპეტენციის უზრუნველყოფის მიზნით; გ) პერსონალის სწავლების ეფექტურობის შეფასება; დ) პერსონალის სწავლების, უნარ-ჩვევების და გამოცდილების შესახებ ჩანაწერების წარმოება. მუხლი 27🔗. მართვის სისტემის სახელმძღვანელო მართვის სისტემის სახელმძღვანელომ  უნდა მოიცვას: ა) პასუხისმგებელი ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელშიც აღწერილი უნდა იყოს საექსპლუატაციო გარემო, სადაც საწარმო  ახორციელებს მომსახურების გაწევას და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოებას ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; ბ) მომსახურების გაწევის მოქმედების არეალი; გ)  ხელმძღვანელი პირების ვალდებულებები და პასუხისმგებლობა; დ) პერსონალის რანგირების სტრუქტურა, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული მათი უფლება-მოვალეობები; ე) პროცედურები, სადაც უნდა იყოს ასახული ფუნქციები, დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგი და შესაბამისობის უზრუნველყოფის დონე. მუხლი 28🔗. ფუნქციონალურ სისტემაში დაბალი ეფექტიანობის დადგენისას გასატარებელი ღონისძიებები 1. თუ საწარმო დაადგენს, რომ ფუნქციონალური სისტემის ხარვეზი/დეფექტი წარმოადგენს მისი დაბალი ეფექტიანობის მიზეზს, უნდა უზრუნველყოს სათანადო ქმედებები, რაც ფუნქციონალურ სისტემაში დეფექტს აღმოფხვრის ან შეარბილებს შედეგებს; 2. თუ საწარმო ვერ ადგენს ფუნქციონალური სისტემის დაბალი ეფექტიანობის მიზეზს,  ვალდებულია მოიკვლიოს აღნიშნული დაბალი ეფექტიანობის მიზეზი და განახორციელოს მოკვლევის შედეგების დოკუმენტირება, საჭიროების შემთხვევაში კი ასევე უზრუნველყოს ფუნქციონალურ სისტემაში ცვლილების შეტანა. მუხლი 29🔗. მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი საწარმომ უნდა განახორციელოს მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი და  პროცედურების შესაბამისობის დაცვა ფაქტობრივ საექსპლუატაციო გარემოსთან და მოთხოვნებთან, კერძოდ: ა) განსაზღვროს მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლის ფუნქციის მოქმედების არეალი, რომელმაც უნდა მოიცვას საწარმოს სახელშეკრულებო საქმიანობა,    საწარმოს საექსპლუატაციო გარემო  და საქმიანობის კომპლექსურობა;    ბ) შეიმუშაოს პროცედურა, რომელიც აღწერს საწარმოს მიერ მონიტორინგის განხორციელებას დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, და  ასევე მოიცავს  სახელმძღვანელოების, საექსპლუატაციო და ოპერატიული ჩანაწერების და სწავლების მიმართ დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლს; გ) საწარმოში დანიშნული უნდა იყოს პირ(ებ)ი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება  მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლის განხორციელებაზე; დ) პასუხისმგებელმა პირ(ებ)მა უნდა უზრუნველყო(ნ)ს სათანადო ადამიანური რესურსის გამოყოფა მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლის ფუნქციის შესასრულებლად; ე) პასუხისმგებელ პირს უნდა გააჩნდეს თავისუფალი წვდომა საწარმოს მთლიან საექსპლუატაციო გარემოზე; ვ) პასუხისმგებელმა პირ(ებ)მა უნდა დანერგოს პროცესი, რომელიც აღწერს საწარმოში მონიტორინგის განხორციელებისას ინტერესთა კონფლიქტის დაცვას, კერძოდ, მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლის ფუნქციის ფარგლებში აუდიტის ჩამტარებელი პირი არ შეამოწმებს იმ სფეროს, რომელიც მის დაქვემდებარებაშია ან/და მონაწილეობას იღებს იმ სფეროს საქმიანობაში;   ზ) მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლის  დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს: ზ.ა) ტერმინოლოგიას; ზ.ბ) მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლით გათვალისწინებული  პროცესების  მიმართ მოთხოვნებს; ზ.გ) საწარმოს სტრუქტურულ აღწერილობას; ზ.დ) პერსონალის უფლებების და მოვალეობების დადგენას; ზ.ე) მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლის  უზრუნველმყოფ პროცედურებს; ზ.ვ) მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლის პროგრამას, რომელიც ასახავს: ზ.ვ.ა) კონტროლის გეგმა-გრაფიკს; ზ.ვ.ბ) აუდიტის პროცედურებს; ზ.ვ.გ) ანგარიშგების პროცედურებს; ზ.ვ.დ) შესრულების გადამოწმების და მაკორექტირებელი ღონისძიებების პროცედურებს;  ზ.ვ.ე) ჩანაწერების შენახვის სისტემას; ზ.ზ) სასწავლო პროგრამებს; ზ.თ) დოკუმენტების კონტროლს. თ) მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლის მართვაზე პასუხისმგებელ პირს გავლილი უნდა ჰქონდეს შესაბამისი სწავლება შემდეგი მიმართულებებით: თ.ა)  მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი; თ.ბ) მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლის  სახელმძღვანელოები და პროცედურები; თ.გ) აუდიტის ტექნიკა; თ.დ) ჩანაწერების წარმოება და ანგარიშგება. ი) განსაზღვრული უნდა იყოს, თუ რა ვადაში განხორციელდება პერსონალის სწავლება, მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლის მართვაში; კ) სწავლების ხანგრძლივობა და რესურსი დადგენილი უნდა იყოს მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლით გათვალისწინებული პროცესების კომპლექსურობის და მოცულობის მიხედვით. თავი V სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფა (საავიაციო კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და სარადიოლოკაციო მომსახურება) მუხლი 30🔗. ზოგადი  მოთხოვნები   1. საწარმო ტექნიკური საშუალების მიმართ ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, უზრუნველყოფს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47 ბრძანებით დამტკიცებული  „სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის“ მე-5 მუხლის მოთხოვნების შესრულებას. 2. საწარმომ ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდება სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს შესაბამისი სამსახურისთვის უნდა განახორციელოს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ოქტომბრის №471 დადგენილებით დამტკიცებული „ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლების, მათი უფლება-მოვალეობების და ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდების წესის“ შესაბამისად. მუხლი 31🔗. სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის დოკუმენტაცია 1. ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ სახელმძღვანელო დოკუმენტს,  საწარმო შეიმუშავებს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47 ბრძანებით დამტკიცებული  „სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის“ მე-4 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად. 2. საწარმოს უნდა გააჩნდეს ტექნიკური საშუალების ტექნიკური მომსახურების პროცედურა, ქართულ ენაზე. მუხლი 32🔗. მოთხოვნები  ტექნიკური პერსონალის მიმართ     ტექნიკური პერსონალის  სწავლებას საწარმო ახორციელებს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47  ბრძანებით დამტკიცებული  „სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის“ მე-6 თავის მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 33🔗. საავიაციო კავშირგაბმულობის მომსახურება 1. სააერნაოსნო მობილური მომსახურება  უნდა შეესაბამებოდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47 ბრძანებით დამტკიცებული  „სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის“ მე-9 მუხლის მოთხოვნებს. 2. სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურება  უნდა შეესაბამებოდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47 ბრძანებით დამტკიცებული  „სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის“ მე-10 მუხლის მოთხოვნებს. 3. სააერნაოსნო სამაუწყებლო  მომსახურება  უნდა შეესაბამებოდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47 ბრძანებით დამტკიცებული  „სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის“ მე-11 მუხლის მოთხოვნებს. 4. ციფრული კავშირგაბმულობის  მომსახურება  უნდა შეესაბამებოდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47 ბრძანებით დამტკიცებული  „სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის“ მე-12 მუხლის მოთხოვნებს. მუხლი 34🔗. სანავიგაციო მომსახურება 1. საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს სანავიგაციო მომსახურების მიმართ დადგენილ  მოთხოვნებს, რომელიც განსაზღვრულია სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47 ბრძანებით დამტკიცებული  „სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის“  მე-13 მუხლში. 2. სახელსაწყო დაფრენის სისტემის ოპერირება უნდა განხორციელდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47 ბრძანებით დამტკიცებული  „სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის“  მე-14 მუხლის მოთხოვნების დაცვით. 3. სახელსაწყო დაფრენის სისტემასთან გამოყენებული მომნიშვნელი რადიოშუქურას ოპერირება უნდა განხორციელდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47 ბრძანებით დამტკიცებული  „სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის“  მე-15 მუხლის მოთხოვნების დაცვით. 4. ულტრამოკლეტალღოვანი წრიული რადიოშუქურას ოპერირება უნდა განხორციელდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47 ბრძანებით დამტკიცებული  „სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის“ მე-16 მუხლის მოთხოვნების დაცვით. 5. მიუმართავი რადიოშუქურას  ოპერირება უნდა განხორციელდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47 ბრძანებით დამტკიცებული  „სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის“ მე-17 მუხლის მოთხოვნების დაცვით. 6. მანძილსაზომი მოწყობილობის ოპერირება უნდა განხორციელდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47 ბრძანებით დამტკიცებული  „სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის“ მე-18 მუხლის მოთხოვნების დაცვით. 7. სატრასო მომნიშვნელი რადიოშუქურას ოპერირება უნდა განხორციელდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47 ბრძანებით დამტკიცებული  „სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის“  მე-18 მუხლის მოთხოვნების დაცვით. 8. მიწისზედა აუგმენტაციის სისტემის გამოყენება უნდა განხორციელდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47 ბრძანებით დამტკიცებული  „სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის“ მე-18 მუხლის მოთხოვნების დაცვით. 9. სანავიგაციო მომსახურებაში გამოყენებული ტექნიკური საშუალებების საფრენოსნო შემოწმება უნდა განხორციელდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 27 აპრილის №72 ბრძანებით დამტკიცებული „სანავიგაციო საშუალებების საფრენოსნო შემოწმების წესის“ მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 35🔗. სარადიოლოკაციო მომსახურება 1. საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს სარადიოლოკაციო მომსახურების მიმართ დადგენილ მოთხოვნებს, რომელიც განსაზღვრულია სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47  ბრძანებით დამტკიცებული  „სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის“  21-ე მუხლით. 2. საჰაერო ხომალდთან ინტეროგაცია (კავშირი) უნდა განხორციელდეს იმ რეჟიმით და მიზნობრიობით, რომელიც განსაზღვრულია სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47  ბრძანებით დამტკიცებულ  „სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის“ 22-ე მუხლში. 3. პირველადი რადიოლოკატორის გამოყენებით უზრუნველყოფილი უნდა იყოს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47 ბრძანებით  დამტკიცებული  „სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის“ 23-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნის შესრულება. 4. საწარმო, მეორადი რადიოლოკატორის გამოყენებით, უზრუნველყოფს ხომალდის იდენტიფიკაციას და ბარომეტრული სიმაღლის დადგენას, დაშორების და აზიმუტის აღმოჩენას,  ასევე ავარიული კოდების შეტყობინებას,  კერძოდ  უკანონო ჩარევის და რადიოკავშირის დაკარგვის შესახებ (მიზნობრივად გამოყოფილი და დაჯავშნილი)  რეჟიმი A კოდებით,  სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47 ბრძანებით დამტკიცებული  „სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის“ 24-ე მუხლის მოთხოვნების დაცვით. 5. ავტომატური დამოკიდებული დაკვირვების საშუალება  უნდა შეესაბამებოდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47 ბრძანებით დამტკიცებული  „სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის“ 25-ე მუხლის მოთხოვნებს. 6. მულტილატერალური  დაკვირვების საშუალება უნდა შეესაბამებოდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47  ბრძანებით დამტკიცებული  „სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის“ 26-ე მუხლის მოთხოვნებს. 7. საწარმო რადიოლოკატორის დანერგვისას უზრუნველყოფს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47 ბრძანებით დამტკიცებული  „სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის“  28-ე მუხლის მოთხოვნების დაცვას. 8. საწარმოს მიერ რადიოლოკატორის დამონტაჟების ადგილმდებარეობის შერჩევისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47 ბრძანებით დამტკიცებული  „სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის“  31-ე მუხლის მოთხოვნები. 9. საწარმომ სარადიოლოკაციო ინფორმაციის დამუშავების ავტომატიზებული სისტემის მთავარი ფუნქციების შესაბამისობა უნდა უზრუნველყოს  სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47 ბრძანებით დამტკიცებული  „სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის“  33-ე მუხლის შესაბამისად. 10. საწარმომ საფრენოსნო ინფორმაციის დამუშავების ავტომატიზებული სისტემის მთავარი ფუნქციების შესაბამისობა უნდა უზრუნველყოს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47 ბრძანებით დამტკიცებული  „სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის“ 34-ე მუხლის შესაბამისად.   თავი VI საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურება მუხლი 36🔗. ზოგადი მოთხოვნები 1. საწარმო ახორციელებს საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების, ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის, საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოს, ძებნა-შველის ოპერაციებში ჩართული ორგანოს, აეროპორტების და საქართველოს საჰაერო სივრცის სხვა მომხმარებლების მეტეოროლოგიური ინფორმაციით უზრუნველყოფას. 2. მეტეოროლოგიური ინფორმაცია უნდა ინახებოდეს სულ მცირე 30 დღის განმავლობაში. 3. მეტეოროლოგიური ინფორმაცია მოთხოვნისამებრ ხელმისაწვდომი უნდა იყოს საავიაციო შემთხვევების მოკვლევისათვის და მისი შენახვა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მოკვლევის დასრულებამდე. 4. ოპერატიული მეტეოროლოგიური ინფორმაცია ვრცელდება  ოპერატიულ-მეტეოროლოგიურ საერთაშორისო მონაცემთა ბანკებსა და ჰაერსანაოსნო ფიქსირებული სატელიტური მომსახურების გავრცელების სისტემების ცენტრებში. 5. საწარმოს უნდა გააჩნდეს სისტემები, პროცესები და შესაბამისი კავშირგაბმულობის საშუალებები, სხვა მეტეოროლოგიურ სამსახურებთან ინფორმაციის გაცვლისა და მეტეოროლოგიური ინფორმაციის მომხმარებელთან დროული მიწოდების მიზნით. 6. მეტეოროლოგიური ბიულეტენების ანბანურ-ციფრული ფორმა და გავრცელების პერიოდულობა უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ 117-ე მუხლის შესაბამისად. 7. საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოების მიერ საჰაერო ხომალდიდან მიღებული მონაცემების შემდგომი გავრცელება ზონალური პროგნოზების მსოფლიო ცენტრში (ზპმც) უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ 35-ე მუხლის შესაბამისად. 8. ზპმც-ის ინფორმირება მნიშვნელოვან სხვადასხვაობაზე უნდა განხორციელდეს  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ 69-ე მუხლის შესაბამისად. 9. CAVOK-ის გამოყენება უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325  დადგენილებით დამტკიცებული  ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ 74-ე მუხლის შესაბამისად. 11. ადგილობრივი სპეციალური ცნობების – SPECI გამოცემის კრიტერიუმები უნდა მოიცავდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ 75-ე მუხლში მოცემულ სიდიდეებს და ინფორმაციას. 12. საწარმომ ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდება სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს შესაბამისი სამსახურისთვის უნდა განახორციელოს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ოქტომბრის №471  დადგენილებით დამტკიცებული „ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლების, მათი უფლება-მოვალეობების და ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდების წესის“ შესაბამისად. მუხლი 37🔗. საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურების დოკუმენტაცია ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ სახელმძღვანელო დოკუმენტს საწარმო შეიმუშავებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებით დამტკიცებული  ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით და  მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 38🔗. პერსონალის მიმართ მოთხოვნები პერსონალის სწავლებას საწარმო ახორციელებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ მე-4 მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.   მუხლი 39🔗. მეტეოროლოგიური სამსახური 1. მეტეოროლოგიური სამსახური უნდა აკმაყოფილებდეს  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის  №325 დადგენილებით დამტკიცებული  ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის  მოთხოვნებს. 2. საჰერო ხომალდის ექსპლუატანტის და საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების ინფორმირება/მომსახურება უნდა განხორციელდეს  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ მე-9 და მე-18  თავის მოთხოვნების შესაბამისად. 3. მეტეოროლოგიური სამსახური უზრუნველყოფს, ვულკანის ამოფრქვევის ან მოსალოდნელი ამოფრქვევის შესახებ ვულკანური ფერფლის საკონსულტაციო ცენტრებიდან (VAAC) ვულკანური ფერფლის ღრუბლის სიმძლავრისა და სავარაუდო გადაადგილების შესახებ საკონსულტაციო ინფორმაციის მიღებას და მის გავრცელებას საჰაერო მოძრაობის ორგანოებსა და საფრენოსნო ინფორმაციის სამსახურში. 4. მეტეოროლოგიური სამსახური უზრუნველყოფს, ტროპიკული ციკლონების საკონსულტაციო ცენტრიდან (TCAC) ინფორმაციის მიღებას და მის გავრცელებას საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებით  დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ მე-12 მუხლის შესაბამისად. მუხლი 40🔗. აეროდრომის მეტეოროლოგიური ორგანო 1. აეროდრომის მეტეოროლოგიური ორგანო უნდა აკმაყოფილებდეს  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის  №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ 111-ე  მუხლის მოთხოვნებს. 2. აეროდრომის მეტეროლოგიური პირობების პროგნოზირება უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის დადგენილება №325-ით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ 38-ე მუხლის შესაბამისად. 3. პროგნოზები დაფრენისათვის უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის  №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ 39-ე მუხლის შესაბამისად. 4. პროგნოზები აფრენისათვის უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ მე-40 მუხლის შესაბამისად. 5. აეროდრომის მეტეოროლოგიურმა ორგანომ გაფრთხილებები აეროდრომზე უნდა აწარმოოს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ 44-ე და 45-ე მუხლების შესაბამისად. 6. მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტისათვის ინფორმაციის მიწოდება უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ 112-ე მუხლში დაფიქსირებული გარემოებების შესაბამისად. 7. რაიონული სამეთვალყურეო ცენტრისა და საფრენოსნო ინფორმაციის ცენტრისათვის ინფორმაციის მიწოდება უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ 113-ე მუხლში დაფიქსირებული გარემოებების შესაბამისად. 8. ძებნა-შველის ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდება უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ 114-ე მუხლში დაფიქსირებული გარემოებების შესაბამისად. მუხლი 41🔗. საავიაციო მეტეოროლოგიური სადგური 1. საავიაციო მეტეოროლოგიური სადგური უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ მე-13 მუხლის მოთხოვნებს. 2. საავიაციო მეტეოროლოგიურმა სადგურმა უნდა უზრუნველყოს რეგულარული დაკვირვებების განხორციელება და შეტყობინებების გავრცელება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ მე-15 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად. 3. მეტეოროლოგიური ელემენტების შეტყობინების შინაარსი და მათზე დაკვირვება უნდა მოიცავდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ მე-17 მუხლის მოთხოვნებს. 4. ადგილობრივი რეგულარული შეტყობინება ან შეტყობინება METAR-ი უნდა მოიცავდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის  №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ დანართი №3-ით განსაზღვრულ საკითხებს. მუხლი 42🔗. მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო 1. მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ მე-9 მუხლის მოთხოვნებს.  2. ინფორმაცია SIGMET გამოცემა, გაუქმება და მოქმედების პერიოდი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ 42-ე  მუხლის მოთხოვნებს. 3. ინფორმაცია AIRMET გამოცემა, გაუქმება და მოქმედების პერიოდი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებით  დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ 43-ე  მუხლის მოთხოვნებს. 4. დაბალ სიმაღლეზე საფრენად განკუთვნილი ზონალური პროგნოზირება უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ 44-ე  მუხლის მოთხოვნების შესაბამისად. თავი VII საჰაერო მოძრაობის მომსახურება და საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზება მუხლი 43🔗. ზოგადი მოთხოვნები 1.  საწარმო ვალდებულია სააგენტოში წარადგინოს ინფორმაცია: ა) ნებისმიერი კომერციული საქმიანობის/ურთიერთობის შესახებ, რომელშიც იგი მონაწილეობს პირდაპირ ან არაპირდაპირ (სხვა საწარმოს მეშვეობით), იმ ორგანიზაციასთან, რომელიც არ წარმოადგენს საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოს  და საიდანაც მოსალოდნელია 1%-ზე მეტი შემოსავლის მიღება; ბ) აქციონერების ცვლილების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ მის მფლობელობაში არსებული აქციათა წილი შეადგენს  ან აღემატება 10%-ს. 2. საწარმომ უნდა შეიმუშაოს, დანერგოს და მონიტორინგი გაუწიოს საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეების (შემდგომ – მეთვალყურე) ცვლ(ებ)ის დაკომპლექტების სისტემას, დასვენებისა და სამუშაო დროის უსაფრთხო მონაცვლეობის გზით, მეთვალყურეების პროფესიული დაღლილობის სამართავად. მეთვალყურეთა ცვლის სისტემის დანერგვისას საწარმომ უნდა განსაზღვროს: ა) მორიგეობის თანმიმდევრული დღეების მაქსიმალური რაოდენობა; ბ) სამუშაო დროის მაქსიმალური საათობრივი ხანგრძლივობა; გ) მუშაობის მაქსიმალური დრო შესვენების გარეშე; დ) სამუშაო დროისა და დასვენებების თანაფარდობა მოვალეობის შესრულებისას; ე) დასვენების მინიმალური დრო; ვ) ღამის მორიგეობების მაქსიმალური თანმიმდევრული დღეების რაოდენობა, საჭიროებისამებრ, საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტის სამუშაო დროების გათვალისწინებით; ზ) ღამის მორიგეობის შემდეგ მინიმალური დასვენების დრო; თ) მინიმალური დასვენების დრო ცვლის ციკლებს შორის. 3. საწარმომ ცვლ(ებ)ის დაკომპლექტების სისტემის შემუშავებისა და დანერგვის პროცესში უნდა გაიაროს კონსულტაცია მეთვალყურეებთან, რომლებიც ექვემდებარებიან ცვლის სისტემას, ან, საჭიროებისამებრ, მათ წარმომადგენელს, დაღლილობასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირებისა და შემცირების მიზნით, რომელიც შეიძლება გამომდინარეობდეს თავად ცვლ(ებ)ის დაკომპლექტების სისტემიდან. 4. საწარმომ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს პოლიტიკა და პროცედურები, მეთვალყურეების მიერ ფსიქოაქტიური ნივთიერებების საჭიროების შემთხვევაში გამოყენების შესახებ იმგვარად, რომ აღნიშნულმა ხელი არ შეუშალოს საჰაერო მოძრაობის მომსახურების გაწევას. 5.  საწარმომ საჰაერო მოძრაობის მომსახურების გაწევა უნდა განახორციელოს: ა) სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 9 მარტის №52 ბრძანებით დამტკიცებული  „საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესის“ მოთხოვნების შესაბამისად; ბ)  სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს №113 ბრძანებით დამტკიცებული  „საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესების“ მოთხოვნების შესაბამისად; გ) საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბერის №595  დადგენილებით დამტკიცებული „საავიაციო რადიოკავშირისა და ფრაზეოლოგიის გამოყენების წესის“ მოთხოვნების შესაბამისად. 6. საწარმომ სააეროდრომო საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურების გაწევა უნდა განახორციელოს 2011 წლის 28 ივნისის №59 ბრძანებით დამტკიცებული „სააეროდრომო საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურების სახელმძღვანელოს“ მოთხოვნების შესაბამისად. 7. საწარმომ ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდება, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს შესაბამისი სამსახურისთვის უნდა განახორციელოს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ოქტომბრის №471 დადგენილებით დამტკიცებული “ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლების, მათი უფლება-მოვალეობების და ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდების წესის“ შესაბამისად. მუხლი 44🔗. უსაფრთხოების მართვის სისტემა 1. საჰაერო მოძრაობის მომსახურების გაწევისათვის საწარმო ვალდებულია, გააჩნდეს უსაფრთხოების მართვის სისტემა  სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 29 დეკემბრის №206 ბრძანებით დამტკიცებული „უსაფრთხოების მართვის სისტემის ზოგადი წესის“ მოთხოვნების შესაბამისად. 2. საწარმომ უნდა განახოლოს უსაფრთხოების მართვის სისტემის ინტეგრირება მართვის სისტემაში. მუხლი 45🔗. საწარმოს პოლიტიკა მეთვალყურის საქმიანობის შესახებ 1. მეთვალყურის სერტიფიცირება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. საწარმომ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს პოლიტიკა მეთვალყურის სტრესის მართვის მიზნით, რომელმაც ასევე უნდა მოიცვას ინციდენტებისას სტრესის მართვის პროგრამა. 3. საწარმომ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს პოლიტიკა მეთვალყურის დაღლილობის მართვის მიზნით. მუხლი 46🔗. საჰაერო მოძრაობის მომსახურების დოკუმენტები ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ სახელმძღვანელო დოკუმენტს საწარმო შეიმუშავებს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 9 მარტის ბრძანება №52-ით დამტკიცებული „საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესის“ მე-8 მუხლის მოთხოვნების  შესაბამისად. მუხლი 47🔗. მეთვალყურის სწავლების მიმართ მოთხოვნები საწარმო ახორციელებს მეთვალყურის  სწავლებას სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 9 მარტის ბრძანება №52-ით დამტკიცებული  „საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესის“ მე-10 მუხლის მოთხოვნების  შესაბამისად. თავი VIII საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზება მუხლი 48🔗. მომსახურების მიმართ მოთხოვნები საწარმომ საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზება უნდა განახორციელოს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 9 მარტის ბრძანება №52-ით დამტკიცებული  „საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესის“ მე-14 თავის მოთხოვნების შესაბამისად, გარდა 158-ე მუხლისა. თავი IX საჰაერო სივრცის დიზაინი (საჰაერო სივრცის ორგანიზება) მუხლი 49🔗. მოთხოვნები საჰაერო სივრცის დიზაინის (საჰაერო სივრცის ორგანიზება) მომსახურების მიმართ საწარმო საჰაერო სივრცის დიზაინის მომსახურებას, ასევე საჰაერო სივრცის მაქსიმალური ათვისების ხელშეწყობას ახორციელებს საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №514-ით დამტკიცებული „საქართველოს საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის წესის“ და საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბერის დადგენილება №660-ით დამტკიცებული  „საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესის“ შესაბამისად. თავი X ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურება მუხლი 50🔗. მოთხოვნები ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების მიმართ 1. საწარმომ უნდა უზრუნველყოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის და ჰაერსანაოსნო მონაცემების გავრცელება და ხელმისაწვდომობა: ა) პერსონალისთვის, რომელიც ჩართულია საჰაერო ხომალდის ექსპლუატირებაში, საფრენოსნო პერსონალის ჩათვლით; ბ) ფრენების დაგეგმვისთვის, საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზებისათვის და ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის მფლობელთათვის; გ) საჰაერო მოძრაობის მომსახურებისათვის, რომელიც ახორციელებს საფრენოსნო საინფორმაციო მომსახურების გაწევას. 2. საწარმო უზრუნველყოფს გასავრცელებლად მიღებულ და შემდგომში გავრცელებულ ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მთლიანობას და სისწორეს. 3. საწარმომ ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურება უნდა განახორციელოს: ა) საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ოქტომბრის დადგენილება №471-ით დამტკიცებული “ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლების, მათი უფლება-მოვალეობების და ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდების წესის“ შესაბამისად; ბ) სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 2 თებერვლის №24   ბრძანებით დამტკიცებული  „ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების წესის“  შესაბამისად. თავი XI ფრენის პროცედურების  დიზაინის მომსახურება მუხლი 51🔗. მოთხოვნები ფრენის პროცედურების  დიზაინის მომსახურების მიმართ საწარმომ ფრენის პროცედურის დიზაინის მომსახურება უნდა განახორციელოს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 22 თებერვლის   №22 ბრძანებით დამტკიცებული  „ფრენის პროცედურების დიზაინის წესის“ შესაბამისად. მუხლი 52🔗. ფრენის პროცედურების  დიზაინის მომსახურების დოკუმენტაცია ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ სახელმძღვანელო დოკუმენტს,  საწარმო შეიმუშავებს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 22 თებერვლის №22 ბრძანებით დამტკიცებული  „ფრენის პროცედურების დიზაინის წესის“ მე-5 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 53🔗. პერსონალის მიმართ მოთხოვნები საწარმო ახორციელებს პერსონალის  სწავლებას  სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 22 თებერვლის №22 ბრძანებით დამტკიცებული „ფრენის პროცედურების დიზაინის წესის“ მე-14 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად. თავი XII საავიაციო რუკების შედგენის მომსახურება მუხლი 54🔗. მოთხოვნები საავიაციო რუკების შედგენის მომსახურების მიმართ საწარმომ საავიაციო რუკების შედგენის მომსახურება  უნდა განახორციელოს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 9 იანვრის №3  ბრძანებით დამტკიცებული  „საავიაციო რუკების შემუშავების წესის“ შესაბამისად. მუხლი 55🔗. საავიაციო რუკების შედგენის დოკუმენტაცია ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ სახელმძღვანელო დოკუმენტს,  საწარმო შეიმუშავებს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 9 იანვრის  №3 ბრძანებით დამტკიცებული  „საავიაციო რუკების შემუშავების წესის“ მე-5 მუხლის შესაბამისად. მუხლი 56🔗. პერსონალის მიმართ მოთხოვნები საწარმო ახორციელებს პერსონალის  სწავლებას  სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 9 იანვრის  №3 ბრძანებით დამტკიცებული  „საავიაციო რუკების შემუშავების წესის“ მე-8 მუხლის შესაბამისად. დანართი 1 სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სასერტიფიკაციო განაცხადის ფორმა სააერნაოსნო მომსახურება ცალკეული სახეობა მომსახურების წარმოების სფერო კი/არა საჰაერო მოძრაობის ორგანიზება საჰაერო მოძრაობის მომსახურება მისადგომის სამეთვალყურეო მომსახურება რაიონული სამეთვალყურეო მომსახურება სააეროდრომო სამეთვალყურეო მომსახურება საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზება საჰაერო მოძრაობის ნაკადების (ადგილობრივი) ორგანიზება საჰაერო სივრცის ორგანიზება საჰაერო სივრცის ორგანიზება საჰაერო (სივრცის ტაქტიკური მართვა) შენიშვნა: წარმოადგინეთ ცალკეული სახეობის და შესაბამისი სფეროს მიმართ ამ წესის მე-7, მე-8 ან/და მე-9 თავით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/პროცედურა საფრენოსნო საინფორმაციო მომსახურება საფრენოსნო საინფორმაციო მომსახურება სააეროდრომო საფრენოსნო საინფორმაციო მომსახურება მარშრუტზე საფრენოსნო საინფორმაციო მომსახურება შენიშვნა: წარმოადგინეთ ცალკეული სახეობის და შესაბამისი სფეროს მიმართ ამ წესის მე-7 თავით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/პროცედურა. საავიაციო კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და სარადიოლოკაციო მომსახურება საავიაციო კავშირგაბმულობის მომსახურება სააერნაოსნო მობილური მომსახურება სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურება ციფრული კავშირგაბმულობის მომსახურება სანავიგაციო მომსახურება სახელსაწყო დაფრენის სისტემა (ILS) მიკროტალღური დაფრენის სისტემა (MLS) მიუმართავი რადიოშუქურა (NDB) მომნიშვნელი რადიოშუქურა (OM, MM, IM, SCR) ულტრამოკლე ტალღოვანი წრიული რადიოშუქურა (VOR, DVOR) მანძილსაზომი მოწყობილობა (DME) გლობალური სანავიგაციო სატელიტური სისტემა (GNSS) სარადიოლოკაციო მომსახურება პირველადი რადიოლოკატორით მომსახურების წარმოება მეორადი რადიოლოკატორით მომსახურების წარმოება ავტომატური დამოკიდებული დაკვირვების საშუალებით წარმოებული მომსახურება შენიშვნა: წარმოადგინეთ ცალკეული სახეობის და შესაბამისი სფეროს მიმართ ამ წესის მე-5 თავით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/პროცედურა. ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურება ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურება ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურება ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულის შექმნა და გავრცელება (ელექტრონული და მატერიალური სახით) ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულის მონაცემთა ნაკრების შექმნა ჰაერსანაოსნო ინფორმაციის ცირკულარის შექმნა და გავრცელება ნოტამის შექმნა და გავრცელება რელიეფის მონაცემთა ნაკრების შექმნა დაბრკოლებათა მონაცემთა ნაკრების შექმნა სახელსაწყო ფრენების პროცედურების მონაცემთა ნაკრები აეროდრომის, ვერტოდრომის რუკების მონაცემთა ნაკრები გაფრენისწინა ინფორმაციით მომსახურება გაფრენისწინა ინფორმაციით მომსახურება შენიშვნა: წარმოადგინეთ ცალკეული სახეობის და შესაბამისი სფეროს მიმართ ამ წესის მე-10 თავით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/პროცედურა. საავიაციო რუკების შედგენა საავიაციო რუკების შედგენა საავიაციო რუკების შედგენა მონაცემების მიღება პროექტის შექმნა ვალიდაცია და ვერიფიკაცია გამოქვეყნება განახლება შენიშვნა: წარმოადგინეთ ცალკეული სახეობის და შესაბამისი სფეროს მიმართ ამ წესის მე-12 თავით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/პროცედურა. ფრენის პროცედურების დიზაინი ფრენის პროცედურების დიზაინი ფრენის პროცედურების შექმნა მონაცემების შეგროვება კონცეპტუალური დიზაინის შექმნა ფრენის პროცედურების ვალიდაცია და ვერიფიკაცია ფრენის პროცედურების გამოქვეყნება ფრენის პროცედურების განახლება შენიშვნა: წარმოადგინეთ ცალკეული სახეობის და შესაბამისი სფეროს მიმართ ამ წესის მე-11 თავით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/პროცედურა. საავიაციო მეტეოროლოგიურ მომსახურება საავიაციო მეტეოროლოგიურ სამსახური აეროდრომის მეტეოროლოგიური ორგანო საავიაციო მეტეოროლოგიური სადგური მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო შენიშვნა: წარმოადგინეთ ცალკეული სახეობის და შესაბამისი სფეროს მიმართ ამ წესის მე-6 თავით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/პროცედურა. კომპლექსური საწარმოს საორგანიზაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის ცხრილი კომპლექსური საწარმოს საორგანიზაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის ცხრილი მუხლი წარმოსადგენი მტკიცებულება მტკიცებულება მუხლი 5🔗. მოთხოვნები პერსონალის მიმართ პერსონალის კომპეტენტურობის და კვალიფიციურობის  დამადასტურებელი დოკუმენტი. პერსონალის მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები და მათი უფლება-მოვალეობების დამდგენი/განმსაზღვრელი დოკუმენტი. პერსონალის სწავლების პროგრამა და გეგმა. (მიუთითეთ დოკუმენტის დასახლება ,ვერსია, მუხლი და პუნქტი) მუხლი 6🔗. ტექნიკური და საექსპლუატაციო უნარები და შესაძლებლობები საჭირო კადრების რაოდენობის შესწავლის პროცედურა, პერსონალის ფუნქციების, სწავლების, ყოველწლიური შვებულების და სამუშაო დატვირთვის გათვალისწინებით. მუხლი 7🔗.სახელშეკრულებო საქმიანობა სახელშეკრულებო საქმიანობის  განხორციელების და კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების დოკუმენტი/პროცედურა. მუხლი 8🔗. სახელმძღვანელო დოკუმენტი სააერნაოსნო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო დოკუმენტი. მუხლი 9🔗. ჩანაწერების წარმოება ჩანაწერების წარმოების დოკუმენტი/პროცედურა. მუხლი 10🔗. დაგეგმილი ცვლილებების მიმართ ზოგადი მოთხოვნები ცვლილების მართვის პროცედურა. მუხლი 11🔗. დაუყოვნებელი რეაგირება უსაფრთხოების მითითებაზე უსაფრთხოების მითითებაზე დაუყოვნებლივი რეაგირების ზომების დაგეგმვის პროცესი. მუხლი 12🔗. საავიაციო მოვლენათა შეტყობინება საავიაციო მოვლენების შეტყობინების პროცესის დანერგვის შესახებ შესაბამისი პროცედურა. მუხლი 13🔗. საგანგებო ვითარებაში სამოქმედო გეგმა საგანგებო ვითარებაში სამოქმედო გეგმა. მუხლი 14🔗. ანგარიშის წარმოდგენა სააგენტოში საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადების პროცედურა. მუხლი 15🔗. ბიზნეს გეგმა, წლიური გეგმა და შესრულების გეგმა ბიზნესგეგმა. მუხლი 23🔗. მართვის სისტემა და მართვის სისტემის სახელმძღვანელო        1. მართვის სისტემის   არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მუხლი 24🔗. მართვის სისტემის პოლიტიკა მართვის სისტემის პოლიტიკა. მუხლი 25🔗. მართვის სისტემის შეფასების პროცესი მართვის სისტემის შეფასები პროცედურა. მუხლი 26🔗. პერსონალის სწავლება და სათანადო კვალიფიკაცია პერსონალის სწავლების და სათანადო კვალიფიკაციის განსაზღვრის პროცესი. მუხლი 27🔗. მართვის სისტემის სახელმძღვანელო მართვის სისტემის სახელმძღვანელო. მუხლი 28🔗. ფუნქციონალურ სისტემაში დაბალი ეფექტიანობისას დადგენისას გასატარებელი ღონისძიებები ფუნქციონალურ სისტემაში დაბალი ეფექტიანობისას დადგენის პროცედურა. გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვის, შესრულების და შესრულებაზე ზედამხედველობის პროცედურა. მუხლი 29🔗. მოთხოვნებთან შესაბამნისობის კონტროლი მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლის და  პროცედურების შესაბამისობის დაცვის უზრუნველყოფის პროცედურა. არაკომპლექსური საწარმოს საორგანიზაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის ცხრილი არაკომპლექსური საწარმოს საორგანიზაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის ცხრილი მუხლი წარმოსადგენი მტკიცებულება მტკიცებულება მუხლი 5🔗. მოთხოვნები პერსონალის მიმართ პერსონალის კომპეტენტურობის და კვალიფიციურობის  დამადასტურებელი დოკუმენტი. პერსონალის მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები და მათი უფლება-მოვალეობების დამდგენი/განმსაზღვრელი დოკუმენტი. პერსონალის სწავლების პროგრამა და გეგმა. (მიუთითეთ დოკუმენტის დასახლება ,ვერსია, მუხლი და პუნქტი) მუხლი 6🔗. ტექნიკური და საექსპლუატაციო უნარები და შესაძლებლობები 1. საჭირო კადრების რაოდენობის შესწავლის პროცედურა, პერსონალის ფუნქციების, სწავლების, ყოველწლიური შვებულების და სამუშაო დატვირთვის გათვალისწინებით. მუხლი 7🔗. სახელშეკრულებო საქმიანობა 1. სახელშეკრულებო საქმიანობის  განხორციელების და კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების დოკუმენტი/პროცედურა. მუხლი 8🔗. სახელმძღვანელო დოკუმენტი 1. სააერნაოსნო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო დოკუმენტი. მუხლი 9🔗. ჩანაწერების წარმოება 1. ჩანაწერების წარმოების დოკუმენტი/პროცედურა. მუხლი 10🔗. დაგეგმილი ცვლილებების მიმართ ზოგადი მოთხოვნები 1. ცვლილების მართვის პროცედურა. მუხლი 11🔗. დაუყოვნებელი რეაგირება უსაფრთხოების მითითებაზე 1. უსაფრთხოების მითითებაზე დაუყოვნებლივი რეაგირების ზომების დაგეგმვის პროცესი. მუხლი 12🔗. საავიაციო მოვლენათა შეტყობინება 1. საავიაციო მოვლენების შეტყობინების პროცესის დანერგვის შესახებ შესაბამისი პროცედურა. მუხლი 13🔗. საგანგებო ვითარებაში სამოქმედო გეგმა 1. საგანგებო ვითარებაში სამოქმედო გეგმა. მუხლი 14🔗. ანგარიშის წარმოდგენა სააგენტოში 1. საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადების პროცედურა. მუხლი 15🔗. ბიზნესგეგმა, წლიური გეგმა და შესრულების გეგმა 1. ბიზნესგეგმა. მუხლი 22🔗. მართვის სისტემა 1. მართვის სისტემის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.  განცხადება და ხელმოწერა       ვაცხადებ, რომ ამ განაცხადში მითითებული ყველა ინფორმაცია სრული და უტყუარია. თარიღი/ადგილი დირექტორის გვარი/სახელი ხელმოწერა განაცხადი უნდა გაიგზავნოს მისამართზე: სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო 0158, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი თბილისი, საქართველო