ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში კიკვიძის ქუჩისათვის სახელის გადარქმევის თაობაზე

მიღების თარიღი 07.06.2019
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №62
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.105.016013
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/06/2019
matsne.gov.ge 193 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ჩიქავას ქუჩის სახელდების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 07.03.2023 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯიხაშკარის ადმინისტრაციული ერთეულში მდებარე სკვერის სახელდების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 05.08.2022 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში აფხაზეთის ქუჩის ჩიხის სახელდების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 03.07.2020 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში კრასნოდარის ქუჩისათვის სახელის გადარქმევის თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 07.06.2019 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში ოსტროვსკის ქუჩისათვის სახელის გადარქმევის თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 07.06.2019

დოკუმენტის ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში კიკვიძის ქუჩისათვის სახელის გადარქმევის თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №62 2019 წლის 7 ივნისი ქ.ზუგდიდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში კიკვიძის ქუჩისათვის სახელის გადარქმევის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ პუნქტის და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2019 წლის 7 მაისის №15 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება: 1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე კიკვიძის ქუჩას ეწოდოს „მშვიდობის ქუჩის“ სახელი. 2. მიღებული განკარგულების შესახებ ეცნობოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას. 3. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. 4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქ. №12). საკრებულოს თავმჯდომარე                                                                       მამუკა წოწერია