ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში კრასნოდარის ქუჩისათვის სახელის გადარქმევის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№64
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.105.016015
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/06/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №64

2019 წლის 7 ივნისი

ქ. ზუგდიდი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში კრასნოდარის ქუჩისათვის სახელის გადარქმევის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ პუნქტის და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2019 წლის 7 მაისის №15 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე კრასნოდარის ქუჩას ეწოდოს ლევან გოთუას სახელი;

2. მიღებული განკარგულების შესახებ ეცნობოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ  – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას.

3. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქ. №12).

                                  

 საკრებულოს თავმჯდომარე                                           მამუკა წოწერია