ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის უსახელო ქუჩების სახელდების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№64
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.105.016045
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/09/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება 64

2025 წლის 23 სექტემბერი  

ქ. ზუგდიდი     

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  სოფელ რუხის  უსახელო ქუჩების სახელდების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის პირველი ივნისის №239 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ პუნქტის და მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2025 წლის 31 მარტის №24-2425090173 წერილის და რეგიონალური განვითარების სამინისტროს 2025 წლის 6 სექტემბრის MRD №01/1352 წერილის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდება განისაზღვროს შემდეგნაირად (ორთოფოტო თან ერთვის):

1.1. V ქუჩას ეწოდოს დავით აღმაშენებლის ქუჩა;

1.2. XI ქუჩას ეწოდოს სამეგრელოს ქუჩა;

1.3. XVI ქუჩას ეწოდოს წმინდა ნინოს ქუჩა;

1.4. XIX ქუჩას ეწოდოს იპოლიტე ხვიჩიას ქუჩა.

2. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუქების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.).

4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ზუგდიდი, რ.ლაღიძის ქუჩა №12).

 

საკრებულოს თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                               კახაბერ ჩანგელია