⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.08.2025)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 2 აქტს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.06.2019
ძალაში შესვლა 20.06.2019
ძალის დაკარგვა 01.08.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №110/ნ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017734
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/06/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,897 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.06.2019 მიღება
20.06.2019 ძალაში შესვლა
01.08.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 2 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №110/ნ 2019 წლის 18 ივნისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის  რეორგანიზაციის გზით ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან მიერთების/შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 აპრილის №213 დადგენილების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულება. მუხლი 2🔗 1.  ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2016 წლის 23 მაისის №05/12 ბრძანება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 11 მარტის №05/26 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 20 ივნისიდან. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული მუზეუმი (შემდგომში – ეროვნული მუზეუმი) დაფუძნებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №697 დადგენილების პირველი მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად და წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 30 დეკემბრის №626 ბრძანებულებით შექმნილი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის“ უფლებამონაცვლეს. 2. საქართველოს ეროვნული მუზეუმი შექმნილია: შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის, გიორგი ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმის, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის, ლ. დავითაშვილის სახელობის პალეობიოლოგიის ინსტიტუტის, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის, საქართველოს ეროვნული გალერეის, სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის, გურჯაანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმის, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის ბაზაზე და წარმოადგენს აღნიშნული მუზეუმების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართული სპორტის მუზეუმისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის უფლებამონაცვლეს. 3. ეროვნული მუზეუმი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით. 4. ეროვნული მუზეუმის სახელწოდებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული მუზეუმი. 5. ეროვნული მუზეუმი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით. 6. ეროვნული მუზეუმის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო და სხვა სახის ანგარიშები სახელმწიფო ხაზინასა და კომერციულ ბანკებში, ბეჭედი საკუთარი დასახელებით, ბლანკი, ლოგო და საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები. 7. ეროვნული მუზეუმის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი №3. მუხლი 2🔗. ეროვნული მუზეუმის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი 1. ეროვნული მუზეუმი წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას და მისი საქმიანობა უპირატესად ორიენტირებულია სამუზეუმო, კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებებზე. 2. ეროვნულ მუზეუმში დაცული საგანძური წარმოადგენს ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას, სახელმწიფო საკუთრებას, ეროვნული სიმდიდრის შემადგენელ ნაწილს, ერის მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლების ერთობლიობას, ხელშეუხებელ ერთიან სამუზეუმო ფონდს. 3. ეროვნული მუზეუმის საქმიანობის პრინციპები და უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება ამ დებულებითა და „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონით. 4. ეროვნული მუზეუმის ძირითადი ამოცანებია: ა) ეროვნული საგანძურის მოძიება, აღრიცხვა, დაცვა, ექსპონირება, სამუზეუმო კოლექციების ოპტიმიზაცია, რესტავრაცია, ინვერტარიზაცია და პოპულარიზაცია; ბ) კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ინტერდისციპლინურ მიდგომაზე დაფუძნებული მეცნიერული კვლევა (საველე, ლაბორატორიული, ანალიტიკური და ექსპერიმენტული კვლევა); გ) საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული ინოვაციური მმართველობითი და ადმინისტრაციული მოდელების შემუშავება შემდგომში საქართველოს ეროვნული მუზეუმის სივრცეში მათი დანერგვის მიზნით; დ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ – განათლების, აღმზრდელობითი საქმიანობის, მეცნიერული ცოდნის გავრცელების, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ექსპოზიციების განახლების, ახალი ბეჭდვითი პროდუქციის შექმნის გზით; ე) სახელოვნებო და საგანმანათლებლო-პედაგოგიური საქმიანობის განვითარება უმაღლეს, სპეციალურ და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებთან, პედაგოგთა პროფესიული მომზადების ცენტრებთან კოორდინირებული მუშაობის გზით; ვ) კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; ზ) საგანმანათლებლო და სასწავლო ბაზის შექმნა, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა მომზადებისა და მათი კვალიფიკაციის ამაღლება, მუზეუმის ფონდებში მუშაობისა და სამუზეუმო ლექციების გზით; თ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან კოორდინირებული მუშაობა დამტკიცებული სასწავლო პროგრამების შესაბამისი თემატური ექსპოზიციების გამართვის მიზნით; ი) ეროვნული მუზეუმის ინტეგრირება სასწავლო და საგანმანათლებლო სფეროში – თანამშრომლობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიასთან, ქ. თბილისის საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამებში სამუზეუმო ლექციებისა და გაკვეთილების დასანერგად. 5. ეროვნულ მუზეუმს უფლება აქვს: ა) საკუთარი სახელით განახორციელოს თავისი უფლებები და მოვალეობები, დადოს გარიგებები, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ; ბ) განახორციელოს ყველა სახის კულტურული, სახელოვნებო, სამეცნიერო, კვლევითი და/ან საგანმანათლებლო საქმიანობა; გ) მოაწყოს გამოფენები, შეხვედრები, სიმპოზიუმები, ექსპედიციები, და სხვა კულტურული და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ; დ) უზრუნველყოს სხვადასხვა ტიპის სერვისების განხორციელება, მათ შორის უმასპინძლოს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს; ე) „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული წესით განახორციელოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვა და რეალიზაცია, ასევე მუზეუმის ფონდებში დაცული ექსპონატების დაცვა ყველა სახის მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან; ვ) დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სახელმწიფო ქონების ბაზაზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების შემთხვევაში, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით; ზ) კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, განახორციელოს სტაჟიორების მიღება და სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი სერთიტიკატის გაცემა, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილების შესაბამისად; თ) აწარმოოს კანონით აუკრძალავი ყველა საქმიანობა, რომელიც თვისობრივად პასუხობს ეროვნული მუზეუმის მიზნებს და ამოცანებს. ამ საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლები მოახმაროს ეროვნული მუზეუმის ძირითად მიზნებს, მატერიალური ბაზის გაუმჯობესებასა და თანამშრომელთა შრომის სტიმულირებას. მუხლი 3🔗. ეროვნული მუზეუმის მართვა და სტრუქტურა 1. ეროვნული მუზეუმის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად. 2. ეროვნული მუზეუმის მართვას ახორციელებს დირექტორატი, რომელსაც ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი. 3. დირექტორატი შედგება გენერალური დირექტორისა და მისი მოადგილეებისაგან (დირექტორებისაგან). გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით დირექტორატის წევრად ასევე შეიძლება დანიშნულ იქნეს ეროვნული მუზეუმის სხვა თანამშრომელი. დირექტორატის დებულებას და საქმიანობის წესს ამტკიცებს გენერალური დირექტორი. დირექტორატის საქმიანობას კოორდინაციას უწევს დირექტორატის აღმასრულებელი მდივანი, რომელიც ირჩევა დირექტორატის წევრების მიერ. 4. გენერალური დირექტორის მოადგილეების (დირექტორების) ფუნქციებისა და მოვალეობების განსაზღვრა, თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება ხორციელდება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 5. გენერალური დირექტორის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე (დირექტორი). 6. გენერალურ დირექტორს სამინისტროსათვის წარმოდგენილი 4 წლიანი სამოქმედო გეგმის (პროგრამა) საფუძველზე, 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. 7. ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შემთხვევაში, ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნამდე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი უფლებამოსილია დანიშნოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებელი. 8. ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს ეროვნული მუზეუმის საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე; ბ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს ეროვნულ მუზეუმს ყველა ინსტანციაში, ნიშნავს რწმუნებულებს, გასცემს მინდობილობებს, ეროვნული მუზეუმის სახელით დებს გარიგებებს; გ) მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად განაგებს ეროვნული მუზეუმის ქონებას და საფინანსო სახსრებს, პასუხისმგებელია მათ კანონიერ გამოყენებაზე;        დ) ადგენს და ამტკიცებს ეროვნული მუზეუმის მიერ გასაწევი მომსახურების საფასურს; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული მუზუმის თანამშრომლებს, განსაზღვრავს და ამტკიცებს დასაქმებულთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; ზ) საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად წარმართავს შრომით ურთიერთობებს; თ) ამტკიცებს შრომით აღწერილობებს თითოეული საშტატო ერთეულისათვის;          ი) ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესსა და სამსახურებრივ ინსტრუქციებს; კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას თანამშრომელთა წახალისების, სახელფასო დანამატების გაცემისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; ლ) ამტკიცებს ეროვნულ მუზეუმში სტაჟირების გავლის წესს, ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს; მ) უფლებამოსილია მიიღოს მოხალისეები „მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ნ) ეროვნული მუზეუმის წინაშე მდგარი რიგი საკითხების გადასაწყვეტად უფლებამოსილია შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები, კომისიები; ო) იღებს ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელობასთან და წარმომადგენლობასთან დაკავშირებულ სხვა გადაწყვეტილებებს, რომლებიც გამომდინარეობენ ეროვნული მუზეუმის მიზნებიდან და ამოცანებიდან. 9. ეროვნული მუზეუმის სტრუქტურული ერთეულებია მუზეუმების, სახლ-მუზეუმების და მუზეუმ-ნაკრძალების ადმინისტრაციები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი/ცენტრი, ეროვნული გალერიის ადმინისტრაცია და საცავები. 10. ეროვნული მუზეუმის სტრუქტურული ერთეულები მათთვის დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებენ ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების საფუძველზე, დადგენილ კომპეტენციათა ფარგლებში ერთმანეთთან კოორდინირებული მუშაობის გზით. 11. ეროვნულ მუზეუმს ასევე აქვს სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომლის დებულება, სტრუქტურა და საშტატო განრიგი მტკიცდება გენერალური დირექტორის მიერ. 12. მუზეუმების, სახლ-მუზეუმების და მუზეუმ-ნაკრძალების ადმინისტრაციები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი/ცენტრი და სხვა სტრუქტურული ერთეულები შესაძლებელია შედგებოდეს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან. 13. ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მიერ ეროვნული მუზეუმის მიზნებიდან გამომდინარე შეიძლება შეიქმნას სათათბირო ორგანოები (მზრუნველთა საბჭო, სამეთვალყურეო საბჭო და სხვა), რომელთა უფლებამოსილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს გენერალური დირექტორი. მუხლი 4🔗. ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო საბჭო 1. ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო საბჭო არის ეროვნული მუზეუმის სათათბირო ორგანო, რომელიც შედგება ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლებისა და მოწვეული პირებისაგან. 2. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობასა და მის დებულებას ადგენს და ამტკიცებს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი. 3. სამეცნიერო საბჭოს საქმიანობას კოორდინაციას უწევს ეროვნული მუზეუმის სწავლული მდივანი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი. მუხლი 5🔗. სამუზეუმო ფონდი და ეროვნული მუზეუმის ქონება 1. სამუზეუმო ფონდი წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში არსებული ყველა სამუზეუმო კოლექციის ერთობლიობას. 2. ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც შეეხება სამუზეუმო ფონდს, ცალკეულ სამუზეუმო ექსპონატებს, კოლექციათა მოძრაობას ეროვნული მუზეუმის ფარგლებში, ექსპონირებას, კონსერვაციასა თუ რესტავრაციას კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში იღებს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი. 3. ეროვნული მუზეუმი საქართველოს კანონმდებლობის და ამ დებულების საფუძველზე თავისი საქმიანობის განსახორციელებლად ფლობს და სარგებლობს სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად გადაცემული ქონებით, უფლებამოსილია დადგენილი წესით გამოიყენოს მასზე რიცხული ქონება და ფინანსური სახსრები, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს მის გამგებლობაში შემავალი ყველა სხვა საკითხი. 4. „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ეროვნულ მუზეუმს აქვს უფლება მოითხოვოს სამუზეუმო კოლექციებში დაცული ფასეულობის სარეკლამო თუ სხვა მიზნებისათვის სათანადო თანხმობის გარეშე გამოყენების აღკვეთა. 5. ეროვნული მუზეუმი ახორციელებს სამუზეუმო კოლექციებში დაცულ ფასეულობებზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არსებული საავტორო და სხვა უფლებების დაცვას. 6. ეროვნული მუზეუმის ქონებად ითვლება, აგრეთვე ინტელექტუალური საკუთრება და არამატერიალური აქტივი, რომელიც მის სტრუქტურაშია თავმოყრილი. მუხლი 6🔗. ეროვნული მუზეუმის დაფინანსების წყაროები 1. ეროვნული მუზეუმის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) საწევროები და შენატანები; ბ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; გ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან და მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი; ე) ეროვნული მუზეუმის მიერ ბილეთების, სასუვენირო და ნაბეჭდი პროდუქციის, სამუზეუმო კაფეს და მაღაზიების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფინანსური სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ეროვნული მუზეუმის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ეროვნული მუზეუმის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია. მუხლი 7🔗. ეროვნული მუზეუმის საბუღალტრო ანგარიშგება და კონტროლი 1. ეროვნული მუზეუმის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს. 2. ეროვნული მუზეუმი წლის დასაწყისში ადგენს განვლილი წლის წლიურ ბალანსს და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში წარუდგენს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. 3. ეროვნული მუზეუმის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. მუხლი 8🔗. ეროვნული მუზეუმის სახელმწიფო კონტროლი 1. ეროვნული მუზეუმის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის     კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და სამეურნეო საფინანსო საქმიანობის ზედამხედველობას. 2. ეროვნული მუზეუმის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში არის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ეროვნული მუზეუმის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. მუხლი 9🔗. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას 1. ეროვნული მუზეუმს მხოლოდ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) ეროვნული მუზეუმის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა, სახელფასო ფონდი, თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრები, ასევე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება მუზეუმის ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობა. მუხლი 10🔗. ეროვნული მუზეუმის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 11🔗. ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ეროვნული მუზეუმის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.