საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.06.2019
ძალაში შესვლა 20.06.2019
ძალის დაკარგვა 15.01.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №108/ნ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017732
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/06/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 3 აქტი
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 03.02.2015
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 12.03.2015
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 11.03.2015
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №108/ნ
2019 წლის 18 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის გზით ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან მიერთების/შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 აპრილის №213 დადგენილების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულება.
მუხლი 2🔗
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 3 თებერვლის №05/11 ბრძანება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 12 მარტის N05/30 ბრძანება.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 11 მარტის №05/25 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 20 ივნისიდან.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირების: სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის, დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, სამშვილდის და კლდეკარის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ქსნის ხეობის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე და წარმოადგენს ზემოაღნიშნული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების, დავით გარეჯის მუზეუმ ნაკრძალისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების: ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმისა და დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის უფლებამონაცვლეს.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების გარდა სააგენტოს შემადგენლობაშია: უჯარმისა და დავით-გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალი, გრემის მუზეუმი, მუცოს მუზეუმ-ნაკრძალი, ჩაჟაშის მუზეუმ-ნაკრძალი.
3. სააგენტო თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში.
4. სააგენტო, კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
5. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელებით, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, ასევე იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტები და რეკვიზიტები.
6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, თაბუკაშვილის ქუჩა №5.
მუხლი 2🔗. სააგენტოს მიზნები და ამოცანები
სააგენტოს მიზნები და ამოცანებია:
ა) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის (მატერიალური და არამეტერიალური) დაცვა, შესწავლა, კვლევა, გამოვლენა-ინვენტარიზაცია, აღრიცხვა-დოკუმენტირება, მოვლა-პატრონობა და პოპულარიზაცია;
ბ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის, შემეცნებისა და ორგანიზებული ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, მიზნობრივი კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
გ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო სისტემისა და მონაცემთა ბაზის შექმნა;
დ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;
ე) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების განხორციელება, სამეცნიერო-კველვითი, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესისა და სამეცნიერო საქმიანობისათვის ყოველმხრივი ხელშეწყობა, ახალი ტექნოლოგიების შექმნა, ანალიზი და დანერგვა და ამ მიზნით ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ვ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სპეციალისტებისა და ახალი სამეცნიერო კადრების მომზადებაში და გადამზადებაში მონაწილეობა/ხელშეწყობა;
ზ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების/ობიექტებისა და კულტურული ფასეულობების, მათ შორის მის სტრუქტურაში არსებულ მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში არსებული სამუზეუმო ექსპონატების შესწავლა, მათი ისტორიული, მეცნიერული და მხატვრული ღირებულებების განსაზღვრა, მოძიებული მასალების დამუშავება;
თ) სახელოვნებათმცოდნეო და კულტურული მემკვიდრეობის სფეროებში სხვა ქვეყნების გამოცდილების შესწავლა და პრაქტიკაში დანერგვა;
ი) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე და ობიექტებზე ჩასატარებელი საპროექტო, კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება და სამეცნიერო-კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების სრულყოფისათვის, ტექნიკური სიახლეების გამოყენების ხელშეწყობა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შემოწმება და სამართალდარღვევათა ფაქტების გამოვლენა და მათზე სათანადო რეაგირება;
ლ) საზოგადოებისათვის ახალი შესაძლებლობების (დაფინანსების, გადამზადების და სხვა) შექმნისთვის, ადგილობრივი თუ საერთაშროისო კომუნიკაციის და თანამშრომლობის გაძლიერება და სხვადასხვა პროექტში მონაწილეობა და ხელშეწყობა;
მ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობა;
ნ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
მუხლი 3🔗. სააგენტოს უფლებამოსილება და საქმიანობის საგანი
1. სააგენტოს უფლებამოსილებებსა და საქმიანობის საგანს წარმოადგენს:
ა) ამ დებულებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროსაგან შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის განხორციელება;
ბ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის და შემეცნების მიზნით, მიზნობრივი კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
გ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის (მატერიალური და არამეტერიალური) უძრავი და მოძრავი ძეგლებისა და ობიექტის დაცვა, მოვლა-პატრონობა და პოპულარიზაცია;
დ) საქართველოს არამატერიალური და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ობიექტების გამოვლენა, შესწავლა, კვლევა, ფიქსაცია და ინვენტარიზაცია (მ.შ. სააღრიცხვო ბარათებისა და პასპორტების შედგენა), სახელმწიფო და კერძო კოლექციების აღრიცხვასა და შესწავლაში მონაწილეობის მიღება;
ე) კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო სისტემისა და მონაცემთა ბაზის შექმნა, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის დიგიტალიზაცია, დაკომპლექტება, არქივირება და მოპოვებული (შექმნილი) ინფორმაციის მოვლა-პატრონობა და გავრცელება;
ვ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების/ობიექტებისა და კულტურული ფასეულობების, მათ შორის მის სტრუქტურაში არსებულ მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში არსებული სამუზეუმო ექსპონატების ყოველმხრივ შესწავლა, მათი ისტორიული, მეცნიერული და მხატვრული ღირებულებების განსაზღვრა, მოძიებული მასალების დამუშავება, სახელმწიფო და კერძო კოლექციების აღრიცხვასა და შესწავლაში მონაწილეობა;
ზ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სახელმწიფო რეესტრის წარმოება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება/მოხსნა ან ამ მიზნით უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოებისათვის წინადადებების წარდგენა;
ი) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმება;
კ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე (ობიექტებზე) ჩასატარებელი კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტების მომზადება და ძეგლების სარეაბილიტაციო და არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, კულტურული ფასეულობების საქართველოდან გატანის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოებისა და არაქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემა, სანებართვო პირობების კონტროლი და ნებართვის საფუძველზე შესრულებული სამუშაოების მიღება;
მ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მესაკუთრესთან/მოსარგებლესთან ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულების გაფორმება;
ნ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის (მათ შორის არქეოლოგიური კვლევის) თაობაზე შესაბამისი დასკვნების გაცემა;
პ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიტემატური შემოწმება, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევათა ფაქტების გამოვლენა, მათზე სათანადო რეაგირება და ამ მიზნით უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობა;
ჟ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოებისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
რ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება, ამ მიზნით სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესისა და სამეცნიერო საქმიანობისათვის ყოველმხრივი ხელშეწყობა, ახალი ტექნოლოგიების შექმნა, ანალიზი და დანერგვა;
ს) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სპეციალისტებისა და ახალი სამეცნიერო კადრების მომზადებაში და გადამზადებაში მონაწილეობა/ხელშეწყობა;
ტ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების განხორციელება და მათი ხელშეწყობა-პოპულარიზაცია, ამ მიზნით ინფორმაციის და დოკუმენტაციის შეგროვება, სამეცნიერო და პოპულარული ნაშრომების, ასევე ბარათების, ბუკლეტების, გზამკვლევების, ალბომების ქართულ და უცხო ენებზე პუბლიკაციისათვის მომზადება და მათი გამოცემა-გავრცელება;
უ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მეთოდოლოგიის კვლევა, დამუშავება და პრაქტიკაში დანერგვა და ამ მიზნით ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ფ) საგანმანათლებლო-საზოგადოებრივი ჟურნალის მომზადება, გამოცემა, გაყიდვა და მოლაპარაკებების საფუძველზე ჟურნალის უფასო მიწოდება სხვადასხვა ორგანიზაციისა და სტრუქტურისთვის;
ქ) კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიის და ინსტრუმენტის ორგანიზება და დანერგვა, მათ შორის, ფორუმების, კონფერენციების და პრეზენტაციების, საქველმოქმედო ღონისძიებების მოწყობა და ბეჭდვითი და ციფრული მედიის საშუალებით შესაბამისი ინფორმაციის გავრცელება;
ღ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების, სესიების, სიმპოზიუმების, თათბირების, სემინარების, კონსულტაციების მოწყობა;
ყ) გაცვლითი პროგრამების, სამუშაო ვიზიტებისა და სასწავლო ტურების ფარგლებში, დაფინანსების შესახებ საერთაშორისო გამოცდილების გაცნობა და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის გზით აღნიშნული გამოცდილების ადგილობრივ დონეზე დანერგვის ხელშეწყობა;
შ) საზოგადოებისათვის ახალი შესაძლებლობების (დაფინანსების, გადამზადების და სხვა) შექმნისთვის, ადგილობრივი თუ საერთაშროისო კომუნიკაციის და თანამშრომლობის გაძლიერება და სხვადასხვა პროექტში მონაწილეობა და ხელშეწყობა;
ჩ) კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოში და საზღვარგარეთ გამოფენების მოამზადება და მოწყობა, მათში მონაწილეობის მიღება;
ც) საქართველოს და საზღვარგარეთის შესაბამის სამთავრობო, სამეცნიერო, სასწავლო და სხვა დაწესებულებებთან თანამშრომლობა;
ძ) მის სტრუქტურაში არსებული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ექსპოზიციების განახლებასა და რენოვაციაში მონაწილეობის მიღება და ამ მიზნით შესაბამისი პროექტების, წინადადებებისა და რეკომენდაციების მოამზადება და განხორციელება;
წ) მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ტერიტორიების განვითარების გეგმების მომზადება-განხორციელება, ვიზიტორთა მოზიდვისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნის მიზნით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის (სამუზეუმო მაღაზია, კაფე და ა.შ.) მოწყობა;
ჭ) კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სტაჟიორების მიღება და სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში შესაბამისი სერტიფიკატის გაცემის უზრუნველყოფა, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილების შესაბამისად;
ხ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;
ჯ) საქმიანობის მიზნებისა და ფუნქციების გათვალისწინებით კანონმდებლობით დადგენილი და ნებადართული სხვა საქმიანობის განხორციელება.
2. სააგენტო უფლებამოსილია:
ა) განსაზღვროს მის სტრუქტურაში არსებული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალებში შესასვლელი ბილეთებისა და მომსახურების საფასური;
ბ) სააგენტოს მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ცალკეული პროექტების ხელშეწყობისა და დაფინანსების მიზნით გამოაცხადოს კონკურსები;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მესამე პირებს ხელშეკრულების საფუძველზე გაუწიოს დამატებითი მომსახურება (მ.შ. არქივში დაცული მასალების მომზადება და ასლების დამზადება, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კვლევების მომზადება, ძეგლების სარეაბილიტაციო პროექტების მომზადება, საექსპერტო საქმიანობის განხორციელება, კულტურულ-შემეცნებითი მომსახურება, არეოლოგიური კვლევის ჩატარება და ა.შ) და დააწესოს აღნიშნული მომსახურების საფასური;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს დამხმარე ხასიათის ეკონომიკური საქმიანობა, მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე.
მუხლი 4🔗. სააგენტოს მართვა და სტრუქტურა
1. სააგენტოს საქმიანობას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც სამინისტროსათვის წარმოდგენილი 4-წლიანი სამოქმედო გეგმის (პროგრამა) საფუძველზე თანამდებობაზე 4 წლის ვადით ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.
2. სააგენტოს გენერალური დირექტორის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე.
3. სააგენტოს გენერალური დირექტორის ვადაზე ადრე თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნამდე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი უფლებამოსილია დანიშნოს სააგენტოს გენერალური დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებელი.
4. სააგენტოს სტრუქტურა შედგება მუზეუმების, მუზეუმ-ნაკრძალებისა და სამსახურებისაგან.
5. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების – მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების საქმიანობას ხელმძღვანელობს დირექტორი, ხოლო სხვა სტრუქტურულ ერთეულებს ხელმძღვანელობს უფროსი, რომლებიც ანგარიშვალდებული არიან სააგენტოს გენერალური დირექტორის წინაშე.
მუხლი 5🔗. სააგენტოს გენერალური დირექტორის უფლებამოსილება
სააგენტოს გენერალური დირექტორი:
ა) წარმართავს და ორგანიზებას უწევს სააგენტოს საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე;
ბ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს სააგენტოს ყველა ინსტანციაში, გასცემს მინდობილობებს, დებს გარიგებებს;
გ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საშტატო განრიგს და სახელფასო ფონდს;
დ) კანონით დადგენილი წესით განაგებს და განკარგავს სააგენტოს ქონებას და სახსრებს, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა სააგენტოს საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;
ე) საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს სააგენტოს თანამშრომლებსა და, საჭიროებისამებრ, დროებით მოწვეულ სპეციალისტებთან, იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; განსაზღვრავს სახელფასო განაკვეთებს;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ზ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;
თ) ამტკიცებს სააგენტოს სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმას და განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;
ი) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით ამტკიცებს შესაბამის პროგრამებს/ქვეპროგრამას განსახორციელებელი ღონისძიებებისათვის;
კ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, ასევე სააგენტოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;
ლ) ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილეებს;
მ) დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად უფლებამოსილია განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული სხვა მოქმედებები;
ნ) სააგენტოს ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით ქმნის სათათბირო ორგანოებს (კომისიებს და საბჭოს) და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;
ო) უფლებამოსიალია მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლება-მოვალეობების განხორციელება მიანდოს სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილეს.
მუხლი 6🔗. სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილეები
1. სააგენტოს გენერალურ დირექტორს ჰყავს ოთხი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს გენერალური დირექტორი.
2. სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილეები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელს უწყობენ სააგენტოს გენერალურ დირექტორს მასზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზაციაში;
ბ) ეცნობიან სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მოხსენებით ბარათებს, საჭიროების შემთხვევაში წინადადებებს წარუდგენენ სააგენტოს გენერალურ დირექტორს;
გ) უზრუნველყოფენ დავალებათა შესრულების ორგანიზებას და სააგენტოს სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას.
3. სააგენტოს გენერალური დირექტორის შვებულების, მივლინების ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე.
4. სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილის სხვა ფუნქციებს განსაზღვრავს სააგენტოს გენერალური დირექტორი.
მუხლი 7🔗. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი
სააგენტოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც ახორციელებს სააგენტოს საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს სააგენტოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
მუხლი 8🔗. სააგენტოს ქონება
1. სააგენტოს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გადაეცემა უძრავი ქონება უსასყიდლო უზუფრუქტის, ხოლო მოძრავი ქონება თხოვების ფორმით, რომელიც მის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სააგენტოს ფინანსებსა და ქონებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განაგებს სააგენტოს გენერალური დირექტორი.
3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით სააგენტოს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის დამტკიცება;
ე) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება საჭიროებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობას.
მუხლი 9🔗. სააგენტოს დაფინანსება
1. სააგენტოს დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) გრანტებით მიღებული შემოსავლები;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) შემოწირულობები;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. სააგენტოს ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ანგარიშგებაში.
3. სააგენტოს შემოსული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 10🔗. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 11🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.