საქართველოს ეროვნულ ბანკში დასაქმებულის გადაყვანისა და დაწინაურების წესის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№102/04
სარეგისტრაციო კოდი
220090000.18.011.016394
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/06/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №102/04

2019 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ეროვნულ ბანკში დასაქმებულის გადაყვანისა და დაწინაურების წესის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 151 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს ეროვნულ ბანკში დასაქმებულის გადაყვანისა და დაწინაურების თანდართული წესი.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე



საქართველოს ეროვნულ ბანკში დასაქმებულის გადაყვანისა და დაწინაურების წესი

მუხლი 1. მიზანი და რეგულირების სფერო 

1. საქართველოს ეროვნულ ბანკში (შემდგომში – ეროვნული ბანკი) დასაქმებულის გადაყვანისა და დაწინაურების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ეროვნულ ბანკში დასაქმებულის გადაყვანისა და დაწინაურების პროცედურებსა და სამართლებრივ საფუძვლებს.

2. ამ წესის მიზანია, უზრუნველყოს ეროვნულ ბანკში დასაქმებულ პირთა მოტივაციის ამაღლება, შრომით მოვალეობათა შესრულების ეფექტიანობის გაზრდა, წახალისების სისტემის სრულყოფა და დასაქმებულ პირთა კარიერის დაგეგმვის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შექმნის ხელშეწყობა.

3. ამ წესიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობის ძირითადი პრინციპებია სამართლიანობა, დასაქმებულისა და დამსაქმებლის ინტერესების გათვალისწინება, პროფესიონალიზმი, ვალდებულებათა კეთილსინდისიერი შესრულება და ორგანიზაციის წინაშე დამსახურება.

4. ამ წესის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ეროვნული ბანკის აპარატში დასაქმებულ პირებზე (შემდგომში – დასაქმებული).


მუხლი 2. დასაქმებულის გადაყვანა და გადაყვანის საფუძველი
1. დასაქმებულის გადაყვანა გულისხმობს დასაქმებულის გადაყვანას სხვა სტრუქტურულ ერთეულში ეროვნული ბანკის საშტატო ნუსხით განსაზღვრულ იმავე  თანამდებობაზე.

2. დასაქმებულის გადაყვანა დასაშვებია შემდეგი საფუძვლების არსებობისას:

ა) ეროვნულ ბანკში რეორგანიზაციისას;

ბ) ეროვნული ბანკის სტრუქტურულ ერთეულებს შორის დასაქმებულთა ოპტიმალური განაწილების უზრუნველსაყოფად, ეროვნული ბანკის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით.

3. გადაყვანა უნდა განხორციელდეს დასაქმებულის ძირითადი სპეციალობის (კვალიფიკაციის), მისი პროფესიული უნარ-ჩვევების და სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით.


მუხლი 3. დასაქმებულის დაწინაურება და დაწინაურების საფუძვ ელი
1. დასაქმებულის დაწინაურება გულისხმობს დასაქმებულის გადაყვანას ეროვნული ბანკის საშტატო ნუსხით განსაზღვრულ უფრო მაღალ თანამდებობაზე.

2. დასაქმებულის დაწინაურება დასაშვებია:

ა) ეროვნულ ბანკში რეორგანიზაციისას;

ბ) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებით შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე;

გ) საქმიანობის შეფასების სისტემის შედეგებიდან გამომდინარე.

3. დასაქმებულის დაწინაურება დაუშვებელია, თუ ეროვნულ ბანკში მისი დასაქმებიდან არ გასულა, სულ მცირე, ერთი წელი მაინც.


მუხლი 4. დასაქმებულის გადაყვანისა და დაწინაურების პროცესი
1. დასაქმებულის გადაყვანა/დაწინაურება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ეროვნული ბანკის სტრუქტურული ერთეულის შიგნით, ასევე სხვა სტრუქტურულ ერთეულში.

2. დასაქმებულის გადაყვანა შესაძლებელია ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ პუნქტის შესაბამისად.  

3. დასაქმებულის გადაყვანა/დაწინაურება შესაძლებელია  ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სტრუქტურული ერთეულის უფროსის  მოხსენებითი ბარათის და დასაქმებულის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

4. თუ გადაყვანა/დაწინაურება ხდება სხვა სტრუქტურულ ერთეულში, საჭიროა როგორც იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანხმობა, საიდანაც გადადის თანამშრომელი, ასევე იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დასტური, სადაც ხდება თანამშრომლის გადაყვანა/დაწინაურება.

5. დასაქმებულის გადაყვანა/დაწინაურება ფორმდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით.