მიკრობანკისთვის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.08.2023 ბოლო ცვლილება 20.12.2023
ნომერი
№192/04
სარეგისტრაციო კოდი
220010000.18.011.016752
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/08/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (7 მუხლი)
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №192/04

2023 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

 

მიკრობანკისთვის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ


მუხლი 1
დამტკიცდეს მიკრობანკისთვის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესი თანდართულ დანართებთან ერთად.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი/ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა



მიკრობანკისთვის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესი

 

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. მიკრობანკისთვის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესის (შემდგომში – წესი) მიზანია მიკრობანკებისთვის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიკაციის სისტემის შემუშავება.

2. მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიზანია შეიმუშაოს კლასიფიკაციის სისტემა ისეთი ეკონომიკური აქტივობების გამოსავლენად, რომლებიც გარემოსდაცვით, სოციალურ ან/და მდგრადი განვითარების მიზნებს ემსახურება და საქართველოში მდგრადი დაფინანსების განვითარებას უწყობს ხელს.

3. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოში მოქმედ მიკრობანკებზე, უცხოური ბანკების/მიკრობანკების ფილიალებსა და შვილობილ მიკრობანკებზე (შემდგომში – მიკრობანკი).

4. ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) უფლებამოსილია გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა).


მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მწვანე ტაქსონომია – კლასიფიკაციის სისტემა, რომელიც ადგენს დადებითი გარემოსდაცვითი ეფექტების მქონე ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალს შესაბამისი ტექნიკური კრიტერიუმების განსაზღვრით;

ბ) სოციალური ტაქსონომია – კლასიფიკაციის სისტემა, რომელიც ადგენს დადებითი სოციალური ეფექტების მქონე ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალს;

გ) მწვანე სესხი – სესხი, რომლის თანხა ექსკლუზიურად გამოიყენება ისეთი ეკონომიკური საქმიანობის დასაფინანსებლად, რომელიც წარმოდგენილია მწვანე ტაქსონომიაში;

დ) სოციალური სესხი – სესხი, რომლის თანხა ექსკლუზიურად გამოიყენება ისეთი ეკონომიკური საქმიანობის დასაფინანსებლად, რომელიც წარმოდგენილია სოციალურ ტაქსონომიაში;

ე) მდგრადი სესხი – სესხი, რომლის თანხა ექსკლუზიურად გამოიყენება ისეთი ეკონომიკური საქმიანობის დასაფინანსებლად, რომელიც ერთდროულად აკმაყოფილებს მწვანე და სოციალური ტაქსონომიის პირობებს.


მუხლი 3. მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია 

1. მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია შედგება მწვანე და სოციალური ტაქსონომიისგან. 

2. მწვანე ტაქსონომია განსაზღვრულია ამ წესის დანართ №1-ით, ხოლო სოციალური ტაქსონომია – ამ წესის დანართ №2-ით.


მუხლი 4. მიკრობანკების უფლებები და ვალდებულებები  
1. მიკრობანკები ვალდებულნი არიან:
ა) სესხს მიანიჭონ მწვანე სესხის კატეგორია მხოლოდ ამ წესის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
ბ) მწვანე, სოციალური და მდგრადი კატეგორია მიანიჭონ სესხის სრული მოცულობის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც შესაბამისი კატეგორიის პირობებს აკმაყოფილებს;
გ) ეროვნულ ბანკს წარუდგინონ მწვანე სესხების ყოველთვიური ანგარიშგება, თვის დასრულებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, ამ წესის დანართ №3-ით განსაზღვრული მწვანე სესხების ყოველთვიური ანგარიშგების ფორმის გამოყენებით;
დ) პილარ 3-ის წლიური ანგარიშგების ფარგლებში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (Environmental, Social and Governance – ESG) საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების ფორმაში მწვანე სესხების განსაზღვრისას იმოქმედონ ამ წესის შესაბამისად.
2. მიკრობანკები უფლებამოსილნი არიან პილარ 3-ის წლიური ანგარიშგების ფარგლებში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (Environmental, Social and Governance – ESG) საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების ფორმაში  განსაზღვრონ სოციალური და მდგრადი სესხები. ამ შემთხვევაში მათზე გავრცელდება ამ წესით გათვალისწინებული ვალდებულებები.
3. მიკრობანკები უფლებამოსილნი არიან სესხებს მიანიჭონ სოციალური და მდგრადი კატეგორია ამ წესის მე-2 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად.
4. მიკრობანკის მიერ დაუშვებელია ტერმინების – მწვანე, სოციალური, მდგრადი სესხის გამოყენება, თუ სესხი არ შეესაბამება ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

მუხლი 5. გარდამავალი დებულებები
ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მიკრობანკისთვის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „მიკრობანკისთვის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.12.2023.
როდის იქნა მიღებული „მიკრობანკისთვის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“?
„მიკრობანკისთვის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 01.08.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №192/04. სარეგისტრაციო კოდი — 220010000.18.011.016752.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „მიკრობანკისთვის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 20.12.2023-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „მიკრობანკისთვის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „მიკრობანკისთვის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.12.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „მიკრობანკისთვის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“, №192/04, 01.08.2023, სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016752 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5835815/