„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
„მუხლი 41. იურიდიული დახმარებით მოსარგებლე არასრულწლოვანი
1. არასრულწლოვანი სარგებლობს უფასო იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების უფლებით, თუ საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით).
2. იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ყველა არასრულწლოვნისთვის თანაბარ ხელმისაწვდომობას ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების, აგრეთვე ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების საშუალებით.
3. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე 18 წლიდან 21 წლამდე ბრალდებული/მსჯავრდებული სარგებლობს იურიდიული დახმარების უფლებით, თუ საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით).“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივნისიდან.
თბილისი, 20 სექტემბერი 2019 წ. N5016-Iს |
საქართველოს კანონი
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 218) 41 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:🔗
„მუხლი 41. იურიდიული დახმარებით მოსარგებლე არასრულწლოვანი
1. არასრულწლოვანი სარგებლობს უფასო იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების უფლებით, თუ საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით).
2. იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ყველა არასრულწლოვნისთვის თანაბარ ხელმისაწვდომობას ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების, აგრეთვე ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების საშუალებით.
3. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე 18 წლიდან 21 წლამდე ბრალდებული/მსჯავრდებული სარგებლობს იურიდიული დახმარების უფლებით, თუ საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით).“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.🔗
საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5916 – ვებგვერდი, 25.05.2020წ.
საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი
თბილისი,20 სექტემბერი 2019 წ.
N5016-Iს