წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.06.2019
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016547
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/07/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.06.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე | წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესისა და გარე ვაჭრობის უფლების საფასურის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.04.2016
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესების დადგენის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და
ბაზრობების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2019 წლის 28 ივნისი
ქ. წყალტუბო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
განისაზღვროს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობისთვის ნებადართული ადგილები დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
კონტროლი ამ დადგენილების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს – ზედამხედველობის სამსახურს.
მუხლი 4🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესისა და გარე ვაჭრობის უფლების საფასურის დადგენის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 აპრილის №15 დადგენილება (,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი ( www.matsne.gov.ge), სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.122.016358., 03/05/2016).
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიპაატა ახალაძე
დანართი №1
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
1. წინამდებარე წესი არეგულირებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ფიზიკური თუ იურიდიული პირის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ან შენობა-ნაგებობაში გარე ვაჭრობის ადგილის განსაზღვრის, გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი საქონლის განთავსებისა და ტერიტორიის მოწყობის წესებს.
2. გარე ვაჭრობად ითვლება:
ა) ნივთის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსებული ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის შესაბამისად მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და ამავე კოდექსის 150-ე მუხლის შესაბამისად არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, ნივთის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა);
ბ) ნივთის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობიდან, თუ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ან შენობა-ნაგებობა უშუალოდ ემიჯნება საზოგადოებრივ სივრცეს და ხდება ნივთის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის მიზნით გამოყენებული ობიექტის (მაცივარი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, ნივთის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა) მთლიანად ან ნაწილობრივ საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსება;
გ) საზოგადოებრივ სივრცეში ან სხვა ხალხმრავალ ადგილებში, ნივთის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა სუბიექტის მიერ უშუალოდ ნივთის ან იმ მოწყობილობა-დანადგარის მექანიკური საშუალებების გამოყენებით ან/და უამისოდ ტარებით/გადაადგილებით, რომელზეც განთავსებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი ნივთი ან მომსახურების გაწევისათვის გამოსაყენებელი ნივთი, თუ ნივთის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის შეთავაზების მიზნით სუბიექტი თვითონ ახდენს სხვადასხვა ადგილზე გადაადგილებას და ასეთ გადაადგილებას თან სდევს ნივთის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის შეთავაზება;
დ) რესტორნის, კაფე-ბარის და სხვა ობიექტის მიმდებარე საზოგადოებრივ სივრცეში მაგიდის და სხვა ნივთის განლაგება, რომელზეც მომსახურების გაწევა ხდება არსებული რესტორნიდან, კაფე-ბარიდან და სხვა ობიექტიდან;
ე) ნივთის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებისათვის განკუთვნილი ადგილიდან ან/და მასზე განთავსებული ნაგებობიდან;
ვ) აზარტული და მომგებიანი თამაშობებისთვის განკუთვნილი სათამაშო ინვენტარის, ასევე სხვა სათამაშო და გასართობი აპარატის ან ნივთის საზოგადოებრივ სივრცეში განთავსება.
3. თუ საქონლის რეალიზაცია ხდება შენობაში განთავსებულ ობიექტში, მათ შორის საწარმოო ობიექტში ან სასაწყობო ნაგებობაში და საქონლის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი (დახლი, მაცივარი და სხვა) უშუალოდ უკავშირდება საზოგადოებრივ სივრცეს, ნივთის რეალიზაცია ითვლება გარე ვაჭრობად.
მუხლი 2🔗.
გარე ვაჭრობის რეგულირების წესის ამოცანები
წინამდებარე წესის ამოცანებია:
ა) მუნიციპალიტეტის არქიტექტურული იერსახის, სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
გ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების დაცვა.
მუხლი 3🔗.
გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა დასაშვებია უფლებამოსილი ორგანოს მიერ მხოლოდ საამისოდ განსაზღვრულ ადგილებზე (იხ.დანართი №2).
2. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს:
ა) მუნიციპალიტეტში შემავალი დასახლებების განვითარების ინტერესები;
ბ) მუნიციპალიტეტში შემავალი დასახლებების არქიტექტურული იერსახე;
გ) მოსახლეობის სიმჭიდროვე;
დ) სატრანსპორტო ნაკადი;
ე) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება;
ვ) საგზაო მოძრაობის წესები;
ზ) ეკოლოგიური მდგომარეობა;
თ) საზოგადოების სხვა ინტერესები.
3. გარე ვაჭრობისთვის განსაზღვრული ადგილების გამოყოფას საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი.
4. გარე ვაჭრობისთვის განსაზღვრული ადგილების გამოყოფასთან ერთად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია, გარე ვაჭრობის თითოეული ან რამდენიმე ან/და ყველა ადგილისათვის დაადგინოს:
ა) იმ საქონლის სახეობა ან/და ზუსტი ჩამონათვალი, რომელთა რეალიზაციაც დასაშვებია ან/და აკრძალულია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად;
ბ) იმ კონსტრუქციების სახეობები ან/და მათი არქიტექტურული იერსახე, რომელთა განთავსებაც დასაშვებია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე.
5. გარე ვაჭრობის ადგილების გამოყოფა შეიძლება მოხდეს მუდმივად ან სეზონურად, მათ შორის, კვირის კონკრეტული დღეებისათვის, სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას.
6. გარე ვაჭრობის ნებადართული ადგილების სარგებლობის უფლებით გაცემის წესი და გარე ვაჭრობისთვის ნებადართული ადგილების საიჯარო ქირა განისაზღვრება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად.
7. გარე ვაჭრობის უფლების გადაცემა შეიძლება მოხდეს პირდაპირი განკარგვის ან აუქციონის წესით. გარე ვაჭრობის უფლების სასყიდლით, პირდაპირი განკარგვის წესით ან/და აუქციონის წესის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი საკრებულოსთან შეთანხმებით.
მუხლი 4🔗.
გარე ვაჭრობის ორგანიზება
1. გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები უნდა მოეწყოს ისე, რომ აკმაყოფილებდეს მუნიციპალიტეტის არქიტექტურული იერსახის, სისუფთავისა და წესრიგის მოთხოვნებს და არ აფერხებდეს ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას. გარე ვაჭრობა უნდა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით.
2. გარე ვაჭრობისთვის გამოყოფილ ადგილებზე გარე ვაჭრობა დასაშვებია მხოლოდ აღნიშნული ადგილების სარგებლობის უფლებით გაცემისას. აღნიშნულ ადგილებზე გარე ვაჭრობის მოწყობის ორგანიზებას უზრუნველყოფს სარგებლობის უფლებით მიმღები, ამ წესითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. სარგებლობის უფლებით მიმღებს უფლება აქვს განახორციელოს გარე ვაჭრობა გადაცემულ ტერიტორიაზე უშუალოდ ან/და მესამე პირების მეშვეობით. იმ ფიზიკური პირების მიერ გარე ვაჭრობის განხორცილება, რომლებიც არ წარმოადგენენ გარე ვაჭრობისთვის გამოყოფილი სარგებლობის უფლებით მიმღებებს, გარე ვაჭრობა დასაშვებია სასყიდლით ან უსასყიდლოთ, გარე ვაჭრობის ადგილების სარგებლობის უფლებით მიმღების თანხმობით.
3. საზოგადოებრივ ადგილებსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების მოწყობა დაიშვება მხოლოდ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებას საჭიროებს ასევე საზოგადოებრივ ადგილებში სადღესასწაულო და ბაზრობა-გამოფენებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა.
5. უნდა აიკრძალოს მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით (ხორცი, ხორცის პროდუქტები, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, შეუფუთავი საკონდიტრო ნაწარმი და პური), ასევე სუნელებითა და სანელებლებით გარე ვაჭრობა.
6. გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით:
ა) ჟურნალ-გაზეთები, წიგნები;
ბ) ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები;
გ) ყვავილები;
დ) როგორც საკუთრივ მაღაზიის მიერ წარმოებული, ასევე მაღაზიის მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეძენილი ხილ-ბოსტნეული მაღაზიის წინ, ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ ხილ-ბოსტნეული არის მაღაზიის საკუთარი პროდუქცია და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარიულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში);
ე) სპეცდანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობებით და სასაქონლო-ესთეტიკური იერსახით დაცული).
7. სეზონური გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით:
ა) გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები;
ბ) ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით);
გ) შეშა (სპეციალურად მოწყობილ ადგილებში);
დ) ყველა სახეობის ხილი და ბოსტნეული.
8. გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე დადგენილებით, წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
მუხლი 5🔗.
წესის დარღვევა
წინამდებარე წესის ძალაში შესვლის შემდეგ განხორციელებული ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც წესის შესაბამისად ითვლება გარე ვაჭრობად, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს წესის მოთხოვნებს, ითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1533 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად.
დანართი №2
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობისთვის ნებადართული ადგილების ჩამონათვალი
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი ყუმისთავში მდებარე მიწის ნაკვეთი – 1039 კვ.მ (ს/კ 29.04.36.063).
2. წყალტუბოს პარკის ტერიტორია (ს/კ 29.08.34.091) -– ლოკაციები შეირჩეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით.