ცალკეულ საქონელზე ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
(ძალადაკარგულია - 10.07.2019, №22970)
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №21078
2019 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
ცალკეულ საქონელზე ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის, „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების დამდგენი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2547 განკარგულების პირველი პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს ცალკეულ საქონელზე ბუნებრივი დანაკარგის ნორმები, ამ ბრძანების №1 დანართის შესაბამისად.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის 2019 წლის 25 ივნისის №73200-21-03 სხდომის ოქმი.
სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე
დანართი №1
ცალკეულ საქონელზე ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური
ზღვრული ნორმები
|
ოპერაციების დასახელება |
დანაკარგი წონიდან %-ში |
|
პროპილისა და იზოპროპილის სპირტი |
|
|
სარკინიგზო გადაზიდვები |
0,80 |
|
მეთილის სპირტი |
|
|
სარკინიგზო გადაზიდვები |
0,15 |
|
პარაქსილოლი |
|
|
სარკინიგზო გადაზიდვები |
0,30 |
|
პიროლიზული ფისი |
|
|
სარკინიგზო გადაზიდვები |
1,00 |
|
ვაკუუმური გაზოილი |
|
|
სარკინიგზო გადაზიდვები |
0,60 |
|
ბუნებრივი აირის კონდენსატი |
|
|
სარკინიგზო გადაზიდვები |
0,75 |
|
გათხევადებული ბუნებრივი აირი |
|
|
სარკინიგზო გადაზიდვები |
0,90 |
|
შენახვა |
1,10 |
შენიშვნა: შენახვის დანაკარგი ასევე მოიცავს მიღებისა და გაცემის დანაკარგს.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ცალკეულ საქონელზე ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 10.07.2019.
- როდის იქნა მიღებული „ცალკეულ საქონელზე ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“?
- „ცალკეულ საქონელზე ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 26.06.2019. მიმღები ორგანო — შემოსავლების სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №21078. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.016507.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ცალკეულ საქონელზე ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 10.07.2019-დან.
- სად არის „ცალკეულ საქონელზე ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.07.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „ცალკეულ საქონელზე ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“, №21078, 26.06.2019, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016507 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.07.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4597883/