1. ამ მუხლის გათვალისწინებით, საქართველოს სამრეწველო და ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების შეუზღუდავად, იმ საწარმოს კუთვნილი ძირითადი საშუალებისა და სხვა აღჭურვილობის შემოტანა, რომელიც წყვეტს უცხო ქვეყანაში საქმიანობას და ანალოგიური საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოდის, თავისუფლდება იმპორტის გადასახადისგან. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოს შემთხვევაში იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება აგრეთვე ამ საწარმოს კუთვნილი ბიოლოგიური აქტივი (გარდა მცენარისა).
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნისთვის „საწარმო“ არის დამოუკიდებლად მოქმედი სამეურნეო სუბიექტი, რომელიც საქმიანობას წარმოების ან მომსახურების სფეროში ახორციელებს.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ ძირითად საშუალებასა და სხვა აღჭურვილობაზე, რომელიც:
ა) ფაქტობრივად გამოიყენებოდა საწარმოს მიერ უცხო ქვეყანაში (საიდანაც იგი გადმოტანილ იქნა საქმიანობის გასაგრძელებლად) საქმიანობის შეწყვეტამდე არანაკლებ 12 თვის განმავლობაში;
ბ) საქართველოში იმავე მიზნით გამოყენებისთვისაა განკუთვნილი;
გ) საწარმოს მახასიათებლებსა და ზომას შეესაბამება.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი საწარმოზე არ ვრცელდება, თუ მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოტანა ხდება საქართველოში დაფუძნებულ საწარმოსთან შერწყმის ან მიერთების შედეგად ან ამ მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეორგანიზაცია ახალი საქმიანობის დასაწყებად ხორციელდება.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება:
ა) სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ტექნიკური მახასიათებლებით არ არის განკუთვნილი წარმოების საშუალებად გამოყენებისთვის ან მომსახურების გაწევისთვის;
ბ) მარაგზე, რომელიც განკუთვნილია (გამოსადეგია) ადამიანის მიერ მოხმარებისთვის ან ცხოველის საკვებად გამოყენებისთვის;
გ) საწვავზე, ნედლეულის მარაგზე, მზა ნაწარმსა და ნახევარფაბრიკატზე;
დ) ცხოველით მოვაჭრის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო ცხოველზე.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ ძირითად საშუალებასა და სხვა აღჭურვილობაზე, რომელიც თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად შემოტანილ იქნა საწარმოს მიერ უცხო ქვეყანაში საქმიანობის შეწყვეტის თარიღიდან არაუგვიანეს 12 თვისა.
7. დაუშვებელია თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად ამ მუხლის შესაბამისად შეღავათით შემოტანილი საქონლის შემოტანის თარიღიდან 12 თვის განმავლობაში საბაჟო ორგანოსთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე მისი უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა. თუ არსებობს ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათის არაკეთილსინდისიერად გამოყენების რისკი, საბაჟო ორგანომ აღნიშნული ვადა შეიძლება გააგრძელოს 36 თვემდე.
8. შეღავათით შემოტანილი საქონლის ამ მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილ ვადაში უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან ნებისმიერი სახით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა იწვევს ამ საქონელზე შესაბამისი იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით გადახდის ვალდებულების წარმოშობას, რომელიც მოქმედებს აღნიშნული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების, სხვა პირისთვის თხოვების ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის მომენტში, საქონლის სახეობიდან და იმავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე. თუ შეღავათით შემოტანილი საქონლის ამ მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილ ვადაში უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების, სხვა პირისთვის თხოვების ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის მომენტის დადგენა შეუძლებელია, კუთვნილი იმპორტის გადასახადის გაანგარიშებისას გამოიყენება ამ საქონლის დეკლარირების დღისთვის მოქმედი განაკვეთი.
9. ეს მუხლი შესაბამის შემთხვევაში გამოიყენება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებელი პირის ან არასამეწარმეო საქმიანობაში ჩართული იურიდიული პირის მიერ ძირითადი საშუალებისა და სხვა აღჭურვილობის შემოტანისას, თუ იგი საქმიანობის გასაგრძელებლად უცხო ქვეყნიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოდის.
საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №896 – ვებგვერდი, 04.08.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.08.2021-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 02.08.2021 კანონი №896
წინა რედაქცია (04.07.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 187. უცხო ქვეყნიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქმიანობის გასაგრძელებლად საწარმოს გადმოტანისას მისი კუთვნილი ძირითადი საშუალებისა და სხვა აღჭურვილობის შემოტანა 1. ამ მუხლის გათვალისწინებით, საქართველოს სამრეწველო და ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების შეუზღუდავად, იმ საწარმოს კუთვნილი ძირითადი საშუალებისა და სხვა აღჭურვილობის შემოტანა, რომელიც წყვეტს უცხო ქვეყანაში საქმიანობას და ანალოგიური საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოდის, თავისუფლდება იმპორტის გადასახადისგან. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოს შემთხვევაში იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება აგრეთვე ამ საწარმოს კუთვნილი ბიოლოგიური აქტივი (გარდა მცენარისა). 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნისთვის „საწარმო“ არის დამოუკიდებლად მოქმედი სამეურნეო სუბიექტი, რომელიც საქმიანობას წარმოების ან მომსახურების სფეროში ახორციელებს. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ ძირითად საშუალებასა და სხვა აღჭურვილობაზე, რომელიც: ა) ფაქტობრივად გამოიყენებოდა საწარმოს მიერ უცხო ქვეყანაში (საიდანაც იგი გადმოტანილ იქნა საქმიანობის გასაგრძელებლად) საქმიანობის შეწყვეტამდე არანაკლებ 12 თვის განმავლობაში; ბ) საქართველოში იმავე მიზნით გამოყენებისთვისაა განკუთვნილი; გ) საწარმოს მახასიათებლებსა და ზომას შეესაბამება. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი საწარმოზე არ ვრცელდება, თუ მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოტანა ხდება საქართველოში დაფუძნებულ საწარმოსთან შერწყმის ან მიერთების შედეგად ან ამ მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეორგანიზაცია ახალი საქმიანობის დასაწყებად ხორციელდება. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება: ა) სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ტექნიკური მახასიათებლებით არ არის განკუთვნილი წარმოების საშუალებად გამოყენებისთვის ან მომსახურების გაწევისთვის; ბ) მარაგზე, რომელიც განკუთვნილია (გამოსადეგია) ადამიანის მიერ მოხმარებისთვის ან ცხოველის საკვებად გამოყენებისთვის; გ) საწვავზე, ნედლეულის მარაგზე, მზა ნაწარმსა და ნახევარფაბრიკატზე; დ) ცხოველით მოვაჭრის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო ცხოველზე. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ ძირითად საშუალებასა და სხვა აღჭურვილობაზე, რომელიც თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად შემოტანილ იქნა საწარმოს მიერ უცხო ქვეყანაში საქმიანობის შეწყვეტის თარიღიდან არაუგვიანეს 12 თვისა. 7. დაუშვებელია თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად ამ მუხლის შესაბამისად შეღავათით შემოტანილი საქონლის შემოტანის თარიღიდან 12 თვის განმავლობაში საბაჟო ორგანოსთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე მისი უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა. თუ არსებობს ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათის არაკეთილსინდისიერად გამოყენების რისკი, საბაჟო ორგანომ აღნიშნული ვადა შეიძლება გააგრძელოს 36 თვემდე. 8. შეღავათით შემოტანილი საქონლის ამ მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილ ვადაში უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან ნებისმიერი სახით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა იწვევს ამ საქონელზე შესაბამისი იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით გადახდის ვალდებულების წარმოშობას, რომელიც მოქმედებს აღნიშნული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების, სხვა პირისთვის თხოვების ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის მომენტში, საქონლის სახეობიდან და იმავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე. თუ შეღავათით შემოტანილი საქონლის ამ მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილ ვადაში უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების, სხვა პირისთვის თხოვების ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის მომენტის დადგენა შეუძლებელია, კუთვნილი იმპორტის გადასახადის გაანგარიშებისას გამოიყენება ამ საქონლის დეკლარირების დღისთვის მოქმედი განაკვეთი. 9. ეს მუხლი შესაბამის შემთხვევაში გამოიყენება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ან მუხლის მე-32 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებელი პირის ან არასამეწარმეო საქმიანობაში ჩართული იურიდიული პირის მიერ ძირითადი საშუალებისა და სხვა აღჭურვილობის შემოტანისას, თუ იგი საქმიანობის გასაგრძელებლად უცხო ქვეყნიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოდის.