1. ამ მუხლის გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება საქართველოში მდებარე, უცხო ქვეყნის უშუალოდ მომიჯნავე საკუთრებაში (მეურნეობაში) გამოსაყენებლად განკუთვნილი სათესლე მასალის, ნიადაგისა და მოსავლის დასამუშავებელი სასუქისა და სხვა საშუალების შემოტანა, თუ ამ მეურნეობას მართავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი, რომლის ძირითადი საქმიანობის განხორციელების ადგილი უცხო ქვეყანაში საქართველოს საბაჟო ტერიტორიის უშუალოდ მომიჯნავე ტერიტორიაზე მდებარეობს.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება სათესლე მასალის, ნიადაგისა და მოსავლის დასამუშავებლად განკუთვნილი სასუქისა და სხვა საშუალების იმ რაოდენობაზე, რომელიც აუცილებელია შესაბამისი მეურნეობის საჭიროებისთვის.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ სათესლე მასალაზე, ნიადაგისა და მოსავლის დასამუშავებლად განკუთვნილ სასუქსა და სხვა საშუალებაზე, რომელიც პირდაპირ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უშუალოდ მწარმოებლის მიერ ან მისი დავალებით არის შემოტანილი.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული საქონელი შეიძლება ნაცვალგების პრინციპის გათვალისწინებით გათავისუფლდეს იმპორტის გადასახადისგა