„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.09.2019 ბოლო ცვლილება 15.07.2020
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5007-Iს
სარეგისტრაციო კოდი
010240010.04.001.017929
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/09/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 09.11.2009, მუხ. 200) მე-17 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;“;

ბ) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ნორმატიული აქტის ზეგავლენის შეფასება (საქართველოს მთავრობის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტის შემთხვევაში).“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივნისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

20 სექტემბერი 2019 წ.

N5007-Iს