სს „ანძა-94“-ის აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს „ანძა-94“-ის აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე
განცხადება
სს „ანძა-94“-ის
აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე
ფ/პ ლევან კაჭარავა (პ/ნ:16001001270), (შემდეგში „შემსყიდველი“), როგორც „ანძა-94“-ის (ს/ნ: 209453456) (შემდეგში „საზოგადოება“) საწესდებო კაპიტალში არსებული აქციების სრული ოდენობის 98.54160%-ის მფლობელი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლით მინიჭებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის (გამოსყიდვის) უფლების საფუძველზე აცხადებს საზოგადოების დანარჩენი აქციონერებისაგან მათ საკუთრებაში არსებული საზოგადოების აქციების სამართლიან ფასად გამოსყიდვის შესახებ.
საწესდებო კაპიტალში არსებული აქციების სრული ოდენობა შეადგენს 598 190 (ხუთას ოთხმოცდათვრამეტი ათას ას ოთხმოცდაათი) ცალს, საიდანაც 589 466 (ხუთას ოთხმოდაცხრა ათას ოთხას სამოცდაევქსი) ცალი აქციის მესაკუთრეა შემსყიდველი.
ამ განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ (ნებისმიერ პერიოდში), „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV2 თავით დადგენილი ნორმების შესაბამისად, შემსყიდველი განცხადებით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს აქციათა სავალდებულო მიყიდვისა და, შესაბამისად, აქციათა სამართლიანი ფასის განსაზღვრისა და ამ ფასად გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღის დადგენის შესახებ.
საზოგადოების აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, შემსყიდველი ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას განათავსებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტთან, საზოგადოების სხვა აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე. აღნიშნულის შესახებ საზოგადოების აქციონერებს ეცნობებათ კანონით გათვალისწინებული წესით და მათ შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ საკუთრებაში არსებული აქციების შესაბამისი თანხა, სასამართლოს მიერ დადგენილ აქციათა სამართლიანი ფასის შესაბამისად.
აქციათა გამოსყიდვის მიზეზებია: საწარმოს ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფა, მართვის ოპტიმიზაცია და განვითარება.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ შემსყიდველის წარმომადგენელს - გიორგი კაჭარავას
მის.: საქართველო, ქ. თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი, გაგრის ქ. №2;
ტელ: 597 444 222
ელ.ფოსტა: chimakadze7@gmail.com
აქციონერებს აქციებზე საკუთრების უფლება შეუძლიათ დააზუსტონ სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან” ( „საქართველოს რეგისტრატორი”) მისამართზე: თბილისი, მოსაშვილის ქ. №11 „საქწყალპროექტის“ შენობა, VII სართული, ტელ.:(+995 32) 2251560, (+995 32) 2225351
შემსყიდველი: ლევან კაჭარავა.