ოზურგეთის მუნიციპალიტეტის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 03.07.2019
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.113.016396
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/07/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.07.2019 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია | ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ონის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების
ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის, შენობა - ნაგებობის დემონტაჟის ან/და ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისების ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვის წესების დამტკიცების შესახებ „ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ“. წალკის მუნიციპალიტეტისა და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის, სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების
ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2019 წლის 3 ივლისი
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 1061 მუხლის მე-14 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის და „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი (დანართი №1-ის შესაბამისად).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტის ფორმა (დანართი №2-ის შესაბამისად).
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილის (ავტომობილების, მანქანა-დანადგარებისა და სხვა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტის ფორმა (დანართი №3-ის შესაბამისად).
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტის ფორმა (დანართი №4-ის შესაბამისად).
მუხლი 5🔗
დამტკიცდეს ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლის აქტის ფორმა (დანართი №5-ის შესაბამისად).
მუხლი 6🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია
დანართი №1
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულება
1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესს.
2. წინამდებარე წესი არ აწესრიგებს სამეურნეო მასალების, საკანცელარიო ნივთების, კვების პროდუქტების, მედიკამენტებისა და შესახვევი საშუალებების, სათბობი, საწვავი და საცხები მასალების, სათადარიგო ნაწილების, ინვენატარიზაციისა და ჩამოწერის წესს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
1. ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი.
2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
3. შესაბამისი დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი.
4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) – ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით დაწესებულებაში შექმნილი კომისია.
მუხლი 3🔗.
ინვენტარიზაციის ჩატარება
1. დაწესებულებაში ინვენტარიზაცია ტარდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების შესაბამისად და ამ წესის გათვალისწინებით.
2. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ძირითადი სააშუალების ჩამოწერა ხდება ყოველი წლის ბოლოს ჩატარებული აქტივებისა და ვალდებულებათა ივენტარიზაციის საფუძველზე, ხოლო ჩამოწერის შედეგები აისახება დაწესებულების წლიურ ბალანსზე. გამონაკლის შემთხვევაში, თუ ამას დაწესებულების ინტერესები მოითხოვს, ქონების ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც.
მუხლი 4🔗.
საინვენტარიზაციო კომისია
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით იქმნება საინვენტარიზაციო კომისია დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. კომისია იქმნება შემდეგი შემადგენლობით:
ა) კომისიის თავმჯდომარე – ხელმძღვანელობს კომისიას;
ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე – კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ხელმძღვანელობს კომისიას;
გ) კომისიის მდივანი – ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია სისწორეზე;
დ) კომისიის წევრები.
3. საჭიროების შემთხვევაში კომისიის წევრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები.
4. კომისია იქმნება წელიწადში ერთხელ, საანგარიშო წლის დასრულებამდე არაუგვიანეს სამი თვის განმავლობაში, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში.
5. კომისია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე ყველა წევრი.
6. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. კომისიის მიერ საკითხი გადაწყვეტილად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
7. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ, ფიზიკურ მდგომარეობას, ქონების ჩამოწერის საფუძველს, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციას.
8. საინვენტარიზაციო კომისია პასუხისმგებელია:
ა) საინვენტარიზაციო აღწერებში არაფინანსური აქტივების, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების, ასევე, ბალანსის საცნობარო მუხლებში ასახული მატერიალური ფასეულობების შესახებ ჩანაწერების შეტანის სისრულესა და სიზუსტეზე;
ბ) საინვენტარიზაციო აღწერებში აქტივების განმასხვავებელი ნიშნების (ტიპი, ხარისხი, ზომა, რიგითი ნომერი და ა.შ.) სწორად შეტანაზე.
9. საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის წევრების ფუნქციებს და პასუხისმგებელია ინვენტარიზაციის ბრძანებით დადგენილ ვადებში ჩატარებასა და წესების დაცვაზე.
10. საინვენტარიზაციო კომისიის წევრებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მათზე დაკისრებული ფუნქციების შეუსრულებლობაზე, ასევე, საინვენტარიზაციო აღწერებში არასწორი მონაცემების შეტანაზე, ორგანიზაციის კუთვნილი მატერიალური ფასეულობების დანაკლისის ან ზედმეტობის დაფარვაზე.
მუხლი 5🔗.
ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი
1. კომისია სწავლობს ამორტიზებული ან ექსპლოატაციისათვის გამოუყენებელ (ვადაზე ადრე ჩამოწერა) ძირითადი საშუალების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, ასაბუთებს ძირითადი საშუალების დაწესებულების ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ადგენს ლიკვიდაციის (ჩამოწერის) აქტს ყველა ძირითად საშუალებაზე ცალ-ცალკე. კომისია ასევე ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტს (დანართი №4) და წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს.
2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის „საბიუჯეტო ორგანიზაციის პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრირების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების მოთხოვნებს.
3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი უზრუნველყოფს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ღირებულებების დადგენის აქტების შემოწმებასა და დადასტურებას შესაბამისი აუდიტორის მიერ, რომელსაც შემდგომში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ამტკიცებს კომისიის მიერ ძირითადი საშუალებების ჩამოწერასთნ დაკავშირებულ ყველა აქტს.
4. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა.
5. დაუმთავრებელი მშენებლობის ან ექსპლოატაციისათვის გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობების ჩამოწერისას საჭიროა საექსპერტო დასკვნა.
6. ჩამოწერის შედეგად მიღებული მასალები (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვა), რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს დაწესებულების ბალანსზე მარაგების სახით.
მუხლი 6🔗.
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის წესი
1. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის საკითხს წყვეტს შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით. კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს წერილს, რომელსაც თან უნდა ერთოდეს დაწესებულების საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტები და აუდიტის დასკვნა.
2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი თანხმობას გასცემს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების ჩამოწერის შესახებ.
3. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოწერილი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა.
4. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოიწვიოს სპეციალისტი.
5. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) იმ ქონების (ნივთის) ჩამოწერის საკითხს, რომლის საწყისი საბალანსო ღირებულება არ აღემატება 1000 (ერთი ათასი) ლარს, ერთპიროვნულად წყვეტს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი და პასუხს აგებს ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისწორეზე.
6. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია ხდება საქართველოს მთავრობის „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 08 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად.
მუხლი 7🔗.
მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერა
ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტების ან/და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტების შევსების წესი არ ვრცელდება მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის შემთხვევაზე.
მუხლი 8🔗.
ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების განადგურება და განკარგვა
1. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომელიც არ ექვემდებარება შეკეთებას, განკარგვას, რეალიზაციას ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას და მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელია, ექვემდებარება განადგურებას.
2. ქონების განადგურებას ახორციელებს კომისია.
3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს დაწესებულება, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებელი ქონება.
4. ქონება უნდა განადგურდეს სპეციალურად ამ მიზნისთვის გამოყოფილ ადგილებში და ნაგვის დასაწვავ ადგილებში.
5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განადგურების პროცესის დამსწრე პირ(ებ)ი.
6. ქონების განადგურების აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ.
7. განადგურების მართლზომიერებასა დ ა შედეგებზე პასუხისმგებელია კომისია.
მუხლი 9🔗.
ჩამოწერილი ქონების რეალიზება
ქონების განკარგვა, რომელიც ჩამოსაწერი ქონების აქტის თანახმად ექვემდებარება ბალანსში მარაგის სახით ასახვას, ხორციელდება საქართველოს მთავრობის „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ 2014 წლის 08 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად.