წალკის მუნიციპალიტეტისა და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 |
|
2019 წლის 2 სექტემბერი ქ. წალკა |
|
2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონება.
3. დაწესებულება – წალკის მუნიციპალიტეტი ან მის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი სამეწარმეო იურიდიული პირი.
4. დაწესებულების ხელმძღვანელი – წალკის მუნიციპალიტეტის მერი, წალკის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი სამეწარმეო იურიდიული პირის ხელმძღვანელი.
5. საინვენტარიზაციო კომისია – ქონების ინვენტარიზაციის მიზნით დაწესებულებაში შექმნილი კომისია.
2. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების ჩამოწერა ხდება ყოველი წლის ბოლოს, ჩატარებული აქტივებისა და ვალდებულებათა ინვენტარიზაციის საფუძველზე, ხოლო ჩამოწერის შედეგები აისახება დაწესებულების წლიურ ბალანსზე. გამონაკლის შემთხვევებში, თუ ამას დაწესებულების ინტერესები მოითხოვს, ძირითადი საშუალებების ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც.
2 კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ ხუთი წევრისაგან, მათ შორის თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნის, (ბუღალტრის აღრიცხვა – ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი) და სხვა წევრებისაგან. საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების ხელმძღვანელმა კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოიწვიოს დარგის სპეციალისტები (აუდიტორი ან შესაბამისი ექსპერტი). მოწვეული სპეციალისტები არ იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
3. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
4. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობისას ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტებს (დანართი №2 ან დანართი №3) და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტს (დანართი №4) თითოეულ ძირითად საშუალებაზე ცალ-ცალკე.
5. საინვენტარიზაციო კომისია პასუხისმგებელია:
ა) საინვენტარიზაციო აღწერებში არაფინანსური და ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების, ასევე ბალანსის საცნობარო მუხლებში ასახული მატერიალური ფასეულობების შესახებ ჩანაწერების შეტანის სისრულესა და სიზუსტეზე;
ბ) საინვენტარიზაციო აღწერებში აქტივების განმასხვავებელი ნიშნების (ტიპი, ხარისხი, ზომა, რიგითი ნომერი და ა.შ.) სწორად შეტანაზე.
6. საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის წევრების ფუნქციებს და პასუხისმგებელია ინვენტარიზაციის ბრძანებით დადგენილ ვადებში ჩატარებასა და წესების დაცვაზე.
2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების მოთხოვნებს.
3. წალკის მუნიციპალიტეტის მერი უზრუნველყოფს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ღირებულებების დადგენის აქტების შემოწმებასა და დადასტურებას შესაბამისი აუდიტორის მიერ, რის შემდეგაც იგი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას და ამტკიცებს კომისიის მიერ ძირითადი საშუალებების ჩამოწერასთან დაკავშირებულ აქტებს.
4. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა.
5. დაუმთავრებელი მშენებლობის ან ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობის ჩამოწერისას საჭიროა საექსპერტო დასკვნა.
6. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვა) აისახება ბალანსში მარაგების სახით კომისიის მიერ დადგენილი ღირებულების შესაბამისად.
2. ქონების განადგურების პროცესს ესწრებიან საინვენტარიზაციო კომისიის წევრები.
3. ქონების განადგურებას ტექნიკურად, ორგანიზაციულად და ფინანსურად უზრუნველყოფს დაწესებულება, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებელი ქონება.
4. ქონება უნდა განადგურდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ადგილებში.
5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განადგურების პროცესის დამსწრე პირები.
2. წალკის მუნიციპალიტეტის მერი ქონების ჩამოწერის თაობაზე თანხმობას გასცემს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების ხელმღვანელის მომართვის საფუძველზე. მომართვას დართული უნდა ჰქონდეს კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტაცია, ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა, მათ შორის, აუდიტის დასკვნა და შესაბამისი ფოტომასალა.
3. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოიწვიოს სპეციალისტი.
4. წალკის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) იმ ქონების (მოძრავი ნივთის) ჩამოწერის საკითხს, რომლის საწყისი საბალანსო ღირებულება არ აღემატება 1000 (ერთი ათასი) ლარს, ერთპიროვნულად წყვეტს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი და პასუხს აგებს ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისწორეზე.
5. ჩამოწერილი ქონებიის რეალიზებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს შესაბამისი იურიდიული პირი, წალკის მუნიციპალიტეტის მერიის თანხმობით.