ოზურგეთის მუნიციპალიტეტის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 |
|
2019 წლის 3 ივლისი ქ. ოზურგეთი
|
|
2. წინამდებარე წესი არ აწესრიგებს სამეურნეო მასალების, საკანცელარიო ნივთების, კვების პროდუქტების, მედიკამენტებისა და შესახვევი საშუალებების, სათბობი, საწვავი და საცხები მასალების, სათადარიგო ნაწილების, ინვენატარიზაციისა და ჩამოწერის წესს.
2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
3. შესაბამისი დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი.
4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) – ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით დაწესებულებაში შექმნილი კომისია.
2. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ძირითადი სააშუალების ჩამოწერა ხდება ყოველი წლის ბოლოს ჩატარებული აქტივებისა და ვალდებულებათა ივენტარიზაციის საფუძველზე, ხოლო ჩამოწერის შედეგები აისახება დაწესებულების წლიურ ბალანსზე. გამონაკლის შემთხვევაში, თუ ამას დაწესებულების ინტერესები მოითხოვს, ქონების ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც.
2. კომისია იქმნება შემდეგი შემადგენლობით:
ა) კომისიის თავმჯდომარე – ხელმძღვანელობს კომისიას;
ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე – კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ხელმძღვანელობს კომისიას;
გ) კომისიის მდივანი – ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია სისწორეზე;
დ) კომისიის წევრები.
3. საჭიროების შემთხვევაში კომისიის წევრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები.
4. კომისია იქმნება წელიწადში ერთხელ, საანგარიშო წლის დასრულებამდე არაუგვიანეს სამი თვის განმავლობაში, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში.
5. კომისია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე ყველა წევრი.
6. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. კომისიის მიერ საკითხი გადაწყვეტილად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
7. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ, ფიზიკურ მდგომარეობას, ქონების ჩამოწერის საფუძველს, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციას.
8. საინვენტარიზაციო კომისია პასუხისმგებელია:
ა) საინვენტარიზაციო აღწერებში არაფინანსური აქტივების, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების, ასევე, ბალანსის საცნობარო მუხლებში ასახული მატერიალური ფასეულობების შესახებ ჩანაწერების შეტანის სისრულესა და სიზუსტეზე;
ბ) საინვენტარიზაციო აღწერებში აქტივების განმასხვავებელი ნიშნების (ტიპი, ხარისხი, ზომა, რიგითი ნომერი და ა.შ.) სწორად შეტანაზე.
9. საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის წევრების ფუნქციებს და პასუხისმგებელია ინვენტარიზაციის ბრძანებით დადგენილ ვადებში ჩატარებასა და წესების დაცვაზე.
10. საინვენტარიზაციო კომისიის წევრებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მათზე დაკისრებული ფუნქციების შეუსრულებლობაზე, ასევე, საინვენტარიზაციო აღწერებში არასწორი მონაცემების შეტანაზე, ორგანიზაციის კუთვნილი მატერიალური ფასეულობების დანაკლისის ან ზედმეტობის დაფარვაზე.
2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის „საბიუჯეტო ორგანიზაციის პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრირების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების მოთხოვნებს.
3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი უზრუნველყოფს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ღირებულებების დადგენის აქტების შემოწმებასა და დადასტურებას შესაბამისი აუდიტორის მიერ, რომელსაც შემდგომში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ამტკიცებს კომისიის მიერ ძირითადი საშუალებების ჩამოწერასთნ დაკავშირებულ ყველა აქტს.
4. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა.
5. დაუმთავრებელი მშენებლობის ან ექსპლოატაციისათვის გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობების ჩამოწერისას საჭიროა საექსპერტო დასკვნა.
6. ჩამოწერის შედეგად მიღებული მასალები (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვა), რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს დაწესებულების ბალანსზე მარაგების სახით.
2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი თანხმობას გასცემს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების ჩამოწერის შესახებ.
3. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოწერილი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა.
4. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოიწვიოს სპეციალისტი.
5. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) იმ ქონების (ნივთის) ჩამოწერის საკითხს, რომლის საწყისი საბალანსო ღირებულება არ აღემატება 1000 (ერთი ათასი) ლარს, ერთპიროვნულად წყვეტს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი და პასუხს აგებს ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისწორეზე.
6. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია ხდება საქართველოს მთავრობის „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 08 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად.
2. ქონების განადგურებას ახორციელებს კომისია.
3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს დაწესებულება, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებელი ქონება.
4. ქონება უნდა განადგურდეს სპეციალურად ამ მიზნისთვის გამოყოფილ ადგილებში და ნაგვის დასაწვავ ადგილებში.
5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განადგურების პროცესის დამსწრე პირ(ებ)ი.
6. ქონების განადგურების აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ.
7. განადგურების მართლზომიერებასა დ ა შედეგებზე პასუხისმგებელია კომისია.