„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №310 |
|
2019 წლის 3 ივლისი ქ. თბილისი |
„გამონაკლისი:
1. არ არის აუცილებელი, არსებული გზა-კიბე 1009-ე ქვეთავის მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს, თუ არსებული სივრცე და კონსტრუქცია დახრის შემცირების საშუალებას არ იძლევა.
2. სახელურები, რომლებიც სხვა შემთხვევაში 1009.2 ქვეთავს უნდა შეესაბამებოდეს, არ არის აუცილებელი, აკმაყოფილებდეს 1012.6 ქვეთავის მოთხოვნებს სახელურების მთლიანად გაგრძელების შესახებ, თუ ასეთი გაგრძელებები საფრთხის გამომწვევი იქნება გეგმის კონფიგურაციიდან გამომდინარე.
3. სც-2 დაკავებულობების მქონე არსებული მრავალბინიანი სახლების სხვენი დასაშვებია, გადაკეთდეს დახრილჭერიან საცხოვრებელ სივრცედ − მანსარდად, ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობის გათვალისწინებით:
3.1. არსებული შენობა არ არის მაღლივი და შენობის სხვენის მანსარდად გადაკეთების შემთხვევაში, შენობა მანსარდის სართულიანად არ უნდა იყოს 8 სართულზე მეტი.
3.2. დაუშვებელია, წესებთან შეუსაბამო შენობაში არსებული გზა-კიბის შეუსაბამობის კიდევ უფრო მეტად გაზრდა.
3.3. თუ შენობაში არსებული გზა-კიბე გრძელდება სხვენის დონემდე, შესაძლებელია სხვენის ისეთ მანსარდად გადაკეთება, რომ იყოს ცალკე საცხოვრებელი ერთეული (ბინა).
3.4. თუ შენობაში არსებული გზა-კიბე არ გრძელდება სხვენის დონემდე, შესაძლებელია სხვენის ისეთ მანსარდად გადაკეთება, რომელიც იქნება სხვენის ქვემოთ მდებარე საცხოვრებელი ერთეულის (ბინის) ნაწილი, სადაც დონეები ერთმანეთთან დაკავშირებული იქნება საცხოვრებელ ერთეულში (ბინაში) ამ წესის შესაბამისად მოწყობილი კიბით.
3.5. სხვენის მანსარდად გადაკეთებისას დასაშვებია, შენობის თითოეული სადარბაზოს მანსარდის სართულზე დაკავებულობის დატვირთვა იყოს მაქსიმუმ 15 და გასასვლელთან მისადგომი სავალი მანძილი გაიზარდოს მაქსიმუმ 20 მეტრით.
3.6. დაუშვებელია ქუჩაზე გამავალი არსებული გარე კედლ(ებ)ის, მთავარი ფასად(ებ)ის სიმაღლის გაზრდა.
3.7. დასაშვებია სხვა გარე კედლების ქუჩაზე გამავალი არსებული გარე კედლის მთავარი ფასადის სიმაღლემდე გაზრდა.
3.8. მანსარდის სართული უნდა იყოს წესის 1208.2 პუნქტის შესაბამისი სიმაღლის.
3.9. დასაშვებია სახურავის არსებული კეხის სიმაღლეში არა უმეტეს 1 მეტრით გაზრდა, მაგრამ მანსარდის იატაკიდან კეხის თავამდე სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 4.0 მეტრს.
3.10. სახურავის ქანობი კეხის თავიდან გარე კედლამდე უნდა იყოს სწორხაზოვანი.
3.11. დასაშვებია მანსარდის ბუნებრივი განიავებისა და განათებისათვის ღიობების მოწყობა წესის შესაბამისად.
3.12. მანსარდის კედლებისა და ჭერის დამალულ სივრცეში გამოყენებულ უნდა იქნეს უწვავი და არატოქსიკური ჯგუფის თბოსაიზოლაციო მასალა. მანსარდის დახრილჭერიანი მღობავი კონსტრუქციების ცეცხლმედეგობა გათვალისწინებული უნდა იყოს არანაკლებ 15 წუთისა. მანსარდის კედლებისა და ჭერის კონსტრუქციებში გამოყენებული უნდა იყოს ცეცხლმედეგობისათვის დამუშავებული ხის მასალა.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.07.2019.
- როდის იქნა მიღებული „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 03.07.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №310. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.021328.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.07.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №310, 03.07.2019, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.021328 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.07.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4607107/