შპს ,,მედჯორჯიას“ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/13763-19
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/07/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/ 13763-19

 

განჩინება

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

2019 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გენადი მაკარიძე

მოვალე – შპს ,,მედჯორჯია“

(საიდენტიფიკაციო კოდი 206335367)

წარმომადგენელი – დავით ხუციშვილი

 მოთხოვნა – შპს ,,მედჯორჯიას“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.

 სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

გამოარკვია:

2019 წლის 12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „მედჯორჯიას“ წარმომადგენელმა დავით ხუციშვილმა და მოითხოვა კომპანიის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება. 13 ივნისის განჩინებით განცხადებაზე დადგენილი იქნა ხარვეზი, რომლის აღმოსაფხვრელად კომპანიას განესაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა.

 შპს „მედჯორჯიას“ წარმომადგენელმა 2019 წლის 21 ივნისს ხარვეზის შესახებ განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, სადაც აღნიშნულია შემდეგი: შპს ,,მედჯორჯია“ (ძველი დასახელება – შპს ,,წმინდა შიო მღვიმელი“) რეგისტრაციაში გატარდა თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2008 წლის 9 ოქტომბერს. კომპანიის სახელზე, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2011 წლის 15 თებერვლის №130/ო ბრძანებით გაცემული იქნა სტაციონარული დაწესებულების ნებართვა, შესაბამისად კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენს სამედიცინო მომსახურების გაწევა.

საზოგადოებას სს „თიბისი ბანკსა“ (ს/კ 204854595; მისამართი: ქ. თბილისი, მარჯანიშვილის ქ. №7) და სს „საქართველოს ბანკში“ (ს/კ 204378869; ქ. თბილისი, გაგარინის ქ. 29ა), გახსნილი აქვს ანგარიშსწორების შემდეგი ანგარიშები: 1. სს ,,თიბისი ბანკი“ ანგ. №GE56TB5650836080100004 (GEL); 2. სს ,,თიბისი ბანკი“ ანგ. №GE56TB5650836180100002 (USD,EUR); 3. სს ,,საქართველოს ბანკი“ ანგ. №GE09BG0000000833697800 (GEL, USD, EUR);

კომპანიას არ გააჩნია სადეპოზიტო (საანაბრე) ანგარიშები. მის სახელზე საკუთრების უფლებით არ ირიცხება არც უძრავი ქონება და არც მოძრავი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები, იგი ასევე არ ფლობს წილ(ებ)ს სხვა კომპანიაში.

რაც შეეხება აქტივებს, კომპანია ფლობს შემდეგი სახის მატერიალურ და არამატერიალურ აქტივებს:

1. ძირითადი საშუალებები (მოძრავი ქონება) – რომელთა ნარჩენი საბალანსო ღირებულება შეადგენს - 385 093,81 ლარს, საიდანაც 256 990.00 ლარის ღირებულების ძირითადი საშუალებები დატვირთულია ლიზინგით სს ,,თიბისი ლიზინგის“ მიერ;

2. არამატერიალური და განსაკუთრებული ტიპის აქტივები, რომელთა ნარჩენი საბალანსო ღირებულება შეადგენს – 156 433.00 ლარს;

3. დებიტორული მოთხოვნები – 554 972.21 ლარის ოდენობით, მათ შორის მოკლევადიანი – 227 288.37 ლარი, ხოლო გრძელვადიანი - 327 683.84 ლარი;

4. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (მარაგები) – 13 333.88 ლარის ოდენობით;

5. ფულადი რესურსი – 28 706 ლარის ოდენობით, მათ შორის 28 659.96 ლარი, რომელიც განთავსებულია სს „თიბისი ბანკში“ არსებულ საბანკო ანგარიშებზე;

 კომპანიის მატერიალური და არამატერიალური აქტივი საერთო ჯამში შეადგენს 1 138 539 ლარს, აქედან 28 659.96 ლარი შეადგენს სს ,,თიბისი ბანკის“ ანგარიშზე არსებულ ფულად რესურსს, რომელსაც ყადაღა ადევს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის განჩინების საფუძველზე.

 რაც შეეხება ვალდებულებებს, კომპანიას გააჩნია შემდეგი კრედიტორული დავალიანებები:

 1. საგადასახადო ვალდებულება – 330 586,45 ლარის ოდენობით;

2. სახელფასო ვალდებულებები – 585 158,00 ლარის ოდენობით;

3. მოკლევადიანი ვალდებულებები, საერთო ჯამში – 245 264.58 ლარის ოდენობით;

4. გრძელვადიანი ვალდებულებები საერთო ჯამში –307 483.22 ლარის ოდენობით;

განმცხადებლის მითითებით შპს ,,მედჯორჯიას“ აქტივების საერთო ღირებულება, სს ,,თიბისი ბანკის“ ანგარიშზე არსებული ფულადი რესურსის ჩათვლით, ჯამში შეადგენს 1 138 539 ლარს, ხოლო კრედიტორული დავალიანებების ჯამური ოდენობა – 1 468 492 ლარს, ანუ კომპანიის ფინანსური ვალდებულებები აღემატება აქტივების ჯამურ ღირებულებას – 329 953 ლარით. ამასთან კომპანიის მიმდინარე აქტივები საერთო ჯამში შეადგენს მხოლოდ 269328 ლარს, ხოლო მოკლევადიანი ვალდებულებების ჯამი არის 1 161 009 ლარი.

 შპს ,,აუდიტორული ფირამა – ბაკაშვილი და კომპანიის“ 2019 წლის 6 ივნისის დასკვნის მიხედვით შპს ,,მედჯორჯია“ დგას მნიშვნელოვანი ფინანსური სიძნელეების წინაშე. საზოგადოების ვადამოსული კრედიტორული ვალდებულებები არსებითად აღემატება მოკლევადიან დებიტორულ მოთხოვნებს. საწარმოში შემოსული ფულადი ნაკადები ვერ უზრუნველყოფს კომპანიის მიმდინარე დანახარჯების დაფარვას. ფინანსური მდგომარეობა უფრო დამძიმებულია იმ ფონზე, რომ კომპანიის ყოფილი თანამშრომლების სარჩელების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის განჩინების საფუძველზე (საქმე №2/8237-19) სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულია შპს ,,მედჯორჯიას“ საბანკო ანგარიშები.

 კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით განმცხადებლის წინაშე დგას ვადამოსული ვალდებულებების შესრულების პრობლემა, უფრო მეტიც გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების გარეშე შეუძლებელია საწარმოო ციკლის უწყვეტად შენარჩუნება. იმის გამო, რომ 2019 წლის 17 აპრილს ყადაღა დაედო კომპანიის ქონებას, იგი ვერ უზრუნველყოფს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებას, ვერ ხერხდება კომუნალური გადასახადების გადახდა და კომპანია დგას კომუნალური მომსახურების შეწყვეტის წინაშეც, ხოლო კომუნალური მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში, შპს ,,მედჯორჯია“ ვეღარ უზრუნველყოფს სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელებას. ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით შპს ,,მედჯორჯიას“ პარტნიორებმა 2019 წლის 7 ივნისის კრებაზე, აუდიტის დასკვნის საფუძველზე მიიღეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება.

 სასამართლო განმარტავს, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

 ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად გადახდისუუნარობა არის მოვალის უუნარობა, დააკმაყოფილოს კრედიტორის ვადამოსული მოთხოვნა.

 საქმეში წარმოდგენილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 30 აპრილის №148158 ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით შპს ,,მედჯორჯია’’-ს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. ამავე სააგენტოს 2019 წლის 20 ივნისის №214891 ცნობით დგინდება, რომ კომპანია არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად.

 განმცხადებლის მითითებით შპს ,,მედჯორჯიას“ აქტივების საერთო ღირებულება, სს ,,თიბისი ბანკის“ ანგარიშზე არსებული ფულადი რესურსის ჩათვლით, ჯამში შეადგენს 1 138 539 ლარს, ხოლო კრედიტორული დავალიანებების ჯამური ოდენობა - 1 468 492 ლარს, ანუ კომპანიის ფინანსური ვალდებულებები აღემატება აქტივების ჯამურ ღირებულებას - 329 953 ლარით.

 საქმეში წარმოდგენილია შპს ,,აუდიტორული ფირმა ,,ბაკაშვილი და კომპანია’’-ს 2019 წლის 6 ივნისის დასკვნა, რომლის შესაბამისად შპს ,,მედჯორჯია’’-ს ფაქტობრივად უდგას ვადამოსული ვალდებულებების გადასახადების გადახდის პრობლემა. არსებული რესურსებით საწარმოო ციკლის შენარჩუნებით შეუძლებელია ვალდებულებების დაფარვა და შესაბამისად ფაქტობრივად საწარმო გამოდის გადახდისუუნარო.

 სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,მედჯორჯია“-ს განცხადება აკმაყოფილებს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და ის მიღებული უნდა იქნეს სასამართლოს წარმოებაში.

 სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-19, მე-20, 21-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით

 დ ა ა დ გ ი ნ ა

1. განცხადება შპს ,,მედჯორჯიას“ (ს/ნ 206335367) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნეს სასამართლო წარმოებაში.

 2. მეურვედ დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო), აღნიშნულის შესახებ ეცნობოს მეურვეს.

 3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან მოვალეს ეკრძალება ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე. ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია კანონით განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოთხოვნები ვალის წარმოშობის საფუძვლის მითითებით.

 4. შეჩერდეს მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება;

 5. იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა. საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით საწარმო უფლებამოსილია მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობით იკისროს ახალი სახელშეკრულებო ვალდებულებები.

6. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან გადახდისუუნარობის (გაკოტრების, რეაბილიტაციის) საქმის წარმოების პროცესში მოვალის ინტერესებს იცავს მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე.

7. განემარტოს მეურვეს, რომ იგი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობაზე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, მეურვე ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს, მოამზადოს და ორგანიზაციულად უზრუნველყოს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კომიტეტის სხდომა თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში. მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინოს ინფორმაცია სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურების შესახებ;

8. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, რომლებიც დაკავშირებულია სამეურვეო ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვასთან. ამ საკითხზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლო ნებართვას გასცემს განჩინების ფორმით, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით. კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება. მოამზადოს დასკვნა მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ასევე მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელების ან შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ და აღნიშნული დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს კრედიტორთა კრებას. მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში მეურვის მიერ გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს გადახდისუუნარობის საქმის აღძვრის ინიციატორი ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

9. განემარტოთ კრედიტორებს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში კრედიტორებმა მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები უნდა წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს. მოთხოვნებს უნდა ერთოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები. მეურვე უფლებამოსილია პირს, რომელსაც აქვს რაიმე პრეტენზია ან მოთხოვნა მოვალის მიმართ (სავარაუდო კრედიტორს), მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები მის მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით;

10. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2019 წლის 6 აგვისტოს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში, სხდომათა დარბაზი №51 (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კნ. №6. ) შემდეგი დღის წესრიგით: 1. მეურვის ანგარიშის მოსმენა; 2. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა;

11. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინება გამოტანიდან არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა გამოაქვეყნდეს ელექტრონულ სისტემაში. ასევე განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვემ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’ განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებ გვერდზე www.geocourts.ge;

12. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კნ. №6. ).

 მოსამართლე გენადი მაკარიძე