შპს ,,ნუგოს“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/13469-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე განცხადების წარმოებაში
მიღების შესახებ
2019 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი – შპს „ნუგო“
(საიდენტიფიკაციო კოდი 400036484)
დირექტორი – ნუგზარ ჩიტაძე
წარმომადგენელი – ზვიად გადელია
მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2019 წლის 10 ივნისს განცხადებით მომართა შპს „ნუგოს“ სახელით ზვიად გადელიამ და მოითხოვა შპს „ნუგოს“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 ივნისის განჩინებით შპს „ნუგოს“ სახელით ზვიად გადელიას განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა, წარმოადგინოს სასამართლოში შპს „ნუგოს“ მიერ ზვიად გადელიას მიმართ სათანადო წესით გაცემული რწმუნებულება/მინდობილობა, შპს „ნუგოს“ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (ორგანოს) მიერ მიღებული გადაწყვეტილება შპს „ნუგოს“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ, ინფორმაცია სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან შპს „ნუგოს“ სახელზე რიცხული უძრავი ქონების თაობაზე, ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან შპს „ნუგოს“ სახელზე არსებული სატრანსპორტო საშუალების თაობაზე და სს „საქართველოს ბანკის“ გარდა სხვა კომერციული ბანკებიდან ინფორმაცია შპს „ნუგოს“ ფინანსური მდგომარეობის თაობაზე.
2019 წლის 25 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ნუგოს“ წარმომადგენელმა ზვიად გადელიამ და ხარვეზის შესების მიზნით წარმოადგინა შპს „ნუგოს“ მიერ ზვიად გადელიას მიმართ სათანადო წესით გაცემული რწმუნებულება/მინდობილობა, შპს „ნუგოს“ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (ორგანოს) მიერ მიღებული გადაწყვეტილება შპს „ნუგოს“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ, ინფორმაცია სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან შპს „ნუგოს“ სახელზე რიცხული უძრავი ქონების თაობაზე, ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან შპს „ნუგოს“ სახელზე არსებული სატრანსპორტო საშუალების თაობაზე და შემოსავლების სამსახურიდან ცნობა შპს „ნუგოს“ კომერციულ ბანკებში არსებული ანგარიშების თაობაზე.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ არსებობს შპს „ნუგოს“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების საფუძვლები შემდეგ გარემოებათა გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, სასამართლო გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხს წყვეტს განცხადების შეტანიდან 5 დღის ვადაში, გარდა ამ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე. თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე, გადახდისუუნარობის საქმე გახსნილად ითვლება განცხადების შეტანის დღიდან.
აღნიშნული კანონის მე-17 მუხლის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას, მაშინ კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა შპს „ნუგოს“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების საფუძვლები.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, მე-19, 21-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ნუგოს“ (ს/კ 400036484) წარმომადგენლის ზვიად გადელიას განცხადება შპს „ნუგოს“ (ს/კ 400036484) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე მიღებულ იქნეს სასამართლო წარმოებაში.
2. შპს „ნუგოს“ (ს/კ 400036484) მეურვედ დაინიშოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო.
3. შპს „ნუგოს“ (ს/კ 400036484) აეკრძალოს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.
4. შპს „ნუგოს“ (ს/კ 400036484) მიმართ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვას იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.
5. აიკრძალოს გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე არსებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა, პროცენტების, პირგასამტეხლოს და საურავების (მათ შორის – საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა.
6. განემარტოს მეურვეს, რომ ის ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას დაზიანებისა და განადგურებისაგან, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ, კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება.
7. განემარტოს შპს „ნუგოს“ (ს/კ 400036484), რომ ის ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ. ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა გამოწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
8. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილნი არიან განჩინების გამოქვეყნებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს და მეურვეს თავიანთი მოთხოვნები შპს „ნუგოს“ (ს/კ 400036484) მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად. მოთხოვნები გაცხადებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში.
9. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2019 წლის 12 აგვისტოს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მისამართზე: დავით აღმაშენებელის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6, დარბაზში №51, შემდეგი დღის წესრიგით:
ა) მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების განხილვა და ანალიზი;
ბ) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება;
გ) გაკოტრების მმართველის დანიშვნა.
10. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე და გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში არაუგვიანეს 2019 წლის 12 ივლისისა, განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვემ სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურომ.
11. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოში, განჩინების გამოქვეყნებიდან ან გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი