„სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 თებერვლის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№312
სარეგისტრაციო კოდი
360160000.10.003.021330
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/07/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №312

2019 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

 

„სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 თებერვლის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 თებერვლის №50 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/02/2019, 360160000.10.003.021065) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის“ დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, არა უმეტეს 17 000 000 ლარის ფარგლებში.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის“ მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. დარჩენილი თანხისა და ეკონომიების განაწილების წესი

1. პროგრამის დაფინანსების მიმდინარე წლის 15 აგვისტომდე სრულად გაუნაწილებლობის შემთხვევაში, დარჩენილი თანხა კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება, განაწილდეს ამ პროგრამის ან/და „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების შესაბამისად.

2. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტებისათვის გამოყოფილი თანხებიდან დარჩენილი ეკონომიები კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება, განაწილდეს ამ პროგრამის ან/და „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 ივლისიდან.

 


პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე