„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/327 |
|
2019 წლის 5 ივლისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016067, 20.04.2011) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ჰ59“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ59) საქართველოს ნავსადგურში გემის შესვლა-გასვლის გაფორმება: 100-1000 GT – 280 ლარი; 1001-5000 GT – 510 ლარი; 5001-15000 GT – 820 ლარი; 15001< GT – 1050 ლარი. შენიშვნა: თუ გემი ერთი და იმავე რეისის განმავლობაში შედის საქართველოს რამდენიმე ნავსადგურში, პირველ ნავსადგურში შესვლის დროს იხდის ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებლის 100%, ხოლო მეორე და შემდგომ ნავსადგურში შესვლის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული საფასური მცირდება 50%-ით.“; ბ) „ჰ60“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„ჰ60) საქართველოს ნავსადგურში შემოსული გემებისათვის, გარდა სანავსადგურე და ტექნიკური მომსახურების ფლოტისთვის, 500 საერთო ტევადობის (GT) მქონე სამგზავრო, თევზსაჭერი, თევზსარეწი და თევზის ნედლეულისა და რეწვის პროდუქციის სატრანსპორტო გემებისათვის გარემოს დაბინძურების საფასური:
გ) „ჰ84“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ84) საქართველოს ნავსადგურში ყოველი შესვლა/გასვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ნავსადგურის აკვატორიაში გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემებით მომსახურების საფასური 1 GT-ზე ყველა ტიპის გემისთვის, გარდა თევზსაჭერი, თევზსარეწი და თევზის ნედლეულისა და რეწვის პროდუქციის სატრანსპორტო გემებისა – 0.15 ლარი. შენიშვნა: სამხედრო გემები, აგრეთვე გემები, რომლებიც საქართველოს ნავსადგურებში შემოდიან ნავსადგურებისთვის სანავსადგურე ინფრასტრუქტურაზე საჭირო სამუშაოების შესასრულებლად გათავისუფლდებიან ამ ქვეპუნქტით დადგენილი საფასურის გადახდის ვალდებულებისგან. საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად დანიშნული სახაზო გემებისთვის ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფასურის განაკვეთი შემცირდება 20%-ით. თუ გემი ერთი და იმავე რეისის განმავლობაში შედის საქართველოს რამდენიმე ნავსადგურში, პირველ ნავსადგურში შესვლის დროს იხდის ამ პუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებლის 100%, ხოლო მეორე და შემდგომ ნავსადგურში შესვლის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული საფასური მცირდება 50%-ით.“ |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|