საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.04.2011 ბოლო ცვლილება 31.07.2025
ნომერი
№1-1/592
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.024.016067
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110418035, 20/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (33)
24
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
13.11.2012
27
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებში“ ცვლილების შეტანის თაობაზე”
02.08.2012

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების

მინისტრის ბრძანება №1-1/592

2011 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის–საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -9 მუხლის მე -3 პუნქტისა და მე -10 მუხლის მე -5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კორექტირებული

1. დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და პირობები ”.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 მაისიდან .

ვ. ქობალია

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის–საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და პირობები

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების (შემდგომ – წესი) მიზანია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ გაწეული სასერტიფიკაციო და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის მომსახურების სამართლებრივი მომწესრიგებელი ნორმების შესაბამისი პროცესების დაუბრკოლებლად, უსაფრთხოდ და ხარისხიანად შესრულების ხელშეწყობა.

2. წესი განსაზღვრავს სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეობებს, ვადებს, საფასურების განაკვეთებს, მათი გადახდის და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებს.

    მუხლი 2. წესში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებანი

1. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

ა) მომსახურება – სატრანსპორტო პროცესის შეუფერხებელი და უსაფრთხო განხორციელების მიზნით სააგენტოსათვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ქმედების განხორციელების უფლების მინიჭებასთან, სატრანსპორტო უსაფრთხოების შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემასთან, მათ აღრიცხვა-რეგისტრაციასთან და გამოყენების მონიტორინგთან, აგრეთვე სატრანსპორტო პროცესების მონაწილე სუბიექტთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან ან/და მინიჭებასთან/აღიარებასთან და რომლის განხორციელებისთვისაც დაინტერესებულმა პირმა სააგენტოს საფასური უნდა გადაუხადოს;

ბ ) საფასური – „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის მის ანგარიშზე გადარიცხული სავალდებულო თანხა.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვ ს იგივე მნიშვნელობ ა , რაც მოცემულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებში, საქართველოს საზღვაო კოდექს ში, „მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ“ საქართველოს კანონ სა და დარგის მარეგულირებელ სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში.

    მუხლი 3. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების გაწევის სახეები, საფასურის განაკვეთები და მომსახურების ვადები

1. მომსახურების სახეები, ვადები და საფასურის განაკვეთებია:

ა) გემის მართვის დონეზე პასუხისმგებელი უფროსი სამეთაურო შემადგენლობისათვის დიპლომის გაცემა:

მე-10 სამუშაო დღეს – 400 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 600 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 680 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 760 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 800 აშშ დოლარი.

ბ) გემის ექსპლუატაციის დონეზე პასუხისმგებელი საშუალო სამეთაურო შემადგენლობისათვის დიპლომის გაცემა:

მე-10 სამუშაო დღეს – 267 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 400 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 453 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 507 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 533 აშშ დოლარი.

გ) გემის დამხმარე დონეზე პასუხისმგებელი საშუალო სამეთაურო შემადგენლობისათვის მოწმობის გაცემა:

მე-10 სამუშაო დღეს – 100 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 140 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 160 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 180 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 190 აშშ დოლარი.

დ)გემის მართვის დონეზე პასუხისმგებელი უფროსი სამეთაურო შემადგენლობისათვის დიპლომის გაცემა სხვა ქვეყნის მოქალაქეზე:

მე-10 სამუშაო დღეს – 720 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 1 080 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 1 224 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 1 368 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 1 440 აშშ დოლარი.

ე)გემის ექსპლუატაციის დონეზე პასუხისმგებელი საშუალო სამეთაურო შემადგენლობისათვის დიპლომის გაცემა სხვა ქვეყნის მოქალაქეზე:

მე-10 სამუშაო დღეს – 480 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 720 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 816 აშშ დოლარი ;

24 საათის გასვლისთანავე – 912 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 960 აშშ დოლარი.

ვ)გემის დამხმარე დონის პასუხისმგებელი სპეციალისტებისთვის დიპლომის გაცემა სხვა ქვეყნის მოქალაქეზე:

მე-10 სამუშაო დღეს – 180 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 252 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 288 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 324 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 342 აშშ დოლარი.

ზ)სხვა სახელმწიფოს საზღვაო ადმინისტრაციის მიერ გაცემული დიპლომის აღიარება მართვის დონეზე სამეთაურო შემადგენლობისათვის – 240 აშშ დოლარი.

თ) სხვა სახელმწიფოს საზღვაო ადმინისტრაციის მიერ გაცემული დიპლომის აღიარება ექსპლუატაციის დონეზე პასუხისმგებელი საშუალო სამეთაურო შემადგენლობისათვის – 173 აშშ დოლარი.

ი) სწავლების აღიარებული კურსის გავლის დამადასტურებელი ჩანაწერის გაკეთება საქართველოს მოქალაქეზე გაცემულ მოწმობაში:

მე-10 სამუშაო დღეს – 7 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 11 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 13 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 15 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 17 აშშ დოლარი.

კ) არაკონვენციური მოწმობების გაცემა საქართველოს მოქალაქეებზე:

მე-10 სამუშაო დღეს – 80 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 113 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 133 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 147 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 167 აშშ დოლარი.

ლ) არაკონვენციური მოწმობების გაცემა სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე:

მე-10 სამუშაო დღეს – 144აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 203აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 239აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 264აშშ დოლარი;

მ) სწავლების აღიარებული კურსის გავლის დამადასტურებელი ჩანაწერის გაკეთება სხვა ქვეყნის მოქალაქეზე გაცემულ მოწმობაში:

მე-10 სამუშაო დღეს – 10 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 17 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 20 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 22 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 25 აშშ დოლარი.

ნ) მეზღვაურის წიგნაკის გაცემის დაჩქარებული მომსახურება:

მე-5 სამუშაო დღეს – 100 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 113 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 167 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 200 აშშ დოლარი.

ო) განმეორებითი მოწმობის/დიპლომის გაცემა:

მე-10 სამუშაო დღეს – 33 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 50 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 57 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 63 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 67 აშშ დოლარი.

პ)რადიოლოკაციური სისტემების ოპერატორის მოწმობის გაცემა:

მე-10 სამუშაო დღეს – 267 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 400 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 453 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 507 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 533 აშშ დოლარი.

ჟ) GMDSS დიპლომის გაცემა საქართველოს მოქალაქეებზე:

მე-10 სამუშაო დღეს – 150 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 225 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 255 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 285 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 300 აშშ დოლარი.

რ) GMDSS დიპლომის გაცემა სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე:

მე-10 სამუშაო დღეს – 220 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 330 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 374 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 418 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 440 აშშ დოლარი.

ს) ლოცმანის სერტიფიკატის გაცემა – 600აშშ დოლარი.

ტ) სალოცმანო სამსახურის სერტიფიცირება – 4 667 აშშ დოლარი.

უ)საქართველოს სახელმწიფო დროშით ნაოსნობის უფლების მოწმობის პირველადი გაცემის დაჩქარებული მომსახურება გემებზე, რომელთა საერთო ტევადობა არის 500 რეგისტრული ტონა ან მეტი:

მე-5 სამუშაო დღეს – 560 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 640 აშშ დოლარი.

ფ) საქართველოს სახელმწიფო დროშით ნაოსნობის უფლების მოწმობის პირველადი გაცემის დაჩქარებული მომსახურება გემებზე, რომელთა საერთო ტევადობა არის 100-დან 500 რეგისტრულ ტონამდე :

მე-5 სამუშაო დღეს – 140 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 160 აშშ დოლარი.

ქ) საქართველოს სახელმწიფო დროშით ნაოსნობის უფლების მოწმობის ყოველწლიური განახლების დაჩქარებული მომსახურება:

მე-5 სამუშაო დღეს – 131 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 493 აშშ დოლარი.

ღ) ზომამცირე გემების რეგისტრაციის/რეგისტრაციის განახლების დაჩქარებული მომსახურება:

მე-5 სამუშაო დღეს – 93 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 107 აშშ დოლარი.

ყ) ნიჩბიანი კანჯოების რეგისტრაციის/რეგისტრაციის განახლების დაჩქარებული მომსახურება:

მე-5 სამუშაო დღეს – 28 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 32 აშშ დოლარი.

შ) ჰიდროციკლების რეგისტრაციის/რეგისტრაციის განახლების დაჩქარებული მომსახურება:

მე-5 სამუშაო დღეს – 280 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 320 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 540აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 600აშშ დოლარი.

ჩ) გემის მესაკუთრის შეცვლასთან დაკავშირებული ყველა საბუთის გაცემა:

მე-7 სამუშაო დღეს – 267 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 400 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 453 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 507 აშშ დოლარი.

ც) გემის სახელ წოდებ ის შ ეცვლასთან დაკავშირებული ყველა საბუთის გაცემა, თუ მესაკუთრე არ იცვლება:

მე-7 სამუშაო დღეს – 200 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 300 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 340 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 380 აშშ დოლარი.

ძ) გემის საქართველოს სახელმწიფო რეესტრიდან მოხსნის ამონაწერის გაცემა:

მე-7 სამუშაო დღეს – 200 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 300 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 340 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 380 აშშ დოლარი.

წ)გემის უშიშროების საერთაშორისო მოწმობის გაცემა :

მე-7 სამუშაო დღეს – 133 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 200 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 227 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 253 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 267 აშშ დოლარი.

ჭ) გემის უშიშროების გეგმის (SSP) დამოწმება:

30-ე სამუშაო დღეს – 667აშშ დოლარი;

მე-20 სამუშაო დღეს – 1 200აშშ დოლარი;

ხ) გემის საკუთრების მოწმობის გაცემა:

მე-7 სამუშაო დღეს – 200 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 300 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 340 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 380 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 400 აშშ დოლარი.

ჯ) ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობის მოწმობის გაცემა:

მე-7 სამუშაო დღეს – 100 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 150 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 170 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 190 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 200 აშშ დოლარი.

ჰ) გემის განმეორებითი დოკუმენტების გაცემა:

მე-7 სამუშაო დღეს – 33 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 50 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 57 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 63 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 67 აშშ დოლარი.

ჰ.1) გემის დოკუმენტების ასლის გაცემა:

მე-7 სამუშაო დღეს – 33 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 50 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 57 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 63 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 67 აშშ დოლარი.

ჰ.2) იპოთეკის რეგისტრაცია გემებისათ ვ ის, რომელთა საერთო ტევადობა აღემატება 100 რეგისტრულ ტ ონა ს:

მე-7 სამუშაო დღეს – 200 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 300 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 340 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 380 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 400 აშშ დოლარი.

 

ჰ.3) 100 რეგისტრულ ტ ონა ზე ნაკლები საერთო ტევადობის გემების იპოთეკის რეგისტრაცია:

მე-7 სამუშაო დღეს – 200 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 300 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 340 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 380 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 400 აშშ დოლარი.

ჰ.4) იპოთეკაზე ცნობის გაცემა:

მე-7 სამუშაო დღეს – 33 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 50 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 57 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 63 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 67 აშშ დოლარი.

ჰ.5) იპოთეკ ის რეგისტრაციიდან მოხსნა:

მე-7 სამუშაო დღეს – 67 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 100 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 113 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 127 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 133 აშშ დოლარი.

ჰ.6) სახომალდო რადიოსადგურის სერტიფიკატის გაცემა:

მე-10 სამუშაო დღეს – 30 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 42 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 48 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 54 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 60 აშშ დოლარი.

ჰ.7) გემების განმეორებითი შემოწმება ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის მიერ – 333 აშშ დოლარი;

ჰ.8) სხვა სახელმწიფოს დროშით მცურავი გემის (გარდა თევზსაჭერი და ზომამცირე გემების) ნავსადგურის შესვლა/გასვლის გაფორმება – 200 აშშ დოლარი;

ჰ.9) თევზსაჭერი გემის ნავსადგურში შესვლა/გასვლის 15-დღიანი საშვის გაცემა – 100 აშშ დოლარი.

ჰ.10) ზომამცირე გემის ნავსადგურში შესვლა/გასვლის გაფორმება – 33 აშშ დოლარი.

ჰ.11) GEOREP- სისტემაში მონაწილეობის საფასური – 113 აშშ დოლარი;

ჰ.12) საზღვაო სასწავლებლის აღიარება განცხადების შეტანიდან 30-ე დღეს – 3667 აშშ დოლარი.

ჰ.13) საზღვაო-საწვრთნელი ცენტრების აღიარების მოწმობის გაცემა განცხადების შეტანიდან 30-ე დღეს – 3333 აშშ დოლარი.

ჰ.14) საზღვაო სამედიცინო ცენტრების აღიარების მოწმობის გაცემა განცხადების შეტანიდან 30-ე დღეს – 3333 აშშ დოლარი.

ჰ.15) „მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სასწავლო პროგრამის აღიარება – 200 აშშ დოლარი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „უ“და „ფ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საფასურის გადახდის ვალდებულება არ ვრცელდება რეგისტრაციის წელს აშენებულ გემების პირველად რეგისტრაციაზე; საფასურის განაკვეთი შემცირდება 75%-ით, თუ დასარეგისტრირებელი გემის ასაკი არის 5 წელზე ნაკლების ან 50%-ით, თუ დასარეგისტრირებელი გემის ასაკი არის 6-დან 15 წლამდე. თუ გემის ასაკი არის 21-დან 30 წლამდე, მაშინ აღნიშნული საფასურის განაკვეთი გაიზრდება 25%-ით, ხოლო თუ გემის ასაკი აღემატება 31 წელს, მაშინ საფასურის განაკვეთი გაიზრდება 50%-ით.

3. საფასურის ოდენობა განსაზღვრულია აშშ დოლარებში, ხოლო ანგარიშსწორება წარმოებს ლარებში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ანგარიშწორების დღისათვის დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

4. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გაუთვალისწინებელი საფასურის გადახდის ვალდებულების ვინმესთვის დაკისრება.

5. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადები განისაზღვრება ამ წესით და მოქმედი კანონმდებლობით.

6. მომსახურების ვადების ათვლა იწყება მომსახურების გაწევის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

7. დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე სააგენტო მომსახურებას ახორციელებს დაჩქარებული წესით.

    მუხლი 4. საფასურის გადახდის წესი

1. სააგენტოს მომსახურებით დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებული საფასური, ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ოდენობით.

2. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევის დაწყებამდე, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, გარდა საჯარო დაწესებულებისა, რომელიც უფლებამოსილია მომსახურების საფასური გადაიხადოს შესაბამისი მომსახურების გაწევის შემდეგ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნული ვალუტით ბანკებში, დადგენილი ფორმის ქვითრის გაცემით.

5. საფასური ჩაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე.

    მუხლი 5. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი

1. თუ საფასური გადახდილია დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს ნაწილობრივ დაუბრუნდება საფასური, ანუ სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და დადგენილ განაკვეთს შორის და საბანკო მომსახურების საკომისიოს გათვალისწინებით.

2. გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ:

ა) სააგენტო კანონიერი საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს მომსახურების განხორციელებაზე;

ბ) დაინტერესებული პირი მომსახურების დაწყებამდე უარს აცხადებს მომსახურებაზე წერილობითი ფორმით.

3. გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნება ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე 10 სამუშაო დღის ვადაში. განცხადება უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მას თან უნდა ერთოდეს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. განცხადება წარმოდგენილ უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან ერთი თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება.

4. საფასურთან დაკავშირებული დავა წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.