„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/539 |
|
2023 წლის 28 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებით (სსმ, ვებპორტალი, 040030000.22.024.016067, 20.04.2011) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობებში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ჰ92“ და „ჰ93“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "ჰ92) „საზღვაო კულინარიის“ გადამზადების პროგრამის აღიარება: განცხადების შეტანიდან 10-დან 15 სამუშაო დღის განმავლობაში – 2 070 ლარი; ჰ93) გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის გადამზადების პროგრამის აღიარება:
განაცხადის შეტანიდან 10-15 სამუშაო დღის განმავლობაში – 6 230 ლარი;“; გ) „ჰ97“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის: „ჰ98“-„ჰ104“ ქვეპუნქტები: „ჰ98) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე შემდეგი სახის სერტიფიკატების გაცემა: ა) სანაპირო ნაოსნობაში ჩართული 24 მეტრზე ნაკლები სიგრძის იახტის კაპიტანი;
ბ) სანაპირო ნაოსნობაში ჩართული 24 მეტრზე ნაკლები სიგრძის აფრიანი იახტის კაპიტანი; ჰ99) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე შემდეგი სახის სერტიფიკატების გაცემა: ა) სანაპირო ნაოსნობაში ჩართული 24 მეტრზე ნაკლები სიგრძის იახტის კაპიტანი;
ბ) სანაპირო ნაოსნობაში ჩართული 24 მეტრზე ნაკლები სიგრძის აფრიანი იახტის კაპიტანი; ჰ100) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე შემდეგი სახის სერტიფიკატების გაცემა: ა) 24 მეტრზე ნაკლები სიგრძის იახტის კაპიტანი, რომლის ნაოსნობა განისაზღვრება არაუმეტეს 150 საზღვაო მილის დაშორებით ხმელეთიდან (საერთაშორისო ნაოსნობა);
ბ) 24 მეტრზე მეტი სიგრძის იახტის კაპიტანი; ჰ101) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე შემდეგი სახის სერტიფიკატების გაცემა: ა) 24 მეტრზე ნაკლები სიგრძის იახტის კაპიტანი, რომლის ნაოსნობა განისაზღვრება არაუმეტეს 150 საზღვაო მილის დაშორებით ხმელეთიდან (საერთაშორისო ნაოსნობა);
ბ) 24 მეტრზე მეტი სიგრძის იახტის კაპიტანი; ჰ102) სანაპირო ნაოსნობაში ჩართული იახტის კაპიტნის ან/და სანაპირო ნაოსნობაში ჩართული აფრიანი იახტის კაპიტნის გადამზადების პროგრამის აღიარება: განცხადების შეტანიდან 10-დან 15 სამუშაო დღის განმავლობაში – 5 000 ლარი; ჰ103) 24 მეტრზე ნაკლები სიგრძის იახტის კაპიტნის, რომლის ნაოსნობა განისაზღვრება არაუმეტეს 150 საზღვაო მილის დაშორებით ხმელეთიდან (საერთაშორისო ნაოსნობა) ან/და 24 მეტრზე მეტი სიგრძის იახტის კაპიტნის გადამზადების პროგრამის აღიარება: განცხადების შეტანიდან 10-დან 15 სამუშაო დღის განმავლობაში – 8000 ლარი. ჰ104) საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ გემზე, საზღვაო შრომის სერტიფიკატის გაცემა -500 ლარი.”. |
| მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ104“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2024 წლის 15 იანვარს.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ104“ ქვეპუნქტი, ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან. |
|