ქალაქ ვანში თავისუფლების ქუჩა №63-ში მდებარე შენობის მესამე სართულზე განთავსებული ვანის ცენტრალური ბიბლიოთეკისათვის პოეტისა და მთარგმნელის გიორგი ძიგვაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 10.07.2019
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27 29
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.121.016007
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/07/2019
matsne.gov.ge 204 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა ფასანაურში მდებარე მეორე ქუჩისთვის ნუგზარ გვრიტიშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 90% 25.11.2022 დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გრიგოლაანთკარის, ჩანადირთკარის, მლაშის და ჩუბინიანთკარის დამაკავშირებელი უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 90% 25.11.2022 დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭილურტში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 27.05.2022 ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის სახელის მინიჭების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 30.07.2025 დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩანადირთკარში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 27.05.2022

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ვანში თავისუფლების ქუჩა №63-ში მდებარე შენობის მესამე სართულზე განთავსებული ვანის ცენტრალური ბიბლიოთეკისათვის პოეტისა და მთარგმნელის გიორგი ძიგვაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №27 29 2019 წლის  10 ივლისი ქ. ვანი ქალაქ ვანში თავისუფლების ქუჩა №63-ში მდებარე შენობის მესამე სართულზე განთავსებული ვანის ცენტრალური ბიბლიოთეკისათვის პოეტისა და მთარგმნელის გიორგი ძიგვაშვილის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტისა და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: 1. ქალაქ ვანში თავისუფლების ქუჩა №63-ში მდებარე შენობის მესამე სართულზე განთავსებულ ვანის ცენტრალურ ბიბლიოთეკას (საკადასტრო კოდი 31.01.26.219) მიენიჭოს პოეტისა და მთარგმნელის გიორგი ძიგვაშვილის სახელი და ეწოდოს „პოეტისა და მთარგმნელის გიორგი ძიგვაშვილის სახელობის ვანის ცენტრალური ბიბლიოთეკა“. 2. ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება. 3. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს ამ განკარგულების გამოქვეყნება სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში. 4. კონტროლი განკარგულების შესრულებაზე განახორციელოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ივანიაძემ. 5. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერის დღიდან. 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).  საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი .