შპს „ბილდინგ კომპანი 2016-ის“ კრედიტორთა კრების გადადების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/4700-19
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/07/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №330210319002883354

№2/4700-19

 

საოქმო განჩინება

 

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების გადადების თაობაზე

(ამონაწერი კრედიტორთა პირველი კრების ოქმიდან)

 

2019 წლი ს 5 ივლისი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე (კრების თავმჯდომარე) : ლევან მიქაბერიძე

სხდომის მდივანი: ილია ვაშაკიძე

 

განმცხადებელი (მოვალე) შპს „ბილდინგ კომპანი 2016“

მეურვე – სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“

მოთხოვნის არსი – შპს „ბილდინგ კომპანი 2016“-ის გაკოტრება

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ბილდინგ კომპანი 2016“-ის კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 2019 წლის 16 ივლისს, 14:00 საათზე, შემდეგი დღის წესრიგით: მეურვის დეტალური მოხსენების მოსმენა, კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება, აღიარება, გაკოტრების მმართველის დანიშვნა ან/და საქმის წარმოების შეწყვეტა.

2. კრედიტორთა კრება შედგება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის შენობაში (ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, სხდომის დარბაზი №46).

3. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლო დაფაზე.

4. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება და მისი შეტანა შეიძლება განჩინების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში (ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია), ხოლო თუ განჩინების გამოცხადებას ესწრება კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

მოსამართლე (კრების თავმჯდომარე)                     ლევან მიქაბერიძე

 

სხდომის მდივანი                                                          ილია ვაშაკიძე