1. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული განათლების დაწესებულებებში უნდა არსებობდეს ბავშვის საჩივრის განხილვის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მექანიზმები. ეს მექანიზმები არ უნდა ახალისებდეს ბავშვის არაკეთილსინდისიერ ქცევას, მიმართული უნდა იყოს ობიექტური გარემოებების დადგენისკენ და უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვისა და სხვათა უფლებების პატივისცემასა და დაცვას.
2. ბავშვს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია მისი საჩივრის განხილვის მექანიზმების შესახებ.
3. ბავშვი მისი საჩივრის განხილვის პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მხარდაჭერით, კერძოდ, კომუნიკაციის, საკუთარი მოსაზრების გამოხატვისა და სათანადოდ გათვალისწინების ინსტრუმენტების დანერგვით.
4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ბავშვის საჩივრის განხილვის დამოუკიდებელ მექანიზმებს შეიმუშავებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №346 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3832 – ვებგვერდი, 15.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 30.11.2023 კანონი №3832
- 16.03.2021 კანონი №346
წინა რედაქცია (27.09.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 39. ბავშვის უფლება დამოუკიდებელ გასაჩივრების მექანიზმებზე 1. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული განათლების დაწესებულებებში უნდა არსებობდეს ბავშვის საჩივრის განხილვის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მექანიზმები. ეს მექანიზმები არ უნდა ახალისებდეს ბავშვის არაკეთილსინდისიერ ქცევას, მიმართული უნდა იყოს ობიექტური გარემოებების დადგენისკენ და უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვისა და სხვათა უფლებების პატივისცემასა და დაცვას. 2. ბავშვს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია მისი საჩივრის განხილვის მექანიზმების შესახებ. 3. ბავშვი მისი საჩივრის განხილვის პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მხარდაჭერით, კერძოდ, კომუნიკაციის, საკუთარი მოსაზრების გამოხატვისა და სათანადოდ გათვალისწინების ინსტრუმენტების დანერგვით. 4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ბავშვის საჩივრის განხილვის დამოუკიდებელ მექანიზმებს შეიმუშავებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპოახალგაზრტდობის სამინისტრო.