ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- ბავშვის უფლებათა კოდექსი 20.09.2019
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. 37-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში შეიმუშავებს და ახორციელებს ბავშვის განათლების ხელშემწყობ პროგრამებს მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით.“;
ბ) მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მუნიციპალიტეტი ბავშვის განათლების ხელშეწყობის ღონისძიებებს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-17 მუხლით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.
6. არასამთავრობო ორგანიზაცია ბავშვის განათლების ხელშეწყობის ღონისძიებებს ახორციელებს საკუთარი პროგრამების ან სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.“.
2. 38-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვის მიმართ და ბავშვებს შორის ძალადობის, მათ შორის, ბავშვთა შორის ჩაგვრის, პრევენციის და შესაბამის ფაქტებზე სათანადო რეაგირების პროგრამებს შეიმუშავებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ამ კოდექსის გათვალისწინებით.“.
3. 39-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ბავშვის საჩივრის განხილვის დამოუკიდებელ მექანიზმებს შეიმუშავებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.“.
4. 50-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ბავშვის სოციალური აქტივობის სახელმწიფო პროგრამას შეიმუშავებს და ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით.
6. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში განსახორციელებელი ბავშვის სოციალური აქტივობის პროგრამა განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, ამ კოდექსის შესაბამისად.“.
5. 51-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ბავშვის სოციალური ინკლუზიის სახელმწიფო პროგრამებს შეიმუშავებს და ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, სხვა სახელმწიფო უწყებებსა და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით.“.
6. 52-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ბავშვის მოხალისეობის ხელშემწყობ პროგრამებს შეიმუშავებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მუნიციპალიტეტები კერძო სექტორსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ქმნის სამართლებრივ საფუძვლებს, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის მოხალისეობის ხელშემწყობ პროგრამებში მონაწილე ბავშვის წახალისებას ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და საუნივერსიტეტო სწავლების ფარგლებში.“.
7. 88-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ბავშვის მომვლელის (ძიძის) ნებაყოფლობით სერტიფიცირებას ორგანიზებას უწევს და სერტიფიცირებული ბავშვის მომვლელების (ძიძების) რეესტრს აწარმოებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.“.
8. 93-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 93. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამოსილება
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად ახორციელებს სათანადო პროგრამებსა და ღონისძიებებს განათლების ინკლუზიური სისტემის განვითარების, ინკლუზიური განათლების ყველა ბავშვისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობის, განათლების სისტემაში ძალადობისგან ბავშვის დაცვის, სოციალური მუშაობის გაძლიერების მიზნით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით − ბავშვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, მოზარდის მხარდაჭერისა და ახალგაზრდის განვითარების, კულტურისა და სპორტის სფეროებში ბავშვის სრულყოფილი მონაწილეობის და ბავშვის სხვა უფლებების რეალიზების მიზნით, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად ახორციელებს ამ კოდექსით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან თანამშრომლობით და კერძო სამართლის იურიდიული პირებისა და სპეციალისტების მონაწილეობით.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების დანერგვას ამ სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 16 მარტი 2021 წ. N346-IVმს-Xმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 37. განათლების ინკლუზიური სისტემის მხარდაჭერის პროგრამა
- მუხლი 38. განათლების სისტემაში ბავშვის მიმართ ძალადობის დაუშვებლობა
- მუხლი 39. ბავშვის უფლება დამოუკიდებელ გასაჩივრების მექანიზმებზე
- მუხლი 50. ბავშვის სოციალური აქტივობის ხელშეწყობა
- მუხლი 51. ბავშვის სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა
- მუხლი 52. ბავშვის მოხალისეობის ხელშეწყობა
- მუხლი 88. ბავშვის მხარდაჭერის განმახორციელებელი პირების პროფესიული განვითარების სტანდარტები
- მუხლი 93. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამოსილება
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.03.2021.
- როდის იქნა მიღებული „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 16.03.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №346-IVმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 010100000.05.001.020262.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.03.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №346-IVმს-Xმპ, 16.03.2021, სარეგისტრაციო კოდი 010100000.05.001.020262 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.03.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5120599/