მუხლი 88. ბავშვის მხარდაჭერის განმახორციელებელი პირების პროფესიული განვითარების სტანდარტები
თავი XI — ზოგადი საფუძვლები
1. ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების სტანდარტები, აგრეთვე ბავშვის მომვლელის (ძიძის) ნებაყოფლობითი სერტიფიცირების წესი და მისი საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება „ბავშვის დაცვისა და დახმარების სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების სტანდარტების შესახებ“ დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
2. ბავშვის მომვლელის (ძიძის) ნებაყოფლობით სერტიფიცირებას ორგანიზებას უწევს და სერტიფიცირებული ბავშვის მომვლელების (ძიძების) რეესტრს აწარმოებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №346 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3832 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. თავი XIIუფლებამოსილებანი ბავშვის უფლებების დაცვისა და
მხარდაჭერის სფეროებ
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
წინა რედაქცია (27.09.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 88. ბავშვის მხარდაჭერის განმახორციელებელი პირების პროფესიული განვითარების სტანდარტები 1. ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების სტანდარტები, აგრეთვე ბავშვის მომვლელის (ძიძის) ნებაყოფლობითი სერტიფიცირების წესი და მისი საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება „ბავშვის დაცვისა და დახმარების სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების სტანდარტების შესახებ“ დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 2. ბავშვის მომვლელის (ძიძის) ნებაყოფლობით სერტიფიცირებას ორგანიზებას უწევს და სერტიფიცირებული ბავშვის მომვლელების (ძიძების) რეესტრს აწარმოებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპოახალგაზრტდობის სამინისტრო. თავი XIIუფლებამოსილებანი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სფეროებში