თავი XII — უფლებამოსილებანი ბავშვის უფლებების დაცვისა და
1. საქართველოს პარლამენტი ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად განსაზღვრავს ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, უზრუნველყოფს სათანადო საკანონმდებლო ბაზის შექმნასა და განვითარებას, განიხილავს და ამტკიცებს შესაბამის სახელმწიფო სტრატეგიებს, აკონტროლებს ბავშვის უფლებათა რეალიზებისა და დაცვის კუთხით საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობას.
2. საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს ბავშვის უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების უპირატეს გათვალისწინებას საკანონმდებლო საქმიანობის, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლის, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებისა და შესრულების კონტროლის განხორციელებისას, ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენის შეფასების მექანიზმის დანერგვით.
3. (ამოღებულია - 13.05.2025, №542).
საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №542 – ვებგვერდი, 14.05.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 13.05.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (27.09.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 89. საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება 1. საქართველოს პარლამენტი ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად განსაზღვრავს ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, უზრუნველყოფს სათანადო საკანონმდებლო ბაზის შექმნასა და განვითარებას, განიხილავს და ამტკიცებს შესაბამის სახელმწიფო სტრატეგიებს, აკონტროლებს ბავშვის უფლებათა რეალიზებისა და დაცვის კუთხით საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობას. 2. საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს ბავშვის უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების უპირატეს გათვალისწინებას საკანონმდებლო საქმიანობის, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლის, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებისა და შესრულების კონტროლის განხორციელებისას, ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენის შეფასების მექანიზმის დანერგვით. 3. ბ(ავშვის უფლებების დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის, შესაბამისი კანონმდებლობის განვითარების, ბიუჯეტირების და საპარლამენტო კონტროლის განხორციელების დროს სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად საქართველოს პარლამენტში იქმნება ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო - 13. ამ საბჭოს შექმნის წესი05.2025, შემადგენლობა, ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და საბჭოს დებულებით№542).