1. სახელმწიფო პოლიტიკა და პროგრამები უნდა შემუშავდეს და განხორციელდეს განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და მართლმსაჯულების სფეროებს შორის კოორდინაციითა და უწყებათაშორისი თანამშრომლობით, ბავშვების, აკადემიური წრეების, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენელთა მონაწილეობით.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მონიტორინგსა და შეფასებას ახორციელებენ: საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი შესაბამისი უწყებათაშორისი თანამშრომლობის კომისიები, მუნიციპალიტეტები, საქართველოს სახალხო დამცველი, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები.
3. ამ კოდექსით განსაზღვრული მიზნების მიღწევისთვის სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოთა თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობა ქმნის უწყებათაშორისი კოორდინაციის ინსტიტუციურ მექანიზმს. უწყებათაშორისი კოორდინაციის ინსტიტუციური მექანიზმის შესახებ დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2924 – ვებგვერდი, 25.05.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.05.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 17.05.2023 კანონი №2924
წინა რედაქცია (27.09.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 83. ანგარიშვალდებულება, კოორდინაცია და მონიტორინგი 1. სახელმწიფო პოლიტიკა და პროგრამები უნდა შემუშავდეს და განხორციელდეს განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და მართლმსაჯულების სფეროებს შორის კოორდინაციითა და უწყებათაშორისი თანამშრომლობით, ბავშვების, აკადემიური წრეების, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენელთა მონაწილეობით. 2. საქართველოს ტერიტორიაზე ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მონიტორინგსა და შეფასებას ახორციელებენ: საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი შესაბამისი უწყებათაშორისი თანამშრომლობის კომისიები, მუნიციპალიტეტები, საქართველოს სახალხო დამცველი, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები. 3. ამ კოდექსით განსაზღვრული მიზნების მიღწევისთვის სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოთა თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობა ქმნის უწყებათაშორისი კოორდინაციის ინსტიტუციურ მექანიზმს. უწყებათაშორისი კოორდინაციის ინსტიტუციური მექანიზმის შესახებ დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.